ასაკი: მაკიაჟის 5 ხრიკი

თუ თქვენ გსურთ დაფაროთ ასაკობრივი ნიშნები ამაში მაკიაჟი დაგეხმარებათ. მაგრამ მას ასევე შეუძლია გამოკვეთოს თვქვენთვის არასასურველი ცვლილებები. ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ აიცილოთ თავიდან გაუგებრობა.

მსუბუქი ფუძე

ასაკის მატებასთან ერთად კანი უფრო უფერული და მოდუნებული ხდება, ამიტომ გამოიყენეთ გამჭვირვალე ტონალური ფუძე, რომელიც არა მარტო განაახლებს კანს არამედ უზრუნველყოფს მის გლუვ საფარს. არ გამოიყენოთ მძიმე ფორმულები, რომლებიც ხაზს გაუსვავს მიმიკურ ნაოჭებს და შეგმატებთ ასაკს. ამიტომ ყოველთვის თანაბრად წაისვით მსუბუქი ფუძე ან CC-კრემი (მაგალითად, მულტიფუნქციონალური კრემი Giordani Gold) სახესა და დეკოლტეს ზონაზე. მსუბუქი კორექტორი კი დაგეხმარებათ კანის სხვადასხვა დეფექტების დაფარვაში, როგორიცაა ცხვირის და თვალის ქვემოთ ზონა. 

ახალგაზრდული ელფერი

ფერუმარილი რამდენიმე წლით გაგაახალგაზრდავებთ. მაქსიმალური ეფექტისთვის წაისვით კრემისებური ფერუმარილი ყვრიმალებზე, ხოლო ვარდისფერი ფერუმარილი შეგმატებთ მეტ სინათლეს და ვიზულურად შეგიმცირებთ ნაოჭებს. ჩვენი არჩევანი: ბურთულებიანი ფერუმარილი Giordani Gold  და ფერუმარილი Very Me «ტკბილი მარწყვი»


გამომხატველი თვალები


ასაკის მატებასთან ერთად თქვენი ქუთუთოები მოშვებულია, სწორი კორექტირება გადაჭრის ამ პრობლემას. სიღრმის მისანიჭებლად მოძრავ ქუთუთოზე დაიტანეთ რბილი გლუვი ჩრდილი. არ გამოიყენოთ ღია შეფერილობის ჩრდილები - ისინი გამოკვეთს ნაოჭებს და აუფერულებს კანს.
გამოკვეთილი წამწამები ვიზუალურად წევს ქუთუთის ზევით, ტუში კი გამოასწორებს შეთხელებული წამწამების მოცულობას.



სქელი წარბები

 
წარბები გამოკვეთს სახის ოვალს, თუ გაქვთ თხელი წარბები საუკეთესოა გამოიყენოთ წარბების ნაკრები The ONE  და გელის საშუალებებით შემატოთ მათ იდეალური ფორმა. სწორი კორექციისთვის გამოიყენეთ ბუნებრივი ფერის ფანქარი - ღია ან ყავისფერი და შეავსეთ წარბის დეფექტი მსუბუქი შტრიხით.


სავსე ტუჩები

ასაკთან ერთად ტუჩის კონტური იცვლება, მათი კორექციისთვის გამოიყენეთ გლუვი შეფერილობის ტუჩის ფანქარი და ტუჩის საცხი. დაიტანეთ ციტაოდენი უფერო საცხი ტუჩის ცენტრში, მეტი მოცულობითი ეფექტისთვის. 

საშუალო-ინტენსიური ფერის საცხი მარჯნისფერი და წითელი მეტად ეფექტურია ნებისმიერ ასაკში, ხოლო მკრთალი-ვარდისფერი, მუქი ბადრიჯნისფერი და ყავისფერი ტონები კი შეგმატებთ ასაკს.
ტექსტი: ფოტო: Shutterstock