ვსწავლობთ იტალიურს: სილამაზის შვიდი წესი

ელეგანტურობა, მეგობრულობა და შეუდარებელი სტილის გრძნობა – როგორ შეუძლიათ იტალიელ ქალბატონებს ამდენი ღირსების შერწყმა? წარმოგიდგენთ შვიდ ხერხს, როგორ გახდე ხელოვნების dolce vita-ს მოყვარული.

1. გარუჯული კანი
პირველი რაც გახსენდება იტალიურ ქალბატონებზე ფიქრისას — ეს ლამაზი, ნამზეური კანია. გინდა ასეთივე? დაიწყე ხავერდოვანი ტოანლური ფუძე-ფლუიდით, ასე შექმნი იდეალურ ტონს. შემდეგ შეეხე ბრონზერით ღაწვებს, ცხვირს, ნიკაპსა და შუბლს. ამან შეილება შენს სახეს თბილი ელფერი შემატოს(დიახ, დიახ იტალიელებიც ასე იქცევიან!) იცოდი, რომ ფერუმარილს Giordani Gold იტალიაში ხელით აწარმოებენ? 

2. თავის თავზე მეტყველებენ 
იტალიელებს ლაპარაკი უყვართ. განსაკუთრებით როცა გემრიელ პასტას ან ჭიქა ყავას მიირთმევენ. ამიტომ ტუჩის საცხი უნდა იყოს ინტენსიური ტონის, საკმაოდ მდგრადი და ჰქონდეს UV-დამცავი ფაქტორი, რაც შეეხება ჩრდილებს — შენი ამოსარჩევია. მაგრამ კარგია იყოს მკვეთრი!

3. კარგად თამაშობს
ოქროსფერი მატებს ნამზეურს ლამაზ ბრონზესფერ შეფერილობას. ოქროსფერი შეიძლება იყოს საათი, სამკაულები, ჩანთა ან პარფიუმი! პარფიუმერული წყალი Giordani Gold Essenza მათრობელი ფორთოხლის ყვავილების არომატით დაათბობს გრძნობებს და უფრო მდიდრულს გახდის. იცი თუ არა, რომ ფლაკონის თავსახური შეიცავს 24 კარატიან ოქროს? არა გასაკვირი, რომ ჩვენ ვყიდით ათასზე მეტ ამ არომატის ფლაკონს ყოველ ოცდაოთხ საათში.

4. სულის სარკე
არა მგონია რომის და მილანის ქუჩებში ისეთ გოგონას შეხვდე, რომელიც არ ატარებს მზის სათვალეს. მიუხედავად  სათვალის დიდი ზომის მოდელისა, არც ერთი იტალიელი არასდროს ზღუდავს ზედაპირულ მაკიაჟს. აირჩიე კლასიკა და აუცილებლად გამოიყენე წამწამების ტუში და თვალის თხევადი ფანქარი.

5. აქაც და იქაც 
იტალიელები — ექსპრესიული ადამიანები არიან და ვფიქრობ მათი თმებიც ამას ამტკიცებს. საბედნიეროდ არასაგულდაგულო ვარცხნილობა მოდის პიკია. დაივარცხნე თმა თითებით და გაიკეთე ვარცხნილობა სარკის გარეშე — მოგვენდე ჩვენ. შენ ასე შექმნი ნამდვილ იტალიურ იმიჯს.
 
6. Bella figura 
გამოთქმა «bella figura» თარგმანში იტალიურიდან არ ნიშნავს იდეალურ ფიგურას. ჩვენ ვლაპარაკობთ განსაკუთრებულ შეგრძნებებზე, რომელიც ხდის იტალიელ გოგონებს ასეთ ლამაზებს და თვითდაჯერებულებს. ესაა ცოდნა მოიქცე ელეგანტურად, მაგრამ ქედმაღლობის გარეშე, მომხიბვლელი იყო და არა საკუთარ თავში შეყვარებული. გქონდეს უზადო მანერები, მაგრამ იყო სასიამოვნო ურთიერთობის დროს. მარტივი წესები, რომელიც დაგეხმარება დაუმატო იტალიური სტილი შენს იმიჯს.

7. La dolce vita
როგორ ვიცხოვროთ ლამაზად? იტალიელები ამ ხელოვნებას სრულყოფილად დაეუფლნენ. საიდუმლო დეტალებშია: თუ ვახშამია მეგობრებთან  ან ოჯახში, ეს ხომ თავისთავად დაგეხმარება იგრძნო თავი ბედნიერად. სოფია ლორენმა ტყუილად არ თქვა: «სილამაზე – ეს თვითშეგრძნებაა და ეს შენს თვალებში აისახება».  სილამაზე შეუძლებელია შექმნა მხოლოდ მაკიაჟის მეშვეობით. ეს ხომ ცხოვრების სტილია!

ტექსტი: ფოტო: Oriflame Brand Images