შენ დაგჭირდება:
სიმქრქალის მიმნიჭებელი ფუძე და ბრონზერიჰაილაიტერი (მზინავი პუდრი)
ფუნჯები
წარბების ნაკრები და მოცულობის მისანიჭებელი ტუში
შენი კანის ტონთან შედარებით მუქი ბრონზისფერი ფერუმარილით ან ტონალური ფუძით გაავლე ხაზი ღაწვების ქვეშ ლოყის შუა ნაწილიდან ყურის ბიბილომდე. დატუშე და წაისვი მბზინავი პუდრი მთელს ზონაზე.
ჩვენი ვიდეო გაკვეთილი რათა დაწვრილებით გაეცნო სახის კონტურირების ტექნიკას
2. მკვეთრი ხაზები
მზინავი ფერუმარილი წაისვი ღაწვების გასწვრივ მათ გამოსაკვეთათ. შედარებით მუქი ფერი წაისვი ნიკაპის ქვეშ და დატუშე კისრის მიმართულებით, სიღრმისეული ეფექტის მისაღებად.
3. თხელი ცხვირი
ცხვირის ვიზუალურად დასათხელებლად წაისვი მუქი ფერის პუდრი ან ტონალური ფუძე ნესტოებზე. შემდეგ წაისვი მბზინავი პუდრი ცხვირის შუა ნაწილზე, დატუშე მაკიაჟის ფუნჯით. რამდენიმე წამში, შენი ცხვირი იდეალურია.
იხილე ჩვენი ვიდეო გაკვეთილი ცხვირის კონტურირებისთვის.
4. სტრობირებასახის ცენტრალური ნაწილის ვიზუალურად გამოსაკვეთად გამოიყენე მბზინავი პუდრი, ამისთვის წაისვი პუდრი ცხვირის ნესტოებზე, წარბების ქვეშ, ნიკაპის შუა ნაწილზე და ტუჩის ზედა ნაწილზე.
5. გამოკვეთილი წარბები
სქელი წარბები - იდეალური დამატებაა მრგვალი სახის ფორმისთვის. თუ თხელი წარბები გაქვთ წარბების პუდრის საშუალებით შეგიძლია შემატო მათ მეტი სისქე, ასევე გამოკვეთო რკალი შენი თვალების მეტი გამომხატველობისთვის.
6. აქცენტი თვალებზე
მუქი ფერის ტუჩის საცხი ვიზუალურად ათხელებს ტუჩებს და ავსებს სახის ფორმას, საპირისპირო შედეგისთვის გააკეთე აქცენტი თვალებზე. თვალის თხევადი კონტურული ფანქარი და მოცულობის მიმნიჭებელი ტუში (მაგალითად, ტუში The ONE) - საუკეთესო საშუალებ გამოკვეთო თვალები.