სცადე ახლავე: 5 საახალწლო იმიჯი

საშობაო კვირის დრეს-კოდი მარტივია. ეს იქნება საღამო კოლეგებთან ერთად ოფისში, ცეკვები მეგობრებთან დილამდე თუ ვახშამი საყვარელ ადამიანთან – საჭიროა გამოიყურებოდე შესანიშნავად. ჩვენ გვაქვს რამდენიმე იდეა როგორ მივაღწიოთ ამას!

1. დისკოტეკის ვარსკვლავი 
გინდა გააოცო მეგობრები ვარსკვლავური ბრწყინვალებით? პირველ რიგში ყურადღება მიაქციე ვარცხნილობას. ფრანგული ნაწნავი და შინიონი გაალამაზე მბზინვარე დეტალებით. მოიმარაგე ძლიერი ფიქსაციის გელი და საკმარისი რაოდენობის თმის სამაგრები.

როგორ გავიკეთოთ ლამაზი ვარცხნილობა?

2. იოლი არჩევანი
როდესაც გარშემო ყველაფერი ნაცრისფერია, წითელი ტუჩის საცხი გაახალისებს გარემოს. იგი ყოველთვის თან უნდა გქონდეს. ალბათ ყოყმანობ ხავერდოვან გლუვ ეფექტის მოტივებსა და მკვეთრ ვინილის გლამურს შორის? როდესაც გარშემო ყველაფერი ნაცრისფერია, წითელი ტუჩის საცხი გაახალისებს გარემოს. იგი ყოველთვის თან უნდა გქონდეს. ალბათ ყოყმანობ ბარხატისფერი ეფექტის მოტივებსა და მკვეთრ გლამურს შორის. ბიუთი-კომბინატორის წესები გვეუბნება, რომ გლუვი ტუჩები უკეთესია შეუხამოთ ხშირ მოვლილ წარბებს და არ გავაკეთოთ დიდი აქცენტი თვალებზე მაშინ, როდესაც გლამურული იმიჯი ითხოვს გამომხატველ "სმოუკის". რაც არ უნდა აირჩიო არ დაგავიწყდეს ბარხატის პიჯაკი –  ამ ცივი ზამთრის საუკეთესო ცხელი ტრენდი.

3. თვალები "ხალოს" ტექნიკით 
თვალის მაკიაჟის საუკეთესო არჩევანი საახალწლო საღამოსთვის. დაიტანე მუქი შეფერილობის ჩრდილები –  ისეთი, რომლებსაც გამოიყენებდი მაცდური "სმოკისთვის" – თვალის შიდა და გარე კუთხეებში, ხოლო ქუთუთოს ცენტრში დაიმატე კრემისფერი ბზინვარე ჩრდილი. აღფრთოვანებული მზერა გარანტირებულია!

იხილე ვიდეო გაკვეთილი «თვალის მაკიაჟი ხალოს ტექნიკით»

4. ციმციმი და ბრწყინვალება 
თუკი კალენდარში არსებობს განსაკუთრებული თვე როდესაც ბზინვარება და ბრწყინვალება ყველასათვის აუცილებელია, მაშინ ის უკვე დადგა. არ გაუშვა შანსი იყო ტრენდული, მაშინაც კი თუ ჩვეულებრივ დღეებში ცდილობ თავშეკავებულად გამოიყურებოდე. მაგალითად, შემატე ცოტა ბრწყინვალება ღაწვებს ბურთულიანი ფერუმარილის Giordani Gold საშუალებით. თუ კი გსურს გააოცო ყველა შენი იმიჯით, ამაში დაგეხმარება თხევადი ჩრილები მეტალიკის ეფექტით და ფერადი თვალის კონტურული ფანქარი ბლესკით.

5. სიცივის მიუხედავად 
წლის ამ დროს რთულია შეინარჩუნო შეუდარებელი სახის ფერი: ცივი ჰაერი და ქარი სილამაზის მტერია. ხოლო წვეულებები დილამდე კიდევ უფრო ქმნიან პრობლემებს. მაგრამ ნუ ჩავარდები სასოწარკვეთილებაში. ცოტაოდენი ჰაილაიტერი ღაწვებზე, წამწამების ასაპრეხი,  მსუბუქი წამწამების ტუში – ეს ყველაფერიმნიშვნელოვანია, რათა უზადოდ გამოიყურებოდე. მაგარამ მაინც არ დაგავიწყდეს, რომ საუკეთესო ხერხი შეინარჩუნო ახალგაზრდობა ესაა –
კანის კომპლექსური მოვლა. უბრალო პროცედურა, რომელიც დილით და საღამოს ორ წუთს ითხოვს.







ტექსტი: ფოტო: Getty Images