პრობლემა: არ შემიძლია სწორი ისრების დახატვა
გადაწყვეტა: აიღე წებოვანა და რამდენჯერმე დაიკარი ხელის გულზე, რათა ის გახდეს არც ისე წებოვანი. შემდეგ გადაიკარი სახის კანზე ისე, რომ გახდეს სწორი ხაზი, რომელიც ქვედა ქუთუთოდან საფეთქლებზე მიდის. ამ ხაზე გაივლის შენი ისარი. ახლა თხევადი ფანქარით გაავლე ხაზი ზედა წამწამებზე და გააგრძელე წებოვანს გასწვრივ, გამოიყენებ რა მას როგორც სახაზავს. აცადე ფანქარი გაშრეს და მოიშორე წებოვანა, ყველაფერი იდეალურადაა!
პრობლემა: სახის კონტურირების შემდეგ ვემსგავსები მასხარას.
გადაწყვეტა: გვინდა შეგახსენოთ, რომ კონტურირება – ეს არის ტექნიკა პროფესიონალი ვიზაჟისტებისთვის. მის გაკეთებას ვერ ისწავლით ერთ დღეში, გესაჭოროებათ პრაქტიკა. მოდით ერთად გავიმეოროთ კონტურირების წესები: დატუშვა, დატუშვა და კიდევ ერთხელ დატუშვა! სახის კანზე ტონალური ფუძის წასმისას, აიღე რბილი გამათანაბრებელი ღრუბელი და დატუშე ტონალური ფუძე ან პუდრი კანზე.
პრობლემა: მე ვაცემინებ ყოველთვის, როდესაც ვიღებავ წამწამებს.
გადწყვეტა: ასეთი რამ ხდება. არ ინერვიულო და ყველაზე მნიშვნელოვანია არ ეცადო უცბად მოიშორო ტუში ,რომელიც სახეზე მოგხვდა. ასე შენ გაიფუჭებ მაკიაჟს. აცადე მას გაშრეს, რის შემდეგაც კონსილერის პატარა ფუნჯის მეშვეობით ჩამოიშორო ტუში კანიდან.
პრობლემა: ჩემი წარბები არაბუნებრივად გამოიყურება.
გადაჭრა: ხშირი, თვალშისაცემი წარბები – მოდის პიკია, მაგრამ მიაგნო რა საჭირო ეფექტს არც ისე ადვილია. იმისთვის, რომ წარბები ბუნებრივად გამოიყურებოდეს უნდა აიცილო სამი ტიპიური შეცდომა. ჯერ ერთი ზედმეტად არ მოინდომო წარბის ფორმას მისცე კვადრატული ფორმა. მისდიე თმის ზრდის ბუნებრივ ხაზს არ დაიხატო ზედმეტად, დააქკორექტირე ფანქრის ან წარბების კორექციის ნაკრების საშუალებით. მეორე, იმისთვის რომ გაიგო როგორ მთავრდება წარბი, აიღე ფანქარი და გაატარე სწორი ხაზი ცხვირის ნესტოდან თვალის შიდა მხარემდე. იდეალური წარბი არ უნდა გადიოდეს ამ ხაზის იქით. მასამე, არ დაგავიწყდეს რომ ყველაზე მოვლილი წარბებიც კი უნდა იყოს შენი წარბის ბუნებრივი ფერი.
პრობლემა: მე მიწითლდება კანი ცხვირის გარშემო
გადაჭრა: როგორც წესი ასეთი რამ ხდება თუ ხშირად აცემინებ. ასეევე კანი ცხვირის გარშემო შეიძლება გაწითლდეს ტემპერატურის ცვლილების დროს. ასეთ შემთხვევაში შენ დაგეხმარება სწორი მოვლა: მსუბუქი გამწმენდი საშუალება პლიუს მკვებავი დღის კრემი ან ზეთი. თი ეს საშუალებები არ დაგეხმარება, გამოიყენე კონსილერი, რომლის ფერიც შეესადაგება შენს კანს და პუდრი.