როგორ იცავს საპონი ბაქტერეებისგან?
ყოველ ჯერზე, როდესაც შენ ეხები საგნებსა და ზედაპირებს, ხელებზე რჩება ათასობით მიკრობი, რომლებიც ეკრობიან კანის ცხიმს, რომლებსაც წარმოიქმნის ცხიმოვანი ჯირკვლები. თუ შენ მათ კანიდან დროულად არ მოიშორებ, მათ შეუძლიათ შეაღწიონ ორგანიზმში - მაგალითად საკვებთან ერთად.
საპნის მოლეკულებს აქვთ უნარი ერთდროულად აითვისონ, როგორც წყლის, ასევე კანის ცხიმის ნაწილაკები და დააკავშირონ ერთმანეთს. ამიტომ, როდესაც ჩვენს კანზე ვიტანთ, ვაქაფებთ საპონს და ვიბანთ, ის აშორებს ამ დროს კანს ცხიმის ნაწილაკებს ყველა ბაქტერიითა და ვირუსით.
როგორ შევარჩიოთ საპონი?
მარტო საპონი არ კლავს მიკრობებს, ამიტომ არ არის აუცილებელი ეძებოთ შეფუთვაზე წარწერა - ’’ანტიბაქტერიული’’. ნებისმიერი საპონი, რომელიც შენ მოგწონს, ფერითა და არომატით, შესაფერისია კარგი ჰიგიენისთვის - ამ შემთხვევაში საკითხი არ ეხება სპეციალურ კომპონენტებს, არამედ თავად პროდუქტის მოქმედების პრინციპს. უმჯობესია საპნის ნატეხის გამოყენება: მის ზედაპირზე მიკრობები არ ცხოვრობენ.
როგორ დავიბანოთ ხელები სწორად?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინსტრუქცია შედგება 11 ეტაპისგან: ყურადღებით შეისწავლეთ სპეციალური ბანერი.
შეინახეთ მოკლე ჩამონათვალი:
-
დაისველე ხელები წყლით და დაიტანე საკმარისი რაოდენობის საპონი, რათა დაფარო მთლიანი ზედაპირი.
-
დაიბანე ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, აიქაფე არამარტო ხელისგულები და ხელის უკანა მხარე, არამედ თითებსა და ფრჩხილებს შორის ადგილებიც.
-
გაიმშრალე ხელები ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცით. არ დატოვო კანის ზედაპირზე წყლის წვეთები: ნოტიო გარემოში ბაქტერიები მრავლდებიან სწრაფად.
-
გამოიყენე იგივე ხელსახოცი ონკანის დასაკეტად - არ შეეხო შიშველი ხელებით.
დაიბანე ხელები საპირფარეშოს სტუმრობის დროს, ქუჩის გასვლის შემდეგ, საკვების მიღებისა და სახეზე შედების წინ. ასევე, ცხოველებისა და ნებისმიერ სახლის გარეთ ნებისმიერი ზედაპირის შეხების შემდეგ.
კიდევ როგორ უნდა დავიცვათ თავი
-
ანტისეპტიკური სპირტის ხსნარი, თუმცა მხოლოდ გამოუვალ შემთხვევაში, როდესაც არ გაქვს წვდომა საპონთან და სუფთა წყალთან.
-
დაიბანე ხელები მხოლოდ საპირფარეშოში ყოფნის შემდგომ, არამედ მანამდეც: თუ შენ ჭუჭყიანი ხელებით შეეხები ინტიმურ ლორწოვან გარს, ვირუსი შეაღწევს ორგანიზმში.
-
შეეხე სახეს მხოლოდ ხელების დაბანის შემდეგ.
-
სმარტფონის დეზინფექცია: საუბრისას ის სახესთან ახლოსაა და შეუძლია გახდეს ვირუსის გადადების მიზეზი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ზედაპირი. გამოიყენე ალკოჰოლზე დაფუძნებული ანტიბაქტერიული ხელსახოცები.
-
მოერიდე საზოგადოების თავშეყრის ადგილებს და დატოვე სახლი, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. დაიცავი მინიმუმ 1 მეტრის დისტანცია ტრანსპორტსა და რიგებში.
ხელების ხშირი დაბანა აზიანებს ლიპიტურ მანტიას, რომელიც ასევე იცავს კანს ბაქტერიებისგან. არ დაგავიწყდეს ხელის კრემების გამოყენება, რათა თავიდან აიცილო სიმშრალე და კანის გახეთქვა.