დანიელ კანემანი, «იფიქრე ნელა, გადაწყვიტე სწრაფად»
ჩვენი მოქმედებები და საქციელი განისაზღვრება ჩვენი აზროვნებით. მაგრამ ყოველთვის როდის ვაკონტროლებთ ჩვენს აზროვნებას? ნობელის პრემიის ლაურეატი დანიელ კანემანი ახსნა-განმარტებას იძლევა, თუ რატომ ჩავიდენთ ხოლმე ზოგჯერ არარაციონალურ საქციელს და როგორ ვიღებთ არასწორ გადაწყვეტილებებს.
იური მიხაილუკი: «ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია. ჩვენ ძალიან იშვიათად ვიქცევით რაციონალურად, განსაკუთრებით წვრილმანებში. ჩვენზე გავლენას ახდენს ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიღეთ, ის ემოციური მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით ჭამის შემდეგ. დანიელ კანემანი და მისი პარტნიორი ამოს ტვერსკი გაერკვნენ ადამიანის ტვინში და შექმნეს თეორია, როგორ მსჯელობს ადამიანი, როგორ მუშაობს მისი ტვინი. ეს მნიშვნელოვნად დამეხმარა იმის გაგებაში, თუ როგორ აზროვნებენ ადამიანები».
ჯარედ დაიმონდი, «იარაღები, მიკრობები და ფოლადი»
გეოგრაფიის, ბოტანიკის, ზოოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ლინგვისტიკის და სხვა მეცნიერებების მონაცემენზე დაყრდნობით დაიმონდი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ასიმეტრია ქვეყნის სხვადასხვა ნაწილების განვითარებაში არ არის შემთხვევითი და მრავალ ბუნებრივ ფაქტორს ეყრდნობა.
იური მიხაილუკი: «ანტროპოლოგი ჯარედ დაიმონდი ახასნა-განმარტებას იძლევა, თუ რატომ დღესდღეობით ზოგიერთი ხალხი განვითარების მაღალ ეკენომიკურ დონეზე იმყოფება, ზოგი კი დღემდე ბეწვში გახვეული დადის. იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს ბიზნესი, უნდა გვესმოდეს, როგორ არის მოწყობილი ადამიანი. ეს წიგნი ღრმად ჩახედულობის უნარს იძლევა იმის გაგებაში, თუ რატომ იქცევიან ადამიანები ამა თუ იმგვარად. ეს მეტად მნიშვნელოვანი ცოდნაა, რადგან, თუ შენ ყოველდღიურად ღებულობ ხარისხობრივად სწორ გადაწყვეტილებებს, ისინი გროვდება და ხარისხიან ეფექტს იძლევა, მაგალითდ, შენი ბიზნესისთვის ან შენი ორგანიზაციისთვის».
რიჩარდ კოხი, «პრინციპი 80/20»
14 წლის განმავლობაში თავისი პირველი პუბლიკაციის მომენტიდან წიგნი "პრინციპი 80/20" საქმიანი ლიტერატურის კლასიკად და მსოფლიო ბესტსელერად იქცა. მისი ავტორი, წარმატებული ბიზნესმენი და "ზარმაცი მეწარმე" (როგორც თავის თავს უწოდებს რიჩარდ კოხი) მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ მივაღწიოთ უფრო მეტს ძალისხმევის, დროისა და რესურსების ნაკლები დანახარჯებით.
იური მოხაილუკი: «ეს წიგნებს შორის ყველაზე "სამეწარმეო" წიგნია. მასში საუბარია იმაზე, რომ პრინციპი "პარეტო" გამსჭვალავს მთელ ჩვენს ცხოვრებას, ანუ არც თუ ისე დიდ ძალისხმევას, როგორც წესი, არათანაშეზომილად დიდი შედეგები მოაქვს: ოც პროცენტ ძალისხმევას ოთხმოცი პროცენტი შედეგი მოაქვს, ხოლო დანარჩენის გაკეთება არ არის საჭირო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია, პროცენტების კაპიტალიზაციის მსგავსი, როდესაც დაგროვებითი პროცენტი ბანკში ყოველწლიურად გროვდება. ეს პროცენტი – სამყაროს მერვე საოცრებაა. ვისაც ესმის, ეს როგორ მუშობს, სარგებლობს ამით. ხოლო ვისაც არ ესმის, ის იხდის მას».
სტივენ რ. კოვი, «მაღალეფექტური ადამიანების შვიდი უნარ-ჩვევა»
ეს წიგნი - მსოფლიო სუპერბესტსელერია, №1 ნაშრომია პიროვნული ზრდის თემაზე. მან დიდი გავლენა მოახდინა მილიონობით ადამიანების ცხოვრენაზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის ბილ კლინტონზე, ლარი კინგზე და სტივენ ფორბზე. რეიტინგ Fortune 500-ში შემავალი უმსხვილესი მსოფლიო კორპორაციების ნახევარი მიიჩნევს, რომ მათი ვალია გააცნონ თავიანთ თანამშრომლებს ეფექტურობის ფილოსოფია, რომელიც მოყვანილია შვიდ უნარ-ჩვევაში.
იური მიხაილუკი: «ეს ჟანრის კლასიკაა. წიგნი იძლევა კარგ და სოლიდურ საფუძველს ფუნდამენტური ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების გასაგებად, რომლებიც შეიძლება არ მიეკუთვნებოდეს ბიზნესს. როდესაც გამოქვეყნდა რუსული თარგმანი, მე, როგორც მახსოვს, 34 წიგნი ვიყიდე და დავურიგე ყველა ჩემს ნაცნობს. ფანტასტიური წიგნია».
ნასსიმ ტალები, «ანტისიმყიფე»
ანტისიმყიფე - უნიკალური წიგნია: ის გვიამბობს ადამიანების, სისტემების საკვანძო თვისებაზე, თვისებაზე, რომელსაც დღემდე არა აქვს დასახელება. მსოფლიოში, სადაც გაურკვევლობა მეფობს, არ შეიძლება ისურვო იმაზე მეტი, ვიდრე იყო ანტიმყიფე, ანუ შეგეძლოს ცხოვრების ქაოსთან შეჯახებისას არა მხოლოდ უვნებელი დარჩე, არამედ უფრო უკეთესი გახდე, განიცადო ევოლუცია და განვითარდე.
იური მიხაილუკი: «ჩემი გატაცებაა. ცოტა ხნის წინ მე ვესტრებოდი ნასიმ ტალებას სემინარებს მოსკოვში. დიდი თემაა, ნახევრად ფილოსოფიური. მისი კონცეფციაა — ჩვენს ცხოვრებას მართავენ შავი გედები (blaсk swans), ძალიან იშვიათი და არაპროგნოზირებადი მოვლენები, რომლებიც ყველაფერს ცვლიან. მაგალითად, 2008 წლის კრიზისი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და მან მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ძალიან მაგარი წიგნია, მე მას ეხლაც თავიდან ვკითხულობ. ის იმდენად მრავალშრიანია, რომ ყოველთვის თან დამაქვს და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვიცი მისი შინაარსი, თვითფრინავშიც ვკითხულობ, რათა უფრო ღრმად ჩავწვდე მის არსს».
რობერტ ტ. კიოსაკი, «მდიდარი მამა, ღარიბი მამა»
ავტორი დარწმუნებულია, რომ სკოლაში ამერიკელი ბავშვები არ ღებულობენ საჭირო ცოდნას ფულის შესახებ და შემდგომში მთელი სიცოცხლე მუშაობენ ფულისათვის იმის ნაცვლად, რომ ფული ამუშაონ თავის სასარგებლოდ. ეს წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის.
იური მიხაილუკი: «ეს ალბად ყველაზე სამეწარმეო წიგნია. ჩვენი ლიდერები – ეს მათი თემაა, ბევრისთვის ცნობილია ეს წიგნი და ციტატებს იყენებენ. მიიჩნევა, რომ კიოსაკის მთავარი თემა იმაში მდგომარეობს, რომ სჯობს იყო მეწარმე, ვიდრე დაქირავებული თანამშრომელი. კარგი წიგნია. ჩემთვის რომ ვინმეს მოეცა ეს წიგნი ახალგაზრდობაში, შეიძლება ეხლა არ ვიქნებოდი დაქირავებული თანამშრომელი, ვიქნებოდი მეწარმე. ვინ იცის??»