5 საქორწილო იმიჯი

ქორწილი – ეს ათასობით ფოტოა. პატარძალი, მისი მეჯვარე, პატარძლის დედა, სტუმარი. ყველას უნდა, რომ ფოტოზე იდეალურად ჩანდეს. ჩვენ მოგითხრობთ როგორ მივაღწიოთ ამას.

პატარძალი
ქორწილის დღე რჩება შენს მეხსიერებაში მთელი ცხოვრების მანძილზე. ამ დღის განმავლობაში შენ საყოველთაო ყურადღების ცენტრში იქნები. იმისთვის, რომ გამოიყურებოდე იმდენად კარგად რამდენადაც ეს შესაძლებელია გახსოვდეს მთავარი წესი: არ შექმნა შენი თავიდან ვინმე სხვა. იყავი ის ვინც ხარ. მაკიაჟის გაკეთებისას აირჩიე ფერები, რომლებითაც შენ იგრძნობ თავს კომფორტულად - ტუჩის საცხის წასმისას არაა ექსპერიმენტების დრო. თუ შენს იმიჯზე იზრუნებს მოწვეული ვიზაჟისტი შეარჩიე ფოტო, რომელიც შენ შთაგაგონებს. ხოლო მაკიაჟის მორგებისას იყავი თეთრებში რათა ზუსტად იცოდე, რომ ჩრდილები არ იქნება მკვეთრი არც ზედმეტად ჰაეროვანი. ეცადე თავი აარიდო ზედმეტად აქტუალურ ხერხს, ისეთს როგორიცაა გრაფიკული ისრები ან ზედმეტი კონტური. წლების შემდეგ მოგინდება რომ შენი სახე ძველებურად აქტუალური იყოს და არა მყვირალა - ძველმოდური.

პატარძლის დედა
შენი ქალიშვილის ქორწილის დღეს შენ იქნები ყველაზე დაკავებული ადამიანი მთელს პლანეტაზე. ე.ი. შენი მაკიაჟი უნდა იყოს ნამდვილად უნივერსალური. შენ გინდა გამოიყურებოდე და გრძნობდე თავს საუკეთესოდ, შენ ხომ ამაზე მრავალი წელი ოცნებობდი. თავი აარიდე პრიალა და მბზინავი საცხის ეფექტს ვინაიდან ის ხაზს უსვავს  ნაოჭებს. ამის ნაცვლად აირჩიე უფრო გლუვი ტექსტურის საცხი, რომელიც უფრო დიდხანს ჩერდება. ასევე მოიქეცით ჩრდილებთან მიმართებაში:  მეტალიკის ეფექტი და ბზინვარება ხაზს გაუსვავს «ბატის თათებს». გლუვი და  ნეიტრალური ჩრდილები, ცოტა ფერუმარილი, კარგად ერწყმის შენს კანის ფერს – რაც ამ დღისთვისაა საჭირო.

პატარძლის მეჯვარე
შეეგუე: ამ დღეს შენ იქნები მეორე ადგილზე. ამისთვის აუცილებლად დააზუსტე რომელი მაკიაჟი უნდა გაიკეთოს პატარძალმა და ეცადე შეესაბამებოდე. შეუცდომელი ვარიანტია კარგი პრაიმერი, ტონალური ფუძე, კოსმეტიკა ნეიტრალურ ფერთა გამაში და წყალგამძლე ტუში. ზოგჯერ მეგობრობის გამო შეიძლება ამაზეც წახვიდე.

სტუმარი ქორწილში
ყველაზე –  მთავარია შეესაბამებოდე დრეს-კოდს. ხოლო ამის შემდეგ თუ როგორაა შერჩეული ტანსაცმელი. შეიძლება ცოტა ექსპერიმენტიც ჩაატრო მაკიაჟზე. მაგალითად ისაგებლო ნეიტრალური ВВ-კრემით და მეტი აქცენტი გააკეთოთ ტუჩებზე, არ შეიღებოთ თვალები.  ან პირიქით გააკეთებ გამომწვევ მაკიაჟს თვალებზე, ხოლო ტუჩებზე დაიტან რამეს "ნიუდის" ჩრდილით. ქორწილი ეს მხიარულებაა, თუ დაიცავთ ზომიერებას შეგვიძლია თავი არ შევზღუდოთ. 

"+ ერთი"
თუ შენი სტატუსი ამ დღეს – «პლუს ერთი»-ა მაშინ შენი სტუმრების უმრავლესობას არ იცნობ. ამიტომ უნდა გამოიყურებოდე კარგად და არა გამომწვევად. დაიცავი დრეს-კოდი და გაიკეთე სადა მაკიაჟი. მაგალითად ბუნებრივ ტონებში. დამიჯერე შენ გექნება უამრავი სხვა საშუალება სცადო "ნეონისებური" ჩრდილები. 







ტექსტი: ფოტო: Getty Images