ფეხების მოვლა: არის თუ არა ცხოვრება ქუსლიანი ფეხსაცმლის შემდეგ?

ჩვენ ყველანი აღტაცებული ვართ მაღალი ქუსლებით, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, რომელიც გავატარეთ მათთან ერთად ყველაზე ამტანი ქალებიც კი უჩივიან ტკივილს და დისკომფორტს ფეხებში. მოგითხრობთ როგორ მოვიდეთ უცბად ფორმაში.

1. ვასველებთ
თუ გრძნობ დაღლილობას, აავსე აბაზანა ცხელი წყლით და ჩაუშვი მასში ფეხები რამოდენიმე წუთით. თავიდან შეიძლება იგრძნო ჩხვლეტა, განსაკუთრებით თუ მაზოლები გაგიჩნდა, მაგრამ ცხელი წყალი დაგეხმარება მოდუნდე და არასასიამოვნო შეგრძნებები მალევე გაივლის. დაამატე რამოდენიმე წვეთი აბაზანის ზეთი, და შემდგომ არ დაგავიწყდეს დამატენიანებელი ფეხის კრემი

2. მკურნალობა 
ნებისმიერი გახსნილი ჭრილობა მოითხოვს დაუყოვნებლივ მკურნალობას. თავდაპირველად ვიდრე დაიკრავ პლასტირს გახეთქილ წყლულზე აუცილებლად ჩაიტარე დეზინფექცია კანზე! არასდროს არ გახსნა ბებერა დამოუკიდებლად ვინაიდან სითხე რომელსაც ის შეიცავს გიცავს შენ ინფექციისგან.



3. ველოდებით 
ლოდინი შესაძლოა ყველაზე ძნელი ნაწილია მთლიანი პროცესისა, რა თქმა უნდა შენ გაქვს წასასვლელი ახლავე შენი ლამაზი ფეხსაცმელებით, მაგრამ შენ ასე უფრო გააღრმავებ შენს პრობლემას. გსურს დააჩქარო გამოჯანმრთელება? ისარგებლე  ფეხის ნიღბით ან სპეციალური დამცავი წინდებით.

4. ვიკეთებთ პედიკურს 
Таიქ სადაც შენი ლამაზი ფეხსაცმელები ყველაზე მეტად გიჭერენ, კანი განსაკუთრებით ზიანდება და შეიძლება დასკდეს. ისარგებლე პემზით, რათა მოიშორო მკვდარი უჯრედები, და შემდგომ აუცილებლად დაიტანე სპეციალური კრემი ფეხისთვის. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე კანს თითებთან და ქუსლზე-ზუსტად ამ უბნებში მიდის ძირითადი დატვირთვა ქუსლებზე სიარულის დროს. ასევე ყურადღებით დაათვალიერე ფრჩხილები- ჩაზრდილი ან ცუდად მოჭრილი ფრჩხილი შეიძლება იყოს მიზეზი ძალიან უსიამოვნო შეგრძნებებისა. 


5. დავდივართ ფეხშიშველი 
საუკეთესო  საშუალება დავასვენოთ დაღლილი, გადაყვლეფილი, შეშუპებული ფეხები - იარო ცოტა ხანი ფეხშიშველმა, შემდგომ კი დაიტანო 
დამარბილებელი კრემი ავოკადოს და ალოეს ექსტრაქტით. მზად ხარ სეირნობისთვის? ჩაიცვი შენი ყველაზე მოხერხებული ფეხსაცმელი ქუსლის გარეშე და წადი - შენი ფეხები მადლობას გეტყვიან. მთავარია, რომ ფეხსაცმელი ფეხს იჭერდეს და მეორე მცირე კონტაქტი ჰქონდეს კანის დაზიანებულ ნაწილებთან.


6. ქუსლის მასაჟი
ეგრეთ წოდებულ ქუსლის არკაში არის კუნთები, რომლებიც სტაბილურს ხდის სხეულის მდებარეობას და იჭერს მის წონას სიარულის დროს.  ამ კუნთების ღრმა მასაჟი დაგვეხმარება სისხლის მიმოქცევის გააქტიურებაში და გვიხსნის ტკივილისგან.

7. დაგეგმე წინასწარ!
აირჩიე ფეხსაცმელი, რომელიც მაქსიმალურად კომფორტულად ზის შენს ფეხზე. გასაგებია, რომ მაღალი ქუსლებით მიაღწიო იდეალურ მდგომარეობამდე ძნელია, მაგრამ ღირს ცდა. როდესაც შენ ატარებ ძალიან ვიწრო ფეხსაცმელს, უსიამოვნო შეგრძნებები და ტკივილის გაჩენა მხოლოდ დროის საკითხია .კომფორტისთვის შეიძლება გამოიყენო ჩასაფენი სუპინატორები, ხოლო უფრო მასიური ქუსლი დაამატებს სტაბილურობას და დაგეხმარება უფრო თანაბრად გადაანაწილო სხეულის წონა სიარულის დროს.  

თუ შენ იცავდი ჩვენს ყველა რეკომენდაციას, მაშინ დაზიანებული ფეხების მორჩენა უფრო სწრაფად უნდა მოხდეს და მალე კვლავ მზად იქნები გამოჩნდე შენი ყველაზე ლამაზი ფეხსაცმელებით!









ტექსტი: ფოტო: Shutterstock