ქალური 50-იანი წლები
50-იანი წლების დიასახლისები ატარებდნენ ნათელ მაკიაჟს, ხაზს უსვამდნენ თვალებსაც და ტუჩებსაც. ფერების პალიტრა მაკიაჟისთვის ძალიან მდიდარი და უჩვეულო იყო თანამედროვე სტანდარტებით. ფერადი თვალის ჩრდილების გამოყენების შემთხვევაში, ქალბატონები მას მთელს ქუთუთოზე ისმევდნენ წარბებამდე, წამწამებს იხატავდნენ სქლად და ხაზს უსვამდნენ მათ იერს გრაფიკული ისრებით.
1. 50-იანი წლების მაკიაჟის განსაკუთრებული ნიშანი იყო თოვლივით თეთრი კანი, ამიტომ მსგავსი მაკიაჟის შესაქმნელად გამოიყენე მსუბუქი ტონალური ფუძე და თავი აარიდე ბრონზერებს.
2. 50-იანი წლების ისრები აგრძელებს თვალების ჭრილს და მზერას უფრო გამომხატველსა და ეფექტურს ხდის. ამიტომ, გაავლე გრძელი ისარი თვალის გასწვრივ და დაუხატე კუდი.
3. ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი - წითელი ტუჩები. პირველ რიგში, დახატე ფანქრით კონტური, შემდეგ კი დაიტანე ტუჩსაცხი ეფექტის გასაზრდელად. არ დახურო ტუჩები რამდენიმე წამი, სანამ ტუჩსაცხი არ გაშრება, რათა არ გაიდღაბნოს ის.
მოცემული იმიჯის შესაქმნელად საჭირო ყველა პროდუქტის ნახვა ბანერზე დაჭერით შეგიძლია.
გაბედული 60-იანი წლები
ამ ათწლეულის განმავლობაში გოგონები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ნათელ და გამომხატველ თვალებს. თხელი ისრები წამწამების ზედა ხაზის გასწვრივ და სქელი ფერის ქვედა წამწამები მაკიაჟის აუცილებელი ატრიბუტები იყო. ისინი ცდილობდნენ კანი რაც შეიძლება გლუვი ყოფილიყო და ამისთვის პუდრს იყენებდნენ. ტუჩებს კი იშვიათად ეხებოდნენ, ან ბუნებრივი ფორმით ტოვებდნენ ან მბზინავ ტუჩსაცხს ისმევდნენ.
1. დახაზე თხელი ისარი ზედა ქუთუთოზე, თანდათან გაიზარდეთ ხაზის სიგანე თვალის ცენტრიდან გარეთა კუთხისკენ - ეს გახდება მაკიაჟის საფუძველი.
2. შემოქმედებითი ელემენტების დაწყება. შენ უნდა შექმნა მსგავსი ხაზი, ქუთუთოს ნაკეცის გასწვრივ, კონტურული თხევადი ფანქრით. დაიწყე თვალის შიდა კუთხიდან, შექმენი რკალისებური ხაზი და ოდნავ გაცდი ქუთუთოს გარე კუთხეს. ეს უფრო ადვილია, ვიდრე ჟღერს - მაგრამ, მეტი სიფრთხილისთვის შეგიძლია ჯერ ჩვეულებრივი ფანქარით გაავლო ხაზი და შემდეგ ზედ დაიტანო მასზე თხევადი ფანქრის კონტური.
3. გაიფერადე წამწამები, განსაკუთრებით ქვედა ქუთუთოს გასწვრივ. არ შეგეშინდეს ზედმეტი ტუშის გამოყენების. და თუ შეამჩნევ, რომ წამწამები არც ისე სქელია შეგიძლია კონტურული ფანქრით დახატო ისე, როგორც ფოტოა ნაჩვენები - მსგავს მაკიაჟს ხშირად იკეთებდა ცნობილი ინგლისელი მოდელი ტვიგი(Twiggy).
მოცემული იმიჯის შესაქმნელად საჭირო ყველა პროდუქტის ნახვა ბანერზე დაჭერით შეგიძლია.
მკვეთრი 80-იანი წლები
მბრწყინავი, გიჟური ფერის კომბინაციები, პრიალა და კაშკაშა საფარი ტუჩებზე, თვალებზე, ლოყებზე - ეს ყველაფერი 80-იანი წლების იმიჯის ნაწილი. ეპოქის ერთ-ერთი ტენდენცია არის მონოქრომული მაკიაჟი, რომლის გამეორება საკმაოდ მარტივია.
1. შეარჩიე მკვეთრი თვალის ჩრდილები, წაისვი ზედა ქუთუთოზე, შეგიძლია წარბებამდეც კი. მთავარია კარგად აურიო მათი საზღვრები.
2. ქვედა ქუთუთოზე კი, გაუსვი ისარი კონტრასტული ფერის საშუალებით.
3. ყოველი ათწლეულის გამორჩეული მახასიათებელი წარბებია—80-იან წლებში ქალბატონები მათ მუქად იხატავდნენ და მათ მრუდ ფორმას აძლევდნენ.
მოცემული იმიჯის შესაქმნელად საჭირო ყველა პროდუქტის ნახვა ბანერზე დაჭერით შეგიძლია.