წამწამების ტუში: 6 პროფესიული მიდგომა

ტუშის წასმის კლასიკური ტექნიკა (ქვევიდან ზევით), უნივერსალურად ჩანს, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მეთოდი. მოემზადე სიახლისთვის: ვხსნით ექვს მეთოდს.

1. აპრეხვა
მოგწონს გრძელი აპრეხილი წამწამები? არ ღირს დაიტანო ტუში ერთი მოქმედებით მთელს სიგრძეზე. პირველად დაიტანე ტუში წამწამების ძირებში და გაატარე ფუნჯი წინ და უკან, შემდგომ კი მსუბუქად შეღებე ისინი ბოლომდე.

2. დაიჭირე ვერტიკალურად
გინდა შექმნა უფრო ბუნებრივი იმიჯი? ყველაფერი რაც გჭირდება – მოატრიალო ფუნჯი ვერტიკალურად. გამოიყენე ფუნჯის წვერი და გადაატარე ის წამწამების მთელს სიგრძეზე. ვუალია! გრძელი, ბუნებრივი წამწამები წამში!

3. ფოკუსირება შუა ცენტრზე
ფართოდ გახელილი თვალის ეფექტის მისაღებად, აზრობრივად გაყავი წამწამების ხაზი სამ თანაბარ ნაწილად, შემდეგ კი ფუნჯის წვერით დაიტანე ტუში მხოლოდ წამწამების შუა ადგილას, აპრიხე წამწამები ქვევიდან ზევით. მომენტალური შედეგი გარანტირებულია!

4. ბუნებრივი აქცენტი
წაისვი ფანქარი თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოზე და დაჩრდილე სპეციალური ფუნჯით. ბოლოს წაისვი წამწამების ტუში დიაგონალურად. გახსოვდეს, რომ მაკიაჟი აქცენტით თვალებზე იდეალურ კანის ტონს საჭირობეს, გამოიყენე ტონალური ფუძე, კანის დეფექტები კი შენიღბე კორექტორით. 

5. ერთდროული თამაშის სეანსი
ფუმფულა (თოჯინის მაგვარი) წამწამები და ფართოდ გახელილი თვალები — ამ იმიჯის შექმნა არც ისე რთულია! თვალის ამ მაკიაჟს ასევე უწოდებენ «ობობის თათებს». როგორ გავაკეთოთ? წამწამებზე დაიტანე ტუშის რამდენიმე ფენა და საჭირო ეფექტის მისაღებად, აპრიხე ისინი წამწამების ასაპრეხი აპარატით.

6. 100% -იანი შედეგი
მოუხერხებელია შეიღებო წამწამები თვალების კუთხეებში? აკურატულად მოხარე თითებით ფუნჯის წვერი – მას მარტივად გამოიყენებ კუთხეების ასაპრეხად. გახსოვდეს, რომ ფუნჯის გაშლა ისე, რომ არ გატეხო აღარ შეიძლება. ამიტომ იფიქრე ორჯერ (ან გამოიყენე ორი ფუნჯი).






ტექსტი: ფოტო: Getty Images