სიმართლე თუ მითი 1: კანის დაბერება 80%-ით განპირიბებულია გენეტიკაზე
ეს სიმართლეა! რა თქმა უნდა, გარკვეული მახასიათებლები გენეტიკური მემკვიდრეობით გადმოგვეცემა, მაგრამ კანის დაბერება 80%-ით დამოკიდებულია ცხოვრების სტილზე და გარემოს ზემოქმედებაზე (ულტრაიისფერი გამოსხივება, დაბინძურება ან მოწევა).
რა გავაკეთოთ? ლამაზი და ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად გამოიყენე კანის კომპლექსური მოვლის საშუალებები დილით და საღამოს, მიუხედავად ასაკის, ამინდის, წელიწადის დროს ან სხვა ნებისმიერი ფაქტორისა.
სიმართლე თუ მითი 2: წყლის უხვად სმა საკმარისია კანის დატენიანებისათვის
ეს მითია! რა თქმა უნდა, წყლის საკმარისი რაოდენობით დალევა სასარგებლოა ჯანმრთელობისა და გუნება-განყობისთვის, მაგრამ, თუ შენს კანს დამატებითი დატენიანება ესაჭიროება, შეიძინე კრემი ან შრატი. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კანზე შეიმჩნევა კოლოსალური განსხვავება წყლის დალევამდე და დალევის შემდეგ, ეს არის ორგანიზმის გაუწყლოება.
რა გავაკეთოთ?
ბალანსის შესანარჩუნებლად გამოიყენე შრატი, კრემი დილით და საღამოს და დალიე დიდი რაოდენობით წყალი.
სიმართლე თუ მითი 3: გაფართოებული ფორების შემცირება შესაძლებელია
ეს მითია! არსებობს ფორების გაფართოების სამი მიზეზი: გენეტიკა, დაბერება და დარღვევები ქონის ჯირკვლების მუშაობაში. სებუმის, გარქოვანებული უჯრედების და ჭუჭყის სიჭარბე აცობს და ჭიმავს ფორებს. ამას ემატება დროის ფაქტორი: კანი კარგავს სიმკვრივეს, ელასტიურობას და ეშვება, რის გამოც ფორები უფრო დიდი ჩანს.
როგორ მოვიქცეთ?
კანის ღრმა წმენდა და სკრაბირება დაგეხმარება დაგროვილი ჭუჭყის, გარქოვანებული უჯრედების და სებუმის მოცილებაში. ასე რომ, გამოიყენე შენი კანის ტიპისთვის შესაფერისი გამწმენდი საშუალება და მატონიზირებელი საშუალება, რათა დროულად აიცილო ყოველივე ზედმეტი.
სიმართლე თუ მითი 4: კანის ანტიასაკობრივ მოვლაში ასაკს მნიშვნელობა არ აქვს
ეს სიმართლეა! თითოეული ადამიანის კანი უნიკალურია. დაბერების ნიშნები სხვადასხვა დროს იჩენს თავს და განპირობებულია ფაქტორების ერთობლიობით: გენეტიკიდან და გარემოს ზემოქმედებიდან დაწყებული ცხოვრების სტილით დამთავრებული. ამიტომ ასაკი შეიძლება ათვლის წერტილის სახით გამოიყენოთ, მაგრამ კანის ანტიასაკობრივი მოვლა შეარჩიოთ დაბერების ნიშნებზე დაყრდნობით: ღრმა ნაოჭები, პიგმენტაცია, სახის კონტურების სიმკვრივის დაკარგვა, მიმიკური ნაოჭები, კანის უფერულება და გაფართოებული ფორები.
სიმართლე თუ მითი 5: დამატენიანებელი საშუალებები და ზეთები მავნებელია ცხიმიანი კანისთვის
ეს მითია! ნებისმიერი ტიპის კანი მოითხოვს დატენიანებას, რადგან ცხიმიანი კანიც შეიძლება იმყოფებოდეს გაუწყლოების მდგომარეობაში ქონის ჯირკვლების მუშაობაში არსებული დისბალანსის გამო.
რა გავაკეთოთ?
შეარჩიე კანის მოვლა ისე, რომ აღმოფხვრა დისბალანსი და უზრუნველყო კანის დატენიანება. ყურადღება მიაქციე დამატენიანებელი საშუალებების ტექსტურას. შედარებით მსუბუქი საშუალებები უხდება ცხიმიან კანს, მკვრივი და გაჯერებული — მშრალი და ნორმალური ტიპის კანს და აგრეთვე, ღამის მოვლას. ნუ შეგეშინდება გამოიყენო ზეთი: როგორც კაფსულებში, ისე სხვა ფორმით არა კაფსულებში. კანი რომ არ "აგიჯანყდეს", გახსოვდეს საშუალებების მოცულობა რომელსაც იყენებ. მაგალითად, კისრის, სახის და დეკოლტეს ზონაზე წასასმელად დაგჭირდება სულ მცირე რაოდენობის ზეთი (ორი ჩამიჩის ოდენა).