ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შენი თმა არ გემორჩილება, იბურდება ან ფუვდება - მდგომარეობს პროტეინის და ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობაში, რაც დამახასიათებელია მშრალი და დაზიანებული თმისთვის. როდესაც შენი თმა კარგავს ტენიანობას იგი ხდება გამომშრალი, რის შედეგად შენი ნებისმიერი ვარცხნილობა გამოიყურება "დაელექტროებულად". ნესტიანი ამინდი უარყოფითად მოქმესებს თმაზე.
არის საშუალება მოუარო დაუმორჩილებელ თმას:
1. დაიბანე თავი ერთ-ორ ან სამჯერ კვირაში. თავის კანი გამოყოფს ნატურალურ ცხიმოვან ნივთიერებებს, რომლებიც ატენიანებს შენს თმას და ყოველ ჯერზე, როდესაც იყენებ შამპუნს აშორებ თმას ამ ნივთიერებებს. არ დაიბანო თავი ძალიან ცხელი წყლით - ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის უფრო მეტად აშრობს თქვენს თმას.
2. თავის დაბანის დროს ყოველთვის გამოიყენე კონდიციონერი, ასევე თვეში ერთხელ აუცილებელია თმის ნიღაბის გამოყენება. თუ გრძნობ, რომ ეს შენი თმისთვის არ არის საკმარისი გაზარდე დამატენიანებელი საშუალების გამოყენება კვირაში ერთხელ.3. ძალიან ნუ გაიშრობ თმას პირსახოცით - აგრესიული მოძრაობები იწვევს თმის დაუმორჩილებლობას. აუცილებლად ისარგებლე ბამბის პირსახოცით, რათ მოიშორო ზედმეტი ტენიანობა, ასევე არ ღირს ხშირად საშრობის ფენის გამოყენებაც.
4. შესაძლოა იცი, რომ სველი თმის დავარცხნა არ შეიძლება, მაგრამ დაუმორჩილებელი თმის შემთხვევაში ეს წესი არ გამოდგება. პირიქით, ყოველ ჯერზე, როდესაც იბან თავს, მონდომებით დაივარცხნე განიერკბილიანი სავარცხლით, რათა შეინარჩუნო ტენიანობა.
5. თუ გაქვს ხვეული ან დალღოვანი თმა, აუცილებლად დაგჭირდება თმის ჯაგრისი. სწორი თმის შემთხვევაში გამოგადგება დიდი მრგვალი ჯაგრისი ნატურალური ბეწვით.
6. ეწვიე სილამაზის სალონს ყოველ თვე ან ორ თვეში ერთხელ, რათა დროულად მოიჭრა მტვრევადი თმის ბოლოები.
7. და ბოლოს, შეიძინე სპეციალური შრატი და ასევე თმის ზეთი, ისინი აუცილებელი ნებისმიერი თმისთვის. ჩვენ გირჩევთ Eleo სერიის თმის მოვლის საშუალებებს, რომლებიც მდიდარია, არგანის და ვარდის ზეთის ბუნებრივი ინგრედიენტებით. შემატე თმას მეტი ბზინვარება და ჯანსაღი იერი.