ფერთა ამოფრქვევა: ვირჩევთ ტუჩსაცხს გაზაფხულისთვის

გსურთ ახალი იმიჯის მოსინჯვა, განწყობის ხაზგასმა ან თავდაჯერებულობის მომატება? შთაგაგონოთ ჩვენი სტოკჰოლმელი კოლეგების მაგალითმა და გაიგეთ, ახალი ტუჩსაცხის The ONE Colour Obsession როგორ ფერებს ირჩევს შვიდი ქალიშვილი.

მაია: მე ცოტათი მეუხერხულება მუქი ფერის ტუჩსაცხის წასმა, მაგრამ, როდესაც საქმე ნაზ ფერებს ეხება – აქ ყველაფერი ვიცი. ძალიან მიყვარს ღია ტონები, მაგალითად, «ვანილის ცა». ისინი ანიჭებენ ტუჩებს მსუბუქ ტონს, უზრუნველყოფენ დატენიანების ეფექტს და მოვლილ შესახედაობას. სწორედ ის არის, რაც საჭიროა!

კლარა: ყოველთვის მეგონა, რომ ტუჩსაცხი – ჩემთვის არ არის. აღმოჩნდა – უბრალოდ საჭიროა მოსინჯვა! მე მოვსინჯე ტუჩსაცხის The ONE Colour Obsession ყველა ცხრა ფერი და შევჩერდი «ამაღელვებელ ტიტაზე»კაშკაშა ფერი უხდება ჩემს ღია ფერის კანსა და თმას.

 

ელენა: ფერი «ალუბლის ბაღი» ტუჩსაცხი ადვილად დაიტანება, ატენიანებს ტუჩებს და მანიჭებს კომფორტულ შეგრძნებას. მაგრამ სულ არ ველოდი, რომ მკვეთრი მაკიაჟი ასეთ ყურადღებას შეიტანდა ჩემს ცხოვრებაში. შესანიშნავად ვგრძნობ თავს! 

ეველინა: ტუჩსაცხის «ველური ვარდი» ნაზი და ამავდროულად კაშკაშა ფერი საოცარ მოცულობას ანიჭებს ჩემს ტუჩებს, ადვილად დაიტანება და უფრო თავდაჯერებულს მხდის. აგრეთვე ეს იდეალური ტონია, თუ გსურთ ფოკუსი მოახდინოთ თვალების მაკიაჟზე.

რებეკა: მე მომწონს სხვადასხვა მუქი ფერების მოსინჯვა. და «მწიფე ბროწეული» იდეალურია ჩემთვის! პირველი ფენა ანიჭებს ტუჩებს მდიდრულ ფერს, ატენიანებს მათ და გლუვს ხდის. ასეთი მაკიაჟი კარგად გამოიყურება როგორც დღის სინათლეზე, ასევე საღამოს. მაგრამ, თუ მე მინდა განსაკუთრებით მდიდრულად გამოვიყურებოდე და უფრო თავდაჯერებული ვიყო, მე მეორე ფენას ვისვამ. მიფრთხილდით! 

ანნა: მარჯნისფერი ტონები ყველაზე მეტად მიხდება. მაგალითად, «მარწყვის მდელო» ტუჩებზე გამოიყურება როგორც კაშკაშა ბზინვა. უფრო მეტი ფერი გსურთ? დაუმატეთ რამოდენიმე ფენა და ისიამოვნეთ მიღებული ეფექტით. სხვათა შორის, ტუჩსაცხი დიდ ხანს ძლებს ტუჩებზე და გმატებს კომფორტის შეგრძნებას.

კაროლინა: ვის არ უყვარს ვარდისფერი ტონი? მე ათობით ვარდისფერი ტუჩსაცხი მაქვს, მაგრამ ჩემი ფავორიტია – The ONE Colour Obsession. ის არ იდღაბნება ტუჩებზე, უზრუნველყოფს თანაბარ ღრმა ფერს და მდიდრულად გამოიყურება. აირჩიეთ ტონი «ვარდისფერი პანტერა», თუ თქვენ ვარდისფერი ტონების მოყვარულთა ჯგუფში ხართ. 

ტექსტი: ფოტო: Oriflame