4 წესი გრძელი წამწამებისთვის

ხელოვნური, დაგრძელებული, შეღებილი... სქელი და გრძელი წამწამების ეფექტის მისაღებად, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ექსტრემალური ზომები.

1. გაწმენდა
მაკიაჟის მოსაშორებლად არ აჰყვე ცდუნებას და უბრალოდ ხელის ერთი მოძრაობით არ გაიწმინდო თვალები. ამან შეიძლება სერიოზულად დააზიანოს თქვენი წამწამები. არ აქვს მნიშვნელობა იწმენდთ სახეს თუ იბანთ თვალებს - გახსოვდეთ, რომ თვალის ირგვლივ კანი მოითხოვს განსაკუთრებულ, სათუთ მოვლას და ყურადღებას

2. დიეტა და ვიტამინები
ჯანმრთელი საკვები მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გავლენას ახდენს თქვენს სხეულზეც. პროტეინებით, А და С ვიტამინებით მდიდარი საკვები გეხმარება შეინარჩუნო ჯანმრთელობა. ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავს რკინას - ის აჩერებს თმის ცვენას და ლ-ცისტეინი, კერატინის შემადგენელი ამინომჟავა. ჩვენ გირჩევთ თმის და ფრჩხილის ნუტრიკომპლექსი Wellness.


3. დატენიანება
კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებლები ამტკიცებენ, რონ შრატი ამაგრებს წამწამებს. მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი მეთოდია - ძილის წინ წამწამებზე წაისვი ცოტაოდენი ტუჩის ბალზამი. დიახ, ჩვენ არ შევმცდარვართ, სწორედ ტუჩის ბალზამი. მისი წვეთი უზრუნველყოფს წამწამების დატენიანებას და ზრუნვას მთელი ღამის განმავლობაში.

4. აირჩიე გონივრულად
წამწამების დასაგრძელებლად (გრძელი ეფექტისთვის) გამოიყენე ოდნავ მოქნილი წახნაგოვანი ტუში. იგი შემუშავებულია სპეციალურად, რათა თითოეული წამწამი შეღებოს და არ დატოვოს შავი ლაქები. ჩვენი არჩევანია - ულტრა დამაგრძელებელი წამწამების ტუში The ONE Instant Extensions.

ტექსტი: ფოტო: Shutterstock