5 ფუნჯი მაკიაჟისთვის

ამბობენ, რომ მხატვარი კარგია იმდენად, რამდენადაც კარგია მისი ფუნჯი. ეს წესი100% გამოყენებადია მაკიაჟის ხელოვნების მიმართაც. ახლა მოგიყვებით,თუ რომელი ფუნჯის გარეშე შეუძლებელია შენი ცხოვრება.

1. ფუძისთვის

ნუ ცდილობთ ფუძის დატანას ღრუბლის მეშვეობით. გამოიყენე მხოლოდ ფუნჯი. ფუნჯის ტიპი შენი ფუძის კონსისტენციაზეა დამოკიდებული. თუ მოგწონს კრემისფერი, მკვრივი ფენა – შენ დაგჭირდება ბრტყელი ფუნჯი. თუ უპირატესობას ანიჭებ გამჭვირვალე ფუძეს, ყველაზე კარგად მოგიხდება ფუმფულა მოცულობთი ფუნჯი.


2. კორექტორისთვის

ფუნჯი კონსილერისთვის – შენი ბიუტი-არსენალის საჭირო ინსტრუმენტია. მისი მეშვეობით შენ შეძლებ კონსილერის დატანას თვალების ქვეშ და ეფექტურად მოაშორებ შესივებასა და შავ წრეებს თვალების გარშემო (შეიტყვე მეტი ამ სტატიიდან) . იგივე ფუნჯი მოხერხებულია ლაქების დასაფარავად, კონსილერის წერტილებად დატანისას, ოღონდ წინასწარ დარწმუნდით იმაში, რომ მისი ფერი შენი ფუძის ფერს შეესაბამება. 

 3. პუდრისთვის

პუდრისა და ფერ-უმარილის ფუნჯები უნდა იყოს რბილი, ბრტყელი, მომრგვალებული კიდეებით. პუდრის თანაბრად დატანისათვის აიღეთ პუდრი ფუნჯით ორივე მხრიდან.


4. თვალებისთვის

თვალების მაკიაჟისათვის დაგჭირდებათ ორი ტიპის ფუნჯი. საშუალო ზომის ფუნჯით მოხერხებულია ჩრდილის დატანა ზედა ქუთოთოზე, ხოლო წაჭრილი ფუნჯი შესანიშნავად მოუხდება იმას, რომ გამოყოთ თვალები. მისი მეშვეობით შეგიძლიათ ჩრდილის დატანა წამწამების ხაზის გასწვრივ და ქუთუთოს ნაოჭზე, აგრეთვე დაიხატოთ წარბები.

5. ტუჩებისთვის

მაკიაჟის არცერთი პროფესიონალი წარმოუდგენელია ტუჩების ფუნჯის გარეშე. ფუნჯი ფერის თანაბრად დატანის, ფორმის ხაზგასმის და თანაბარი საფარველის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. ასევე, ფუნჯით თუ ისარგებლებ, შენი პომადა უფრო ეკონომიურად დაიხარჯება.



ტექსტი: