უფლება იყო ბედნიერი

8 მარტის მოლოდინში საზოგადოებრივი მოღვაწე და მეწარმე ალიონა პოპოვა შეგვახსენებს, რომ ზუსტად ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს და თვალს გვიხელს იმ წინააღმდეგობებზე, რომლებიც ხელს გვიშლის ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე.

— რას ნიშნავს თქვენთვის 8 მარტის დღესასწაული?
— ეს გენდერული თანამშრომლობის, დამოუკიდებლობის, თვითკმაყოფილების ზეიმია. ქალს აქვს უფლება იყოს საკუთარი თავით ბედნიერი, ისეთი როგორიც არის. ამისათვის მას არ სჭირდება მეუღლის ძიება, ბავშვების გაჩენა და ხელახლა გათხოვება თუ მას უკვე ჰყავს ბავშვი და გაშორდა. მე ეს ძალიან მომწონს. არ უნდა იყოს განსხვავება მამაკაცის და ქალის საქმეებს შორის არსებობს ასეთი შაბლონი, რომ მამაკაცმა უნდა იშოვოს ფული და თუ არ შოულობს ის უკვე კაცი არ არის. ეს ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა თუ მამაკაცი უბრალოდ წევს დივანზე არაა საჭირო მის გარშემო პეპელასავით ფრენა და მისი სურვილების შესრულება, მაგრამ მასზე  ზეწოლა-წადი და ფული გამოიმუშავე! — არც ესაა მართალი.

— რა ვუყოთ იმ მოთხოვნებს, რომელსაც საზოგადოება აკისრებს ქალებს?
— 
ამ ვალდებულებებს ჩვენ არავინ მოგვაცილებს საკუთარი თავის გარდა. თუ ქალი ეწევა აქტიურ ცხოვრებას სხვა ქალები ამბობენ: ის ალბათ არაა გათხოვილი. ჩვენს საზოგადოებაში ქალიშვილის ასაკი 25დან 35 წლამდე  —  ყველაზე აქტიური და ბრწყინვალე ასაკია. თუ ქალმა არ იმშობიარა 25 წლამდე —  ეძახიან გვიან მშობიარეს. თუ ქალი იყვანს ბავშვს, მას ყოველთვის ეკითხებიან, რატომ არ გყავს საკუთარი შვილები. მრავალი თვის მანძილზე დგანან ხელოვნური განაყოფიერების რიგში, იღებენ ჰორმონებს. თუ შენ არ შეგიძლია თავად გაჩენა რატომ უნდა ჩათვალო საკუთარი თავი არასრულფასოვნად? რატომ გვაგონებენ, რომ ბავშვები ბავშვთა სახლიდან გაიზრდებიან მკვლელები? ჩვენ თავად უნდა შევცვალოთ ეს მიდგომა.

— რატომაა თქვენი აზრით ჩვენს ქვეყანაში სიტყვა «ფემინიზმი» თითქმის საგინებელი სიტყვა?
— ეს ასოცირდება, რომ თუ შენ იბრძოლებ საკუთარი უფლებებისთვის, მაშინ შენგან მამაკაცები გაიქცევიან. ამერიკაშიც კი არის ასეთი რამ. მაგალითად მერილ სტრიპმა საზოგადოდ განაცხადა რომ ის ფემინისტია,რომ ის გამოდის ქალთა უფლებების დასაცავად. ჩვენ ქვეყანაში ფემინიზმის დიდი ტრადიციებია. საჭოთა კავშირმა გაათანაბრა ქალი მამაკაცთან. საბჭოთა კავშირმა სხვა ქვეყნებზე ადრე ქალს მისცა ხმის უფლება, მან შემოიღო კვოტა — არა უმცირეს ქალების 30%-ისა უნდა ყოფილიყო საბჭოში. ბევრი მკვლევარი თვლის, რომ თუ პოლიტიკა გენდერული თანასწორობასთან კავშირში იქნებოდა არც ასე მძაფრად გაგრძელდებოდა კრიზისი. მაგრამ თუ ვიკითხავ თუ ვინ გახსოვთ საბჭოთა ქალი მინისტრებიდან თქვენ დაასახელებთ ფურცევას, რადგან სხვა არავინ იყო. 

— ეს ისაა, რასაც ეძახიან «შუშის ჭერს».
— დიახ, ჩვენ მივდიოდით გენდერული თანასწორობისკენ ფართო ნაბიჯებით, ჯერ მივაღწიეთ და მერე უკან დავბრუნდით. რატომ მოხდა ასე. გენდერული შაბლონების გამო: უნდა იყოს სრულფასოვანი ოჯახი, აუცილებელია ბავშვი, უკეთესი ორი-სამი. ამასთან ერთად ძალიან მშვიდი მიღება იმისი, რომ მამაკაცებს უნდა ჰყავდეთ ოფიციალური საყვარელი და მეორე ოჯახი. ამას გვასწავლიან ჩვენი ბებიები, ამას გვასწავლის რეკლამა და ტელევიზორი. ოჯახი-კარგია. მაგრამ გვითხარით, როგორ აპირებთ იმ არქაული ოჯახის რეალიზებას, რომელსაც ჩვენ თავს გვახვევენ. სტატისტიკით ეს შეუძლებელია: 66 მლნ მამაკაცი 78 მლნ.მარტოხელა ქალი —  ეს როგორც ქალაქი მოსკოვი სავსეა ქალებით და რას ჩაგვინერგავენ, რომ ჩვენი ცხოვრება — უბედურებაა? და როგორ ასე უცებ. 

— სადაა გამოსავალი?
— უნდა ვაჩვენოთ ბედნიერი ქალის სახე და შედეგად «ფემინიზმი» აღარ იქნება სალანძღავი სიტყვა. საკუთარი თავის გარდა ვერავინ გაგაბედნიერებთ, რადგან არავინ იცის რა გინდა შენ. უნდა   განვითარდეთ და არ ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი ცუდია, ცუდი სამსახური მაქვს, ცუდი დედა ვარ ამიტომ უნდა ვიპოვო ქმარი და ყველაფერი დალაგდება. არ გყოფნის დრო — შეხედე შენს გრაფიკს და დაინახავ, რომ უამრავი დრო გაქვს, რომელიც უაზროდ იხარჯება. გიჭირდათ ურთიერთგაგება საკუთარ შვილთან — მოიგონე საქმიანობა რომლითაც ორივე ინტერესით დაკავდებით. უკმაყოფილო ხართ ურთიერთობებით ჩაეწერეთ ჯგუფებში, წადი მიიღე მეორე უმაღლესი განათლება. არ მოგწონს სამსახური — გათავისუფლდი და შექმენი შენთვის სამსახური. ეხლა მრავალი საშუალებებია. არსებობს ინტერნეტი. ბევრი დისტანციური პროექტები.

 

 

"საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა განიჭებდეს სიამოვნებას"

— როგორ აისახება ეკონომიური კრიზისი მშრომელ ქალებზე?
—კრიზისის დროს იზრდება ზოგიერთი სექტორის მოთხოვნილება. სადაც ტრადიციულად ქალები მუშაობენ: მაგალითად ბუღალტერია. 80% ყველა ბუღალტრისა  — ქალებია, კრიზისის დროს იზრდება გაკოტრების რაოდენობა, საგადასახადო შემოწმებისა, ამიტომ რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა გყავდეს გარეშე აუდიტი. მე მჯერა ქალების მეწარმეობის და ვთვლი რომ ეს გამოსავალია. კრიზისისას შენ შეგიძლია იშოვო ადგილი ბიუჯეტურ ან კერძო სამსახურში ,როდესაც ეკონომიკაში ასეთი გარღვევაა პირვალად ამცირებენ არა სამხედრო ბიუჯეტს არამედ განათლებას, ჯანდაცვას, სოციალურ და საპენსიო სფეროს, როდესაც ბიუჯეტის სტადიები რომლებიც ეხლა გაყინულია ან შემცირებული, ეყრდნობი გენდერულ სტატისტიკას და ხედავ რომ ძირითად მასაში ამ შემთხვევაში ქალები ხვდებიან. ამიტომ გინდა ან არ გინდა მოგიწევს დაკავდე მეწარმეობით?

 

— რატომ ითვლება ჩვენთან, რომ ფემინისტი არ უნდა იყოს ლამაზი და არ უნდა უვლიდეს თავს?
არასწორია ჩათვალო, რომ რადგან ქალი გამოდის ქალთა უფლებების დამცველად ამიტომ უნდა შეამცირო შენი სურვილები, შეგრცხვეს მათი, შენ არ ხარ ვალდებული ყოველდღე რთული ვარცხნილობა გაიკეთო, დაიტანო ტონა მაკიაჟი, გაიზარდო მკერდი ათ ზომამდე, მაგრამ მანიკიური, ჯანსაღი კანი და თმები — ეს უბრალოდ ეტიკეტის ნორმაა. მე ბევრჯერ ვიყავი შვეციაში, ნორვეგიაში —იქ დაკანონებულია გენდერული თანაფარდობა, ძალიან მაღალია ცხოვრების დონე და კულტივირებულია მოვლილი ადამიანი. საკუთარ თავზე ზრუნვა არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც რაღაც ხელოვნური. მთავარია — განიჭებს თუ არა ეს სიამოვნებას. მე —მანიჭებს.


— ეკონომიკურ მეცნიერებაში არსებობს ასეთი მცნება — lipstick index, «ტუჩის საცხის ინდექსი». ითვლება რომ კრიზისის დროს იზრდება კოსმეტიკის გაყიდვები. როგორ ფიქრობთ რატომ და მუშაობს თუ არა ეს წესი ჩვენს ქვეყანაში?
— მართლაც, კრიზისისას იზრდება კოსმეტიკის მოხმარება. ბევრი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ კოსმეტიკა დღესასწაულის შეგრძნებასთან ასოცირდება, ხოლო დღესასწაული — ���ს ბედნიერებაა. მეორეც,კ ოსმეტიკა ეს საშუალებაა გამოირჩეოდე. იგრძნო თავი მეტად მომხიბვლელად. ის გვეხმრება შეიტანო შენს ცხოვრებაში ზეიმის შეგრძნება, იგრძნო რომ დღეს განსაკუთრებული დღე იქნება.
თუ ეს გშველის ე.ი. ასეც უნდა მოიქცე.

— გაქვთ თუ არა საქმიანი და სადღესასწაული მაკიაჟის განსხვავება?
— 
ეს ყველას აქვს. მე მიყვარს ისრები და გასასვლელად შემიძლია დავიხატო უფრო მკვეთრად ოფისის მაკიაჟთან შედარებით.

— რა არის ყოველთვის თქვენს კოსმეტიკის ჩანთაში?
— 
ტონალური ფუძე, პუდრა, კრემისებრი ჩრდილები და ფერუმარილი, ფანქარი ან ჩრდილები წარბებისთვის. მე ძალიან მომწონს წითელი ტუჩის საცხი სხვებზე, მაგრამ ჩემთვის ვერ ვიპოვე შესაფერისი ფერი. ამიტომ საცხით მე საერთოდ არ ვსარგებლობ. მხოლოდ ტუჩის ბუნებრივი ბლესკით. დეკორატიული კოსმეტიკის მიუხედავად მე ყოველთვის მაქვს ჩანთაში მოვლის საშუალებები: საყვარელი კრემი, ბალზამი ტუჩისთვის, მაკიაჯის მოსაშორებელი საშუალება. მე მოვლის საშუალებების დიდი ფანატი ვარ. ჩემი კანი მიდრეკილია ალერგიისკენ და გაღიზიანებისკენ. ამასთან ერთად მე მძიმე გრაფიკი მაქვს: ბევრი ფრენები, ამიტომ მე ყოველთვის უნდა ვიზრუნო კანზე. საკუთარ თავზე ზრუნვა — ეს კარგი ინვესტიციაა.







ტექსტი: ფოტო: პირადი არქივიდან