ყველაზე უჩვეულო პროექტი

მსახიობი ირინა გორბაჩოვა, მოძრაობა «ანტიკასტინგის» სახე: "წარმოუდგენლად სასიამოვნოა შეიგრძნო საკუთარი ცხოვრების და მოქმედებების სისწორე".

ირინა, თქვენ გადაგიღეს პროექტ "ანტიკასტინგის" სარეკლამო რგოლში, გამოქვეყნდა თქვენი ინტერვიუ სილამაზის წიგნში, აქტიურად წერდით კამპანიის შესახებ სოციალურ ქსელებში. როგორ მიიღო პროექტი თქვენმა ინსტაგრამ აუდიტორიამ?
დადებითად, რადგან ეს არის პროექტი ადამიანებზე და არა მხოლოდ სილამაზეზე. ის მოგვითხრობს ისტორიებს ადამიანთა ცხოვრებაზე. მართლაც რა არის ანტიკასტინგი? ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ გარკვეულ პარამეტრებს მოვერგოთ და ვიღაცას მოვაწონოთ თავი. დღეს ხომ სოციალური ქსელების ერაა. არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც რეალურ სამყაროს მნიშვნელობა არ აქვს. მათი ცხოვრების წესი სხვებში იწვევს აღფრთოვანებას და მიბაძვის
სურვილს. და პროექტი «ანტიკასტინგი» სწორედ ასეთ ადამიანებზე - პიროვნებებზე მოგითხრობთ. ეს ჩემთვის ჭეშმარიტებაა. ის, რომ ადამიანები ერთმანეთს ასახელებენ ნომინაციაში, ძალიან საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ნომინანტისთვის ეს იყო დღესასწაული და მოულოდნელობა. 

როგორ ფიქრობთ, მოახერხა ორიფლეიმმა კამპანიის მთავარი აზრის მიტანა საზოგადოებამდე?
ეს ისტორია ჯერ არ დასრულებულა. თავდაპირველად იყო სარეკლამო რგოლები, შემდეგ ნომინაციები, გადაღებები ვარშავაში — ახლა კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტი ადამიანი ნახავს და გაიგებს, თუ რატომ არის ეს ისტორიები ესოდენ მნიშვნელოვანი. ჩემთან მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ: «ირა, რა კარგია ეს ყველაფერი. კარგია რომ მოიფიქრეთ და განახორციელეთ». მე მოხარული ვარ, რომ ამ პროექტის ნაწილი ვარ.

პროექტის ფარგლებში შექმნილი სარეკლამო რგოლებიდან ყველაზე მეტად რომელი იმიჯი მოგწონთ?
რა თქმა უნდა, ასაკოვანი ქალბატონი. რადგან ამ როლისთვის პირველად გამიკეთეს პლასტიკური გრიმი. ამაზე არც კი მიოცნებია. ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, ასევე საინტერესო იყო მამაკაცის როლის განსახიერებაც.

ჩვენი კამპანია სრულდება ანტიკასტინგ წიგნის გამოშვებით. ეს გამოცემა შეზღუდული რაოდენობით გამოვა და ასახავს ჩვენს შეხედულებას ჭეშმარიტ სილამაზეზე. რას ფიქრობთ წიგნისთვის ორგანიზებული ფოტო-გადაღების შესახებ?
ეს უდიდესი ზეიმი და მოულოდნელობაა მონაწილეებისთვის, რადგან მათზე დაიწერება ისტორიები, ჩვენ ამ ადამიანებით აღფრთოვანებულები ვართ და გვიყვარს თითოეული მონაწილე. ბევრ გოგონას და ქალბატონს სურს ფოტოკამერის ობიექტივის წინ აღმოჩნდეს, როდესაც გიკეთებენ ლამაზ ვარცხნილობას, მაკიაჟს, გარშემო ასეთი სადღესასწაულო ატმოსფეროა. ძალიან საინტერესოა შედეგი. ეს ყველაზე არაორდინალური პროექტია, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია.

გამაოცა მონაწილეთა მრავალფეროვნებამ! ალბათ სილამაზეს არა მხოლოდ ასაკი არ აქვს, არამედ სქესიც — არ აქვს მნიშვნელობა ქალბატონებზე ვსაუბრობთ თუ მამაკაცებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრისთვის ეს ფოტოსესია იქნება სტიმული გრძნობებისა და ემოციების გამოსამჟღავნებლად, სიყვარულის გამოსახატად იმ ადამიანთა მიმართ, ვინც აღფრთოვანებას იწვევს.

 

ბევრი ადამიანი, რომლებიც ნომინირებულნი იყვნენ «ანტიკასტინგზე», ძალიან გაკვირვებულნი იყვნენ ნომინაციით. რატომ მოხდა ასე?
როგორც წესი, ადამიანები არ ფიქრობენ იმაზე, რომ ვიღაცას აღაფრთოვანებენ, ისინი უბრალოდ მიჰყვებიან ცხოვრების დინებას. მათთვის ეს ყოველდღიურობაა. და ეს ყოველდღიურობა შესაძლოა სხვებისთვის ნამდვილ ღირებულებად და მიბაძვის მაგალითად იქცეს. რა თქმა უნდა ეს გასაოცარია. წარმოუდგენლად სასიამოვნოა იგრძნო საკუთარი ცხოვრების და ქმედებების სისწორე. და ის, რომ გარშემო არსებობენ ადამიანები, ვინც ხედავს და აფასებს იმას, რასაც შენ აკეთებ. ეს ბედნიერებაა.

ტექსტი: ფოტო: აგატა პოსპეშინსკა