ტატიანა რიბაკოვა: "ვალამაზებ ადამიანებს"

ტოპ-ბლოგერმა ტანია რიბაკოვამ მონაწილეობა მიიღო ორიფლეიმის ახალ სარეკლამო რგოლში «სილამაზე, როგორც ცხოვრების წესი». ჩვენ ვისაუბრეთ მასთან ჰარმონიაზე, იმაზე თუ როგორ გავხდეთ ბლოგერი და რატომ არაა საჭირო მივსდიოთ «იდეალურ» წონას.

თქვენ ცოტა ხნის წინ გადაგიღეს სარეკლამო რგოლში «სილამაზე, როგორც ცხოვრების წესი» და მინდა დაგისვათ კითხვა, რომელსაც დასაწყისში მსახიობი ეკატერინე გუსევა გისვავთ. რა არის სილამაზე თქვენთვის?
ჩემთვის სილამაზე შინაგანი და გარეგანი სილამაზის ბალანსია. ლამაზი გოგონა ეს ისაა, რომელიც არა მარტო საკუთარ გარეგნობაშია დარწმუნებული, არამედ ასევე საკუთარ შინაგან მდგომარეობაშიც.

თქვენ შეძელით სრულად შეგეცვალათ საკუთარი ცხოვრება და გარეგნობა. როგორ მოხდა ეს. რა იყო მოტივი თქვენთვის? 
ბავშვობიდან მსუქანი ვიყავი და პრინციპში, სრულიად მაკმაყოფილებდა საკუთარი თავი. მაგრამ დროსთან ერთად საზოგადოებამ დაიწყო სხვადასხვა იარლიყების მოწებება და საჭმელი ჩემთვის გადაიქცა ასე ვთქვათ მაშველად. როდესაც ჩემმა წონამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია — 100 კგ-მდე ვიწონიდი – მე გამიჭირდა არა მარტო მორალურად, არამედ ფიზიკურადაც. რთულია შეარჩიო ტანსაცმელი, რთულია თავი კომფორტულად იგრძნო, ამიტომ ნაკლებად ვიღიმებოდი. საქმე არა მარტო გარეგნობაში იყო. მე უინტერესო, ნაკლებად მეგობრული და ნაკლებად პოზიტიური გავხდი. მაგრამ გავხდი ისე, რომ ეს არ ჩამითვლია გმირობად – ეხლაც არ მგონია ასე. მე ეს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის გავაკეთე რათა თავიდან ჰარმონიაში მეცხოვრა ჩემს შიდა და გარე სამყაროსთან ერთად. როდესაც შენ საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო ხარ ძალიან ძნელია ჰარმონიაში იყო საკუთარ თავთან.

რა მოხდა შემდეგ?როდის მიხვდით, რომ შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვა ადამიანებს?
ჩემი ისტორია ერთ-ერთ ბლოგზე მოვყევი, სადაც ძალიან პოპულარული გავხდი. დაიწყეს შეკითხვების დასმა. მოუნდათ ჩემთან ურთიერთობა და მაშინ მივხვდი, რომ შემიძლია ვიყო სასარგებლო. მე დავიწყე დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა. შემდეგ შევიტყვე, თუ როგორ მუშაობს youtube-ი, შემდეგ გაჩნდა Instagrami-ი – მე ვუზიარებდი ჩემს ისტორიას და რჩევებს ხალხს. ეს პოპულარობა იქამდე მივიდა, რომ რეკლამაში გადასაღებად მომიწვიეს.

როგორ ჩამოაყალიბებდით თქვენს მისიას ორი სიტყვით?
მე "ვალამაზებ" ადამინებს. ეს ჩემი საქმიანობაა: ყველაფერი რასაც მე ვაკეთებ – ჩემი პროექტები ინტერნეტში, ვიდეო, პირადი ურთიერთობები დაკავშირებულია იმასთან, რომ მე ვეხმარები ადამიანებს უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი საკუთარ სხეულში და იყვნენ საკუთარი სხეულით კმაყოფილნი.

როგორ გადის ტოპ-ბლოგერ ტანია რიბაკოვას ერთი ტიპიური დღე?
ვიღვიძებ, ვაპურებ ჩემს ცხოველებს, შემდეგ ვსაუზმობ. ვაკეთებ პუბლიკაციებს სოციალურ ქსელებში და ვგეგმავ ჩემს სიას. ჩემი ფიტნეს დარბაზი 15 წუთშია სახლიდან, ამიტომ შემიძლია სადილის დროს იქ შესვლა. მე რეგულარულად ვჭამ, დღეში რამდენჯერმე. ჩემი სამუშაოს დიდი ნაწილი დიზაინერებისთვის დავალების მიცემიდან, ადამიანებთან მუშაობით კომპიუტერთან ხდება. საკმაოდ ხშირად ვმონაწილეობ სხვადასხვა შეხვედრებსა და ღონისძიებებში. როგორც ხედავთ, ეს ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. უბრალოდ ოფისის ნაცვლად მე სასტუმრო ოთახი მაქვს.

ვის შეუძლია გახდეს ბლოგერი და რა არის ამისთვის საჭირო?
ადრე იმისთვის, რომ მოგვეპოვებინ პოპულარობა უნდა მოვხვდერილიყავით გაზეთში ან ტელევიზიაში, ხოლო ინტერნეტმა მომცა საშუალება ყველა ადამიანს გავსაუბრებოდი. თუ ადამიანმა იცის რა ილაპარაკოს, ეუძლია ამის კეთება არის ქარიზმატული, არის ნიჭიერი სხვადასხვა სფეროში, ფოტოს გადაღების ცოდნიდან ადამინების დახმარებამდე, როგორც ამას ფსიქოლოგები აკეთებენ, რატომ არ უნდა გამოიყენო ეს?

 

 

მოვლა, კვება და ფიტნესი – როგორ ერწყმის ეს სამი ელემენტი შენს ცხოვრებას?
ზუსტად ამან გამოიწვია ჩემი ინტერესი ორიფლეიმის კონც ეფციისადმი: სწორი კვება, ცხოვრების ჯანსაღი წესი და კომპლექსური მოვლა. მე უკვე მრავალი წელია ამაზე ვსაუბრობ: არ არის სუპერ პროდუქტი, რომელიც გახდომაში დაგეხმარება, არ არის სუპერ ვარჯიში, რომელიც დაგეხმარება შენი მუცელი ბრტყელი გახდეს და არაა ერთი უნივერსალური კრემი, რომელიც ყველა პრობლემას გადაწყვეტს. ყველაფერი კომპლექსურად უნდა იყოს. 

რომელ შეცდომებს უშვებენ ადამიანები ყველაზე ხშირად, რომლებსაც სურთ მიიღონ შედეგი ფიტნესით ან თავის მოვლით?
მრავალი გოგონა ეძებს იდეალურ წონას, როცა აბსოლუტურად არ ესმის, რომ იდეალურ ფორმას და ციფრებს სასწორზე არ აქვს პირდაპირი თანაფარდობა (კორელაცია). მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გამოიყურებით სარკეში, ასევე კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილის თანაფარდობას. თუ კიდეც ოცნებობს დაინახოს 55 კგ სასწორზე იმის იმედად, რომ ის შესანიშნავ ფორმაში იქნება, რეალურად თუ მას მოშვებული სხეული აქვს, მნიშვნელობა არ აქვს 55 კგ იქნება თუ 50კგ – ეს ულამაზო იქნება.

ისევ ჰარმონია?
დიახ, ჰარმონია, რომელიც უნდა ეძებო არა აბსტრაქტულ ციფრებში, არამედ იმაში, თუ როგორ გრძნობ თავს, როგორ მუშაობს შენი ორგანიზმი, ჯანმრთელი ხარ თუ არა, კარგად გძინავს თუ არა. როდესაც შენ ამ ჰარმონიას მიაღწევ უფრო მარტივი იქნება საკუთარ თავზე მუშაობა: გამოასწორო გარეგნული ნაკლი და არასრულყოფილება. ვინაიდან უცნაურია იმედი იქონიო, რომ კრემი დაგეხმარება კარგად გამოიყურებოდე, თუ შენ მუდამ გამოუძინებელი ხარ და ცუდად იკვებები და ამასთან ერთად უცნაურია გქონდეს იმედი, რომ შენ მრგვალი დუნდულები გექნება თუ არ დადიხარ სპორტ დარბაზში და უბრალოდ ზიხარ დიეტებზე.

ტექსტი: ფოტო: Oriflame