როგორ დავიხსნათ კანი 4 საზაფხულო უსიამოვნებისგან

ბუნებაში ხანგრძლივი სეირნობა, ქვიშიან პლაჟებზე გარუჯვა და ზღვაში ბანაობა - როგორც კი მზე ამოვა, სახლიდან გავრბივართ. მაგრამ იცოდით, რომ ზაფხულმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს კანს? ამ სტატიაში განვიხილავთ ზაფხულის 4 გავრცელებულ კანის პრობლემას და როგორ მოვაგვაროთ თითოეული მათგანი.

ცხიმიანი კანი

ზაფხულის თვეებში გაზრდილი სიცხისა და ტენიანობის ერთობლიობამ შეიძლება გამოიწვიოს ცხიმოვანი ჯირკვლების უფრო აქტიური მუშაობა და მეტი სებუმის გამომუშავება. ამას მოჰყვება ის ფაქტი, რომ კანი ხდება ცხიმიანი - განსაკუთრებით სახეზე, სადაც ცხიმოვანი ჯირკვლები მეტია. იმისათვის, რომ თქვენი კანი ცხიმისგან არ ბზინავდეს, უბრალოდ მიჰყევი ჩვენს რჩევებს.

როგორ აიცილოთ თავიდან ცხიმიანი კანი: გაიწმინდე სახე დღეში ორჯერ, შემდეგ კი წაისვი მსუბუქი დამატენიანებელი კრემი. ჩვენ გირჩევთ სცადო მატონიზირებელი სახის გამწმენდი საშუალება ორგანული გარგრით და ფორთოხლით LOVE NATURE და დამატენიანებელი დღის კრემი კომბინირებული კანისთვის OPTIMALS HYDRA RADIANCE.

გამონაყარი

იცი თუ არა, რომ გამონაყარი ზაფხულში უფრო ხშირად ჩნდება? ეს ყველაფერი ტემპერატურის მატების გამოა! როცა გარეთ ცხელა, ოფლი ერევა ჭუჭყს და ცხიმს, რაც იწვევს ფორების დაცობას და გამონაყარის რაოდენობის გაზრდას.

როგორ აიცილოთ თავიდან გამონაყარი: შეარჩიე გამწმენდი საშუალება, რომელიც შეიცავს გამონაყართან ბრძოლის მთავარ ინგრედიენტს – სალიცილის მჟავას. იგი ღრმად გაწმენდს კანის ზედაპირს და დაცულ ფორებს, მოაცილებს მკვდარ უჯრედებს. მიკრობების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით, ის წერტილოვნად ზემოქმედებს არსებულ გამონაყარზე და ხელს უშლის ახლის გაჩენას. გირჩევთ სცადო: სახის დასაბანი საშუალება PURE SKIN და სახის ნიღაბი თიხით PURE SKIN..

 

მზის დამწვრობა

ალბათ უკვე ბევრჯერ გსმენია, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: გთხოვთ, გამოიყენო მზისგან დამცავი კრემი და განაახლე იგი მთელი დღის განმავლობაში! არ იცი, რამდენი კრემი უნდა წაისვა? სახისა და კისრისთვის არსებობს მინიშნება-წესი, რომელიც ნამდვილად უნდა ისწავლო. მოათავსე საჩვენებელი და შუა თითები ერთად და გამოწურე მათ შორის მზისგან დამცავი კრემის ზოლი მთელ სიგრძეზე. სხეულისთვის რეკომენდებულია 2 მილიგრამი მზისგან დამცავი კრემის გამოყენება კანის კვადრატულ სანტიმეტრზე (ვიზუალურად ორიენტაცია გააკეთე 1 ჭიქა ესპრესოზე). არ დაგავიწყდეს კრემის ხელახლა წასმა ყოველ 2 საათში!

როგორ აიცილოთ თავიდან მზის დამწვრობა: თუ გსურს დაიცვა კანი მზის დამწვრობისგან, პიგმენტაციის დარღვევისა და კოლაგენის დაშლისგან, გამოიყენე მზისგან დამცავი კრემი SPF 30-ით ან მეტით. გარდა ამისა, დარწმუნდი, რომ შენი მზისგან დამცავი კრემი ბლოკავს ორივე სპექტრის სხივებს  - UVA და UVB სხივებს - მაქსიმალური დაცვისთვის. გირჩევთ სცადო: სახის და ტანის მზისგან დამცავი კრემი მგრძნობიარე კანისთვის ORIFLAME SUN 360 SPF 50+-ით და სახის და ტანის მზისგან დამცავი სპრეი ORIFLAME SUN 360 SPF 50-ით.

მშრალი და გაღიზიანებული კანი

როდესაც დიდ დროს ატარებ მზეზე, ბანაობ ზღვის წყალში და სრული სიმძლავრით რთავ კონდიციონერს, შენი კანი შეიძლება მშრალი და გაღიზიანებული გახდეს.

როგორ აიცილოთ თავიდან კანის სიმშრალე და გაღიზიანება: გამოიყენე რბილი შხაპის გელი და დაიტენიანე კანი შხაპის მიღებისთანავე. გირჩევთ სცადო: შხაპის გამწმენდი საშუალება BEAUTANICALS და ტანის მკვებავი ლოსიონი BEAUTANICALS.