ჩვენი ცხოვრების 80% განმეორებითი ქმედებებისგან შედგება, რომელიც გარკვეული შედეგის მისაღწევადაა საჭირო. ჩვენ დავდივართ სპორტულ დარბაზში, რათა შევიქმნათ სეზონისთვის «საზღვაო სხეული», ვიყენებთ კოსმეტიკას ნაოჭების შესანიღბად, და დავდივართ სამოგზაუროდ იმისთვის, რომ განვათავსოთ ფოტოები სოც ქსელებში. როდესაც შედეგისთვის ვიბრძვით, გვავიწყდება, რომ ყველაზე მარტივი საგნები და ქმედებებიც გვანიჭებს სიამოვნებას.
ნაზი ტექსტურები აღვიძებს გრძნობებს.
არომატებს გადავყავართ ჯადოსნურ სამყაროში.
ფერთა თამაში ბადებს ემოციებს.
და ტუჩსაცხის გახსნის ხმამ შესაძლოა რაიმე მელოდია მოგაგონოს.
ამ ზაფხულს ორიფლეიმი შეავსებს შენს ცხოვრებას ნათელი შთაბეჭდილებებით და დაგეხმარება შეიგრძნო სილამაზე მთელი თავისი გამოხატულებით. შენ მიხვდები, რომ სილამაზის მხოლოდ დანახვა კი არა, მასთან შეხება, მოსმენა, შეგრძნება და დაგემოვნებაც კი შესაძლებელია. ჩვენთვის ზაფხული ჰგავს ოცნებათა კოლაჟს, რომელიც აერთიანებს ნათელ წუთებს, რომელზეც ჩვენ ვოცნებობთ და გვახსოვს. დატკბი ყოველი ასეთი წუთით და შეიგრძენი სილამაზე მთელი თავისი სიდიადით.
შეიგრძენი სილამაზე
დახვეწილი ტექსტურები, ჰაეროვანი ქაფი და დახვეწილი არომატები შეგიქმნის ზღვის სანაპიროზე სეირნობის შეგრძნებას. ძალიან ცოტაა საჭირო იმისთვის, რომ შეიგრძნო ნაზი ქარი და მზის სხივების ალერსი კანზე.