აისრულე ოცნება: მურად და ნატალია ოსმანების წარმატების ისტორია

INSTAGRAM-ზე მოგზაურობის შესახებ ყველაზე რომანტიული ბლოგის შემქმნელების ქსელში ცნობა ადვილია მათი საავტორი ხელწერით — ყველა ფოტოში იდუმალებით მოცული ქალი ატყვევებს მაყურებელს. ხოლო, მურად და ნატალია ოსმანების ამოცნობა ცხოვრებაში არც ისე ადვილია — პროექტის #FollowMeTo მთავარი გმირები ხშირად კადრს მიღმა რჩებიან. დროა გაიცნოთ ორიფლეიმის ზამთრის კამპანიის მთავარი გმირები!

მოგვიყევით, როგორ გაიცანით ერთმანეთი?
ნატალია:
2010 წელს ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო. ჩემმა ფოტოგრაფმა მეგობარმა გვითხრა, რომ შესახვედრად თავის ამხანაგთან ერთად მოვიდოდა — ვერ ვიტყვი, რომ მაშინ ამ ფაქტით აღფრთოვანებული გახლდით. (იცინის)
მურადი:
დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი ჩემი მეგობრისგან გამეგო მისი ტელეფონის ნომერი, მაგრამ საბოლოოდ «ოდნოკლასნიკებში» ვიპოვე. მაშინ გავარკვიეთ, რომ ჩვენ მეზობელ კორპუსებში ვცხოვრობდით! ყოველ დილით გავდიოდი ქუჩაში ველოსიპედით, თითქოს ვვარჯიშობდი,
– სინამდვილეში ნატაშას ვუგზავნიდი ფოტოებს და ვთხოვდი ჩემთან ერთად გასეირნებას. თუ პასუხს არ ვღებულობდი — დასაძინებლად მივდიოდი.

გახსოვთ თქვენი პირველი მოგზაურობა?
მურადი:
2011 წელს ჩვენი პირველი ერთობლივი მოგზაურობა შედგა — ნატაშა გადაღებაზე ჩამოვიდა ჩემთან ბარსელონაში. გადაღებების შემდეგ ჩვენ წავედით ქალაქში სასეირნოდ, ვიღებდით სურათებს, როგორც ჩვეულებრივი ტურისტები. ექსპერიმენტების მსვლელობისას თავისთავად შეიქმნა პოზა და სტილისტიკა «Follow Me» ყველაფერი ეს ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდა — ასე რომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ამის გამოყენება და ახალი კადრების მოძიება.

როდის გაგიჩნდათ მოგზაურობის ბლოგის იდეა?
მურადი:
ესპანეთიდან მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, Instagram-ზე ჩემი პირადი გვერდი გადაიქცა თემატურ ფოტო-ბლოგად «FollowMeTo». მაშინ
პლატფორმა მხოლოდ იწყებდა განვითარებას — ასე რომ, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პიონერი-ბლოგერები, განსაკუთრებით რუსეთში. სადაც არ უნდა წავსულიყავით დასასვენებლად — ვიღებდით ახალ სტილში, და ყველაფერი ამით დაიწყო. წელიწადნახევარი გავიდა სანამ ჩემი გვერდი პოპულარული
გახდა. წარმატებული ბლოგის სამი საფუძველია — სტაბილურობა, მოთმინება და საკუთარი იდეის რწმენა

შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენთვის მოგზაურობა სამუშაოდ იქცა, თუ თქვენ სიამოვნებას პროცესისგან ღებულობთ?
მურადი:
ჩვეულებრივ მოგზაურობა მაქსიმუმ 2 კვირა გრძელდება. გვშურს მათი, ვისაც ერთი თვით შეუძლიათ ამერიკაში, ან ნახევარი წლით აზიაში გამგზავრება. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ჩვენ გვაქვს საოცნებო სამუშაო, მაგრამ გადაღებები — საკმაოდ მძიმე პროცესია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ
ავიღოთ შესვენება, იმისთვის რომ უბრალოდ დავტკბეთ ახალი ქალაქით ან ქვეყნით — ვეძებთ საინტერესო, რომანტიულ ადგილებს საუზმისთვის
საუცხოო ხედებით. 
ნატალია:
იმ შემთხვევაში,თუ მოგზაურობის პროცესი ჩვენთვის რუტინად გადაიქცევა — პროექტი «FollowMeTo» არ იარსებებს. მითუმეტეს, რომ კიდევ ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ჩვენ ჯერ არ გვიმოგზაურია!

რომელ ახალ ადგილებში მოგზაურობაზე ოცნებობთ?
მურადი:
არსებობს ასეთი ჩვევა – გეოგრაფიულად ახლოს მდებარე ქვეყნები შემდეგისთვის გადადოთ და პირველ რიგში შორეულ სანაპიროებზე
იმოგზაუროთ. მაგრამ წელს საბერძნეთი ჩვენთვის ნამდვილი აღმოჩენაა! შემდეგი პუნქტი — სკანდინავიური ქვეყნებია. 

კოსმეტიკის რა საშუალებებს ანიჭებთ უპირატესობას მოგზაურობის დროს?
ნატალია:
მე თვითმფრინავში თან მაქვს პატჩები და ნაჭრის ნიღბები, ვიყენებ რელაქსაციურ არომატულ ზეთებს, ვსვავ დიდი რაოდენობით წყალს გაუწყლოვების თავიდან ასაცილებლად. ზოგჯერ ერთ თვეში ჩვენ ვიცვლით 5 ქვეყანას სხვადასხვა კლიმატით და დროის ზონით, რაც ორგანიზმისთვის დიდი სტრესია. ამიტომ, მე დიდი ყურადღებით ვეკიდები კანის და თმის მოვლის პროცედურას, იოგის და მედიტაციის პრაქტიკას. როდესაც ვბრუნდები მოსკოვში - მივდივარ აბანოში, ეს ჩემი თავის გადარჩენის რიტუალია.

რომელია იდეალური ადგილი ახალი წლის შესახვედრად?
ნატალია:
ახალ წელს ბევრ ქვეყანაში შევხვედრივართ, მაგრამ ჩვენთვის ეს საოჯახო დღესასწაულია. აუცილებლად უნდა იყოს თოვლი, ოლივიე, სალათი, ნაძვის ხე, შამპანური და გვერდით ყველაზე ახლობელი ადამიანები. წელს, ძალიან მინდა შევხვდე ახალ წელს მოსკოვში, 1-2 იანვარს კი გავემგზავრო რომელიმე თბილ ქვეყანაში.
მურადი:
ან შეიძლება მეგობრებთან ერთად ზღაპრულ ლაპლანდიაში გაქცევა!

 
ტექსტი: ფოტო: Oriflame