ექვსი შეცდომა თმის მოვლის დროს

გინდა შეამოწმო რამდენად სწორად იყენებ თმის მოვლის საშუალებებს? გასწავლით თუ როგორ უნდა გააუმჯობესო სპრეის და სხვა თმის მოვლის საშუალებების გამოყენების ეფექტი.

თმის სპრეი
ადამიანების უმრავლესობა იფრქვევს სპრეის ძალიან ახლო მანძილიდან, კონცენტრირდება რა თმის მცირე ნაწილზე. შედეგად ისინი ღებულობენ „ცხიმიან“ თმას, რომელიც მსუბუქად რომ ვთქვათ ცუდად გამოიყურება. მანძილი სპრეის ბალონსა და თქვენს თმას შორის უნდა სეადგენდეს არაუმეტს 30 სმ-ს.  ასე სპრეი გამოიფრქვევა ღრუბლისებურად და თანაბრად განაწილდება თმაზე. 

 

მუსიКак ухаживать за волосами
ვარცხნილობის დასაყენებელი მუსი - საუკეთესო საშუალებაა უსიცოცხლო თმისთვის, მაგრამ მისმა არასწორად მოხმარებამ შეიძლება თმა აქციოს შეკრულ გორგლად, თუ ხვეული თმა გაქვთ, აიღეთ მცირე რაოდენობის მუსი, წაისვით ხელის გულზე და თანაბრად გადაინაწილეთ ნოტიო თმაზე, შუიდან ბოლომდე. სავარცხელი კი დაგეხმარებათ თანაბრად გადაინაწილოთ მუსი ძირებიდან თმის ბოლოებამდე, რაც  შემატებს ვარცხნილობას ტექსტურას.

 

შრატი
თუ შენს თმას არ ყოფნის ბრწყინვალება, მაშინ შრატი - სწორედ ის პროდუქტია, რომელიც  დაგეხმარება. შრატის რამდენიმე წვეთი შექმნის დამცავ ფენას, რომელიც მიანიჭებს თმას მეტ მბზინვარებას. მაგრამ ზომიერად, ნუ შეიზელთ პროდუქტს თავის კანში თმის ძირებთან!  დაიტანე შრატი თმის ბოლოებთან, სადაც იგი ყველაზე მეტად ზიანდება.

 

თერმო დაცვა
როგორც წესი გოგონები იყენებენ თერმო დამცავ სპრეის და იხვევენ თმას. თუ არ გინდა ზიანი მიაყენო თმას, თერმო დამცავი საშუალება უნდა დაიტანო თმის მთელ სიგრძეზე და თანაბრად გადაინაწილო სავარცხლის საშუალებით. ყურადღება მიაქციე თმას სახის გარშემო.

 

მშრალი შამპუნი
მშრალი შამპუნი ცვლის თმის ტექსტურას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური საშუალებაა. ამავე დროს, ქალბატონების უმრავლესობა არასწორად იყენებს მას, ისმევს რა მას დაუბანელ თმაზე. შამპუნი უნდა წაისვა მასაჟისებური მოძრაობით თავის კანზე თმის ძირებთან, ისე თითქოს იბანდე თავს ჩვეულებრივი შამპუნით, შემდეგ დაივარცხნო რათა მოიშორო (თეთრი ფანთელი) ქერტლი.

 

მდგრადი კონდიციონერი
უმრავლესობა დარწუნებულია, რომ მდგრადი კონდიციონერი არ ითხოვს ჩვეულებრივ კონდიციონერს. ეს შეცდომაა. დაიბანე თავი და გამოიყენე ჩვეულებრივი კონდიციონერი, ჩამოიბანე, როგორც ყოველთვის აკეთებ და შემდეგ კი წაისვი მდგრადი კონდიციონერი.

ტექსტი: ფოტო: Shutterstock