მოცვი
მოცვი იზრდება ველურ პირობებში და მზად არის შესთავაზოს თავისი სასარგებლო თვისებები ყველას, ვინც პატარა კენკრის თითოეული მარცვლის შეგროვებისას მზად არის გამოიკვლიოს შვედეთის უსაზღვრო ტყეები — გვერწმუნე, მისი გემო და სარგებლობა ჯანმრთელობისთვის ამად ღირს! მოცვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უწყობს კანის დაცვას თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან, აგრეთვე მდიდარია ბუნებრივი შაქრით. კოსმეტიკის შემადგენლობაში შემავალი მოცვის ექსტრაქტი ღრმად ატენიანებს კანს, ასტიმულირებს მის განახლებას და ანიჭებს სიმკვრივეს.
ჩვენ გირჩევთ: სახის დამატენიანებელ შრატს ნებისმიერი ტიპის კანისთვის Optimals Hydra.
წითელი მოცვი
ტრადიციულ ფრიკადელებზე, გუფთაზე ზედ მოსხმული სოუსი და ტკბილი ჯემები — ეს არის კენკრა-სუპერსაკვები თითოეული შვედის ყოველდღიურ მენიუში. წითელი მოცვი მდიდარია პექტინით, A, C და E ვიტამინებით, ორგანული მჟავებით და მინერალური მარილებით. წითელი მოცვის ექსტრაქტი შესანიშნავად ატონიზირებს კანს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები.
ჩვენ გირჩევთ: კომპლექსურ მოვლას EcoBeauty.
ასკილი
შვედ ათლეტებს უყვართ ძალების აღდგენა ხანგრძლივი და მძიმე ვარჯიშის შემდეგ ასკილის ცივი ან თბილი ნაყენის დახმარებით. ასკილის თესლის ზეთი შეიცავს სხვადასხვა ცხიმოვანი მჟავების 15-ზე მეტ სახეობას, რომლებიც აძლიერებენ კანის ჰიდრო-ლიპიდურ მანტიას, ანიჭებენ მას სიმკვრივეს, სიგლუვეს და იცავენ გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან.
ჩვენ გირჩევთ: პიგმენტაციის საწინააღმდეგო ღამის კრემი Optimals Even Out.