ტანია, თქვენი გრაფიკი გვაოცებს, შვებულებიდან დაბრუნებისთანავე აღმოჩნდით მოსკოვის კინოფესტივალზე
არა, მე რამდენიმე დღე სახლში გავატარე (იცინის). ვალენსიაში მე უკვე მეორედ ვიყავი. ეს ქალაქი ძალიან შესაფერისია ძალების აღსადგენად. იქ ყველაფერია, რაც მე მიყვარს: მუზეუმებიც, პლაჟებიც და ბუნებაც. მაგრაგ, მე ინტერნეტით ვმუშაობ, ამიტომ შვებულების დროსაც ვმუშაობდი.
სოციალურ ქსელებში თქვენ გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები მოსკოვის კინოფესტივალზე დასწრების შემდეგ. სხვა ტანიას, «მსუქანას» შესახებ, რომელსაც არ სჯერა, რომ ცხოვრება ამდენად შეიცვალა. მოგვიყევით ამ შეგრძნების შესახებ.
მე ვხუმრობდი, მაგრამ, თუ დაუფიქრდებით, ტანია "წარსულში", რომელიც ჩემში ცხოვრობს, ძალიან გაკვირვებული იყო. მე ჩვეულებრივი ხელმოკლე ოჯახიდან ვარ. ვსწავლობდი, ვმუშაბდი და ინტერნეტის წყალობით შესაძლებლობა მომეცა ყველაფერი შემეცვალა. კინოფესტივალზე მიწვევის მიღებამ გამაოგნა. შეუძლებელი რომ შესაძლებელია, — ეს არაერთხელ დაამტკიცა ცხოვრებამ. შესანიშნავია, რომ ადამიანებს შეუძლიათ მოტივაციის მონახვა ჩემი მაგალითის წყალობით.
და სად ნახულობდით მოტივაციას უკეთესობისკენ სწრაფვისთვის?
მე ცოცხალი ადამიანი ვარ. რა თქმა უნდა, თავის დანებება მინდოდა მაშინაც, როდესაც წონაში ვიკლებდი და მაშინაც, როდესაც ბლოგს წარვმართავდი. რთულია თავის დანებება, როდესაც სხვა გამოსავალი არ გაქვს: ეს ის საქმეა, რომელიც მოგწონს, ეს პერსპექტიულია და საჭიროა მოცდა, რადგან პროექტების აუდტორია და ექსპერტულობა თანდათან იზრდება და შედეგს მეშინვე არ იძლევა. ისე მოხდა, რომ ჩემს ირგვლივ კარგმა ადამიანებმა შეიყარეს თავი, რომლებიც რთულ მომენტებში მეხმარებიან. ასეთი მხარდაჭერა საქმეს მიმსუბუქებს.
როდესაც დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს, ყველაფერი გაცილებით რთულია და მნიშვნელოვანია ძალების მოზომვა. თქვენს შემთხვევაში ეს როგორ არის?
რაც შეეხება ძალებს, თქვენ სწორედ შენიშნეთ. მე ხშირად ვაჭარბებდი ხოლმე ჩემი ძალების შეფასებისას. დიდი ამბავი, გადაღებები შვიდი საათის განმავლიბაში ან ქალაქის სხვადასხვა ბოლოში "მუშაობა-შეხვედრების, შეხვედრები-მუშაობის" გრაფიკი. შარშან სამი თვის განმავლობაში მე მომიწია ყოფნა აშშ-ში, ბრაზილიაში, ჩინეთში და მაროკოში ორკვირიანი შუალედებით. ეს მაგარი იყო, მაგრამ კლიმატის ცვლილებამ გავლენა მოახდინა ჩემს ჯანმრთელობაზე, რომელიც ახლა აღდგენას საჭიროებს.
ისეთი უბრალო რამ, როგორც ძილი, ჯანსაღი კვება და დასვენება გაჯეტების გარეშე ძალიან შველის. როდესაც ადგენ გრაფიკს, რომელშიც არის ყველაფერი: გადაღებებით, სოციალურ ქსელებში შეხვედრებით და მუშაობით დაწყებული და ტელეფონზე მოლაპარაკებებით და ბუღალტერიით დამთავრებული, უნდა შეგეძლოთ ერთიდან მეორეზე გადართვა.
მე ტაიმ-მენეჯმენტის სხვადასხვა მეთოდიკა მოვსინჯე, მაგრამ საქმე მასში არ არის. საქმე ენერგიაშია, რომელიც ან არის, ან არა. მისი შევსება შეიძლება ელემენტარული რაღაცეების მეშვეობით. მაგალითად, ცხოვრების წესის შეცვლით. დასაწყისისთვის მე შევზღუდე ისეთ ადამიანებთან ურთიერთობები, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენდნენ ჩემზე. მე ვერ ვამჩნევდი, რამდენად დამანგრეველად მოქმედებდნენ ისინი, როდესაც კომპლექსებს თესავდნენ ჩემში. შემდეგ ურთიერთობათა წრე იცვლება და მოდიან ისინი, ვინც საჭიროა. შენი ადამიანები შეიძლება მონახო ფერწერის კურსებზეც და სპორტულ კლუბშიც. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. თუ თქვენ გეშინიათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის ცვლილებები აუცილებელია.
წინა ინტერვიუში თქვენ მოგვიყევით, რომ თქვენი მისია არის სილამაზის მინიჭება ადამიანებისთვის, მათთვის დახმარების გაწევა, რათა კომფორტულად იქრძნონ თავი საკუთარ სხეულში და კმაყოფილი იყვნენ თავიანთი აღნაგობით. და რატომ მაინდამაინც დახმარება?
მე მიმაჩნდა, რომ სწორია ყველაფრის კეთება პარალელურად: სასარგებლო საქმეებიც და პროექტებიც, რომლებიც დაგეხმარებათ უზრუნველყოთ თქვენი ცხოვრება. ლაიქებით ხომ სინათლის საფასურს ვერ გადაიხდი. როდესაც გადაკვეთ რაიმე ზღურბლს, შეგიძლია არჩინო შენი თავი, ხოლო თუ გაქვს საცხოვრებელი ადგილი, მაშინ სასარგებლო საქმის კეთების და დახმარების სურვილი გიჩნდება და ამ დროს უკუკავშირს გრძნობ. ხომ არ შეიძლება, რომ ყოველთვის მხოლოდ გასცე.
და რა ან ვინ გმუხტავთ?
ჩვეულებრივი ცხოვრებისეული სიხარული, მეგობრებთან შეხვედრები, დედასთან სტუმრობა და მოგზაურობები. დილა, როდესაც კატა ან ძაღლი საწოლში შემომიძვრება და მაღვიძებს. ამ დროს კი ჩემი მეგობარი მამაკაცი საუზმეს ამზადებს. მე გამიმართლა, რომ სამსახური მოგზაურობის შესაძლებლობას მაძლევს. ვნახულობ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები, რაღაც ახალს ვიგებ. გარდა ამისა, მე უბრალო ადამიანები შთამაგონებენ რეალურ ცხოვრებაშიც და ინტერნეტშიც. მიყვარს ინგლისურენოვანი არხების ყურება.
თქვენ გადაგიღეს ორიფლეიმის უკვე მეორე სარეკლამო რგოლში «უკეთესობისკენ სწრაფვა». რას ნიშნავს თქვენთვის ეს სლოგანი?
ბალანსის მოძებნა ცხოვრების ყველა სფეროს და საკუთარი იდეების და პოტენციალის რეალიზების სურვილს შორის და იმის არდავიწყება, რომ სანამ შენ რაღაცაზე ოცნებობ, ცხოვრება მიედინება აქ და ახლა.