ზღვის ლოკონები სამ ნაბიჯად

ლოკონები სანაპიროზე, ოდნავ გაჩეჩილი ზღვის წყლისგან –ზაფხულის სავიზიტო ბარათია და რომანტიკულ განწყობას გვიქმნის. თუ ზღვამდე შორია, ხოლო რომანტიკა გვჭირდება ასეთი ვარცხნილობის შექმნა შესაძლებელია.

თუ შენ სწორი ხმა გაქვს
შენ დაგჭირდება: თერმოდამცავი სპრეი, თმის დასახვევი ხელსაწყო, ძლიერი ფიქსაციის თმის ლაქი
1. დაიწყე თერმოდამცავი სპრეის დატანა
2. გაანაწილე თმა ოთხ ან ხუთ ლოკონად დაიწყე შუიდან (ძირები დატოვე ხელუხლებელი) შემდგომ თმის დასახვევი ხელსაწყოთი დაამუშავე ყოველი ლოკონი რამდენჯერმე
3. დაასრულს, წაისვი სპრეი  ფიქსაციისთვის. თუ გინდა მიანიჭო მოცულობა – აიჩეჩე თმა ძირებიდან.

თუ შენ თხელი თმა გაქვს
შენ დაგჭირდება: მოცულობის მიმნიჭებელი მუსი, თმის დასახვევი ხელსაწყო, თმის დამცავი სპრეი
1. თმისთვის მოცულობის მისაცემად წაისვი მუსი ტენიან თმაზე. გადაანაწილე საშუალება ძირებიდან ბოლოებამდე და გაიშრე ფენით, არ დაივარცხნო ბოლოები ჯაგრისით.
2. აიღე მცირე რაოდენობის ლოკონები და დაიხვიე. შემდეგ კი ძირები დაიხვიე თმის დასახვევი ხელსაწყოს საშუალებით.
3.დასასრულს დაიტანე თმის დამცავი სპრეი. თუ დღის მანძილზე შეამჩნიე, რომ ვარცხნილობის მოცულობა შემცირდა, დაიტანე ცოტაოდენი მშრალი შამპუნი თმის ძირებში.

თუ ბუნებრივად ხვეული თმა გაქვს
შენ დაგჭირდება: სიგლუვის მიმნიჭებელი თმის ზეთი, თავსაკრავი და თმის სამაგრები, ასევე თმის დამცავი სპრეი. 
1. თუ შენ ტალღოვანი თმა გაქვს, ხაზი გაუსვი შენს ბუნებრიობას. დაიბანე თავი საღამოს და გაიშრე პირსახოცით, რის შემდეგაც დაიტანე ზეთი თმაზე.
2. გაყავი თმა და დაიწანი ორ ნაწილად. დაიმაგრე ისინი თმის სამაგრით და დაიძინე.
3.დილიდან შენ დაგჭირდება გაიშალო ნაწნავები და დაიმუშავო თმა დამცავი სპრეით. 


ტექსტი: ფოტო: Getty Images