არომატები: 10 შეცდომა რომელიც არ უნდა დავუშვათ

თითქოს არაფერია იმაზე ადვილი, რომ კანზე საყვარელი არომატი დაიტანო, მაგრამ თუ მხედველობაში ყველა დეტალს მივიღებთ აღმოჩნდება, რომ არომატებით სწორად სარგებლობა ყველას არ შეუძლია. ჩვენ დაგეხმარებით როგორ ავიცილოთ თავიდან ყველაზე გავრცელებული შეცდომები.

1. არ ელოდო, რომ შენი არომატი არ შეიცვლება დღის მანძილზე 
თუ შენ ეს ესაა დაიტანე კანზე არომატი იგრძნობ ზედა ნოტებს, ხოლო მათ გარდა არომატს აქვს გულის ნოტები და ძირითადი ნოტები. თუ გინდა გაიგო თუ როგორი იქნება იგი დღის მანძილზე დაიტანე ის ტესტერზე და თვალყური ადევნე ცვლილებებს.

2. არ განსაჯო პირველი შთაბეჭდილებით
როდესაც სცდი ახალ არომატს, ადროვე 30 წმ, რის მანძილზეც ალკოჰოლი აორთქლდება და შენ იგრძნობ რეალურად როგორი სურნელი აქვს შენს კანს.

3. არ გაჯიუტდე 
თუ არ მოგწონს რომელიმე ნოტა ეს არაა მიზეზი შეიტანო ყველა არომატები შავ სიაში, რომლებსაც ის შეიცავს. ერთი არომატი შეიძლება შეიცავდეს 10-დან 200-მდე ინგრედიენტს და მათი დამოკიდებულება სპეციფიკურია ყოველი კონკრეტული პარფიუმისთვის. ასე რომ უფრო თამამად!

4. არ სცადო მეტდ ბევრი არომატი
არასოდეს არ სცადო სამ არომატზე მეტი დღის მანძილზე. ამ შემთხვევაში არ დაგავიწყდეს შეიყნოსო შუალედებში ყავის მარცვლები. ისინი ანეიტრალებენ და შეისუნთქავენ სურნელს. სხვა ხერხი გაახალისო სურნელი  – დალიო წყალი მას შემდეგ როგორც კი შეისუნთქავ მომდევნო პარფიუმს.

5. იყავი გახსნილი
გიყვარდეს სიახლე!  ეძებე სურნელი, რომელიც გახსნის შენს პიროვნებას იმის ნაცვლად, რომ აირჩიო ერთი და იგივე. ის რასაც შეჩვეული ხარ.

6. შეინახე არომატები სწორად
მზის სხივმა, სიცხემ ან სიცივემ შეიძლება დაარღვიოს არომატული ზეთების ბალანსი შენს არომატებში. ამისთვის შეინახე ისინი გრილ და მშრალ ადგილას მზის სხივებისგან მოშორებით. 

7. იცოდე სად შეიპკურო!
ითვლება, რომ არომატი უნდა დაიტანო იმ ადგილებში სადაც შენ გინდა რომ გკოცნიდნენ. სასაცილოა! მაგრამ ამაში არის სიმართლეც. არომატი აქტიურდება შენი სხეულის გახურებისას. ამიტომ თუ მას დაიტან იქ სადაც პულსი იგრძნობა (ე.ი. გადის მსხვილი სისხლძარღვები რომლებიც სითბოს წყაროა) იგი შეიგრძნობა უფრო დიდხანს. 

8. დაპკურების წესი
მაჯაზე სუნამოს დაპკურებას არ მოაქვს შედეგი. ამას გარდა შენ მხოლოდ აიძულებ ზედა ნოტებს უფრო სწრაფად "გაიფანტოს". 

9. არ გქონდეს იმედი რომ შენი მეგობრის საყვარელი არომატი შენს სხეულზე ისეთივე იქნება როგორც მისაზე.
სხეულის ქიმია  – მთავარი ძალაა, რომელიც გაუძლებს მუშაობას, ამიტომ ყველა ადამიანზე ერთი და იგივე არომატი სხვადასხვანაირად იქნება ერთადერთი საშუალება გაიგო როგორი იქნება ის  შენს სხეულზე  დაიტანე შენს კანზე. 

10. არ  ელოდო, რომ ის სამუდამოდ დარჩება შენთან
არომატები არაა შექმნილი იმისთვის რომ მთელი დღე იმუშაო. სპრეი სხეულისთვის იგრძნობა კანზე საათის განმავლობაში. ოდეკოლონი  –  სამი საათი. ტუალეტის წყალი (eau de toilette) – ოთხი, ხოლო პარფიუმერული წყალი (eau de parfum) – დაახლოებით ექვსი საათი. ყველაზე ხანგრძლივი არომატებია სუნამო (parfum), მათ შეიგრძნობ 16 საათის განმავლობაში .







ტექსტი: ფოტო: Getty Images, Kristine Wreyford

შეიძინე ახლავე

ანალოგიური სტატიები