ცნობილ პარფიუმერებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც აგრძელებს მამების და ბაბუების საქმეს, მაგრამ თქვენ ამ შემთხვევაში გამონაკლისი ბრძანდებით. რამ მოგიყვანათ არომატების ინდუსტრიაში?
მე ყოველთვის მიზიდავდა სურნელი, მაგრამ მე არც კი მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ეს ჩემი ცხოვრების საქმედ გადაქცეულიყო.
ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მე ვსწავლობდი უნივერსიტეტში და ქიმიის შესწავლისას წავიკითხე სტატია პარფიუმერულ სკოლაზე ISIPCA. მაშინვე მივხვდი, რომ მინდოდა იქ მოვხვედრილიყავი, მაგრამ მანამდე ვიდრე შევიტანთ საჭირო საბუთებს გადავწყვიტე შევხვედროდი ცოცხალ პარფიუმერს, რათა გამეგო თუ როგორია იშოვო ფული ახალი სურნელის შექმნით. მე მოვახერხე გამეცნო ნამდვილი ხელოვანი თვით ჟან კერლო. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იგი იყო ISIPCA მისაღები კომისიის თავჯდომარე. ეს ნამდვილად ბედი იყო.
მაშინ მიხვდით, რომ არომატები თქვენი მოწოდებაა?
მე უცბად ეს არ მიგრძვნია, მაგრამ ვარსკვლავები ასე დალაგდნენ. მჯერა რომ ყველა ჩვენთაგანს თავისი ცხოვრების გზა და მიზანი აქვს, რომელსაც უნდა მიაღწიოს.
უნივერსიტეტში ქიმიის შესწავლამ იქონია თქვენს საქმეზე გავლენა? რას ნიშნავს თქვენთვის სურნელი – მკაცრ მეცნიერული ანალიზის ობიექტს თუ სუბიექტური გრძნობების და ემოციების ანალიზს?
ერთიც და მეორეც. პარფიუმერი უნდა იყოს მეტად ცნობისმოყვარე ადამიანი. უნდა მუდმივად ისწრაფოდეს მიიღოს ახალი გამოცდილება, რომელიც ანვითარებს ფანტაზიას და გაძლევს მოტივაციას შემოქმედებისთვის. ამავე დროს კარგი პარფიუმერი რაციონალურ მეცნიერულ მიდგომას გვერდს ვერ აუვლის.
თქვენ გრძნობთ სურნელს სხვაგვარად, არა ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები?
მე ვფიქრობ რომ სურნელის მექანიზმი ყველა ადამიანს ერთნაირი არ აქვს. ჩვენს მგრძნობელობით ორგანოებზე მოქმედებენ ემოციები და გამოცდილება. შესაძლოა მე უბრალოდ უფრო მეტ სურნელს ვგრძნობ ვიდრე სხვა ადამიანები. ჩემთვის ეს ისეა როგორც თამაში: მე ვცდილობ გამოვიცნო, რომელი პარფიუმით სარგებლობენ გამვლელები, ხოლო როდესაც მე ჩავდივარ ახალ ქვეყანაში, ჩემზე პირველ შთაბეჭდილებას ყოველთვის სურნელი ახდენს.
არომატში My Destiny გამოიყენება ნახევრად ძვირფასი ქვა თურმალინი. რისთვისაა ეს გაკეთებული?
ეს განსაკუთრებული ქვაა, ის ატარებს პოზიტიურ ენერგიას, შეუძლია შთააგონოს ადამიანს გახდეს თვითდაჯერებული და გააღვიძოს მასში შემოქმედებითი უნარი. მე ვთვლი, რომ ატარო სამკაულები ძვირფასი ქვებით ეს იგივეა რაც ატარო არომატი: ერთიც და მეორეც გმატებს ძალას, როდესაც ერთი ერწყმის მეორეს როგორც My Destiny, ეს ძალა ორმაგდება!
სად პოულობთ რწმენას საკუთარ თავში და სიცოცხლისადმი სიყვარულს?
სიყვარულში. როდესაც მე მიყვარს და ვუყვარვარ, შემიძლია მთები გადავდგა. და რა თქმა უნდა წარმატებისთვის მჭირდება ვიყო გატაცებული ჩემი საქმით.
რომელი არომატის ნოტები შედიან არომატ My Destiny? რატომ შეაჩერეთ არჩევანი მასზე?
ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა არომატი, რომელიც აავსებს ქალს პოზიტიური ენერგიით. ამიტომ ის იწყება ბრწყინვალე გრეიფრუტის და მოცვის ნოტებით. ასევე ერწყმის იორდასალამის სურნელის ნოტა, რომელიც მატებს გამორჩეულობას. არომატს ძალას აძლევს ფლერდორანჟი, ხოლო შლეიფი შეუიძლება შეიგრძნო პაჩულის აკორდით, რომელიც ხაზს უსვავს სიღრმესა და იდუმალებას.
რას გრძნობდით როდესაც სამუშაო დასრულდა?
მე ვიყავი ამაყი და ბედნიერი და ვთვლი My Destiny არის ჩემი წარმატება, და განსაკუთრებით მსიამოვნებს, რომ ვთანამშრომლობდი კომპანია ორიფლეიმთან.