შენ ხარ — ბრენდი: როგორ გააუმჯობესოთ თქვენი სილამაზის ბლოგი?

კვალიფიციური კადრები და პუბლიკაციები მკაცრი გეგმის მიხედვით — მილიონობით მოწონების და მსოფლიო დიდების ტოლი არ არის. მიკრობგლოგერებს უფრო ენდობიან, ვიდრე ვარსკვლავ-მილიონერებს. შეუერთდით ტრენდს და დაიწყეთ პერსონალური ბრენდის მშენებლობა, რომელიც გაზრდის თქვენს შემოსავალს!

 

ჯერ კიდევ ათი წლის წინ, სუნთქვის შეკვრით ვფურცლავდით ჟურნალებს იმის გასარკვევად, თუ რომელ სუნამოს ირჩევს საყვარელი მსახიობი ახალ სეზონში. დღეს, ასობით ათასი ადამიანის აზრზე და შეხედულებაზე გავლენას ახდენენ ისეთივე ადამიანები, როგორებიც  ხართ თქვენ და მე — ერთადერთი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მათ შეძლეს სოციალურ ქსელებში პირადი ბრენდის დაწინაურება და ერთგული აუდიტორიისგან მთელი გაერთიანების შექმნა.

თქვენც შეგიძლიათ ამის გაკეთება! ისაუბრეთ თქვენს საყვარელ კოსმეტიკურ საშუალებებზე, გააზიარეთ ლაივჰაკები, გამოამჟღავნეთ თქვენი ბუნების სხვადასხვა მხარე — და გაზარდეთ ბიზნესის შემოსავალი ნდობის გაზრდის გზით. არ არის აუცილებელი, რომ გყავდეთ ათასობით ხელმომწერი, გადაიღოთ პროფესიული ფოტოები და ერკვეოდეთ კოსმეტიკის შემადგენლობაში ისე, როგორც ალენ მავონი. ჩვენ ვიცით, საიდან უნდა დავიწყოთ!

1. შეისწავლე მატერიალური ნაწილი
დაათვალიერეთ სილამაზის ტოპ-ბლოგერების გვერდები და ამოიწერეთ ნებისმიერი დეტალები, რომლებიც ყურადღებას მიიპყრობს. პროდუქტების საინტერესო განლაგებები, იუმორი, სიტუაციები ოსტორიებისთვის (Stories-სთვის), რუბრიკები, ჰეშთეგები: რაც უფრო «მაგარ» იდეებს შეაგროვებთ, მით უკეთესი. 

2. …და მაშინვე დაივიწყე!
დროა შექმნათ თქვენი პირადი, ცნობადი სტილი. ყურადღება მიაქციეთ: პოპულარულ ბლოგერს ყოველთვის აქვს ამპლუა ან დამახასიათებელი ნიშანი. ერთმა იცის ყველაფერი კანის მოვლის შესახებ, მეორე ერთი-ორი გასმით ხატავს თვალის მაკიაჟის ისრებს პოდიუმისთვის, ხოლო მესამეს ყველაზე მხიარული ისტორიები (Stories) აქვს. რა არის თქვენი ძლიერი მხარე, როგორი ასოციაციების გამოწვევა გსურთ?

3. შეადგინე გეგმა
თავიდან ძნელი იქნება შეტყობინებების რეგულარულად განთავსება. დაიწყეთ ძირითადი დაგეგმვით: განათავსეთ შეტყობინებები კვირის დღეების მიხედვით, დაამატეთ სავარაუდო თემები. ასეთი გზით თქვენ შესძლებთ თავიდან აიცილოთ დიდი დაშორება გამოქვეყნებებს შორის  ან, პირიქით, თავი აარიდოთ მეტისმეტად ხშირ პუბლიკაციებს.

4. უბრალოდ დაიწყე
«საინტერესოდ წერა არ შემიძლია»
«გავივლი ფოტოების დამუშავების კურსებს და აი, მაშინ...»
ნუ დააყოვნებთ და უბრალოდ დაიწყეთ დღესვე! პირველი წარმატებები აღძრავს აზარტს, აღგავსებთ ჟინით და აღტკინებით, გაგიტაცებთ და მოტივაციას გაზრდის. ზრუნავთ თქვენს კანზე ყოველ დილით? უბრალოდ დააყენეთ კამერა სელფის რეჟიმში, ჩაწერეთ თქვენი ყოველდღიური რუტინა და ატვირთეთ ვიდეო IGTV–ზე. დღეს სახეზე ტონის დადება იდეალურად გამოგივიდათ? გადაიღეთ ფოტო და გაუზიარეთ მეგობრებს მაკიაჟის ლაივჰაკი სოციალური ქსელების მეშვეობით. ახალი შეკვეთა ჩამოვიდა? გახსენით შეფუთვა და იკითხეთ, რით გაანებივრეს თქვენმა ხელმომწერებმა საკუთარი თავი ბოლო დღეებში. ეს უფრო ადვილია, ვიდრე გეჩვენებათ. ყურადღება მიაქციეთ, როგორი პოსტები და სიუჟეტები მოსწონს თქვენს აუდიტორიას, რომელ თემებზე და რა დროს არის ყველაზე მეტი მოწონება, კომენტარები და რეაქციები. გამოიყენეთ შინაარსის დაგეგმვისთვის!

5. ჩაერთე მოძრაობაში #მეგირჩევ
და მიიღე შესაძლებლობა გახდე საუცხოო პრიზის მფლობელი.
მიიღე გამოწვევა შენი წამწამებისთვის ახალი წამწამების ტუშით The ONE Tremendous, შემოუერთი აქციას #მეგირჩევ და მიიღე ბიუთი ბოქსი ჩვენი პროდუქციით. დეტალები იხ. ჩვენს საიტზე www.oriflame.ge

 

 

ტექსტი: ფოტო: Oriflame