მხოლოდ სიყვარულით
როდესაც მაქსიმალურ ძალისხმევას ვიკრებთ და გენერალური დალაგების მოწყობას ვაპირებთ, ყველაზე ხშირად იმაზე კი არ ვფიქრობთ, თუ როგორ მოვიშოროთ ზედმეტი ნივთები, არამედ იმაზე, თუ როგორ გავწმინდოთ ისინი და სად შევინახოთ. საიდუმლო იმაში მდგომაროებს, რომ არ არის საჭირო იმის შენახვა, რასაც არ მოიხმართ. თუ ნივთი დიდი ხანია სიხარულს აღარ განიჭებს და მხოლოდ მაშინ გახსენდება ის, როცა დალაგებისას მას შემთხვევით დაეჯახები, ესე იგი, მოვიდა მისი გაყიდვის, გაცემის ან უბრალოდ გადაგდების დრო.
ცოტა ნივთი – ნაკლები დალაგება
რაც მეტი ფლაკონები, წიგნები, ქილები, რვეულები, ტანსაცმელი და სხვა უამრავი ნივთი გაქვს, მით მეტი ზრუნვა გჭირდება მათზე. როდესაც სახლის დასუფთავებას იწყებ, ნივთებს კრიტიკულად შეხედე. თუ უკვე 5 წელია, რაც ვერ დაიწყე ამ წიგნის კითხვა, ხოლო ამ ქვედა კაბას უნივერსიტეტის დროიდან აღარ ატარებ, ესე იგი დროა ახალი მფლობელი იპოვო მათთვის. გარდა ამისა, რაც უფრო ნაკლები ნივთები გაქვს, მით უფრო მარტივი იქნება გადასვლა საჭიროების შემთხვევაში.
შენი სახლი – შენი ციხე-სიმაგრეა
როდესაც ქუჩიდან ბრუნდები და შინ სუფთა სახლი გხვდება – მაშინვე დასვენებას იწყებ. თუ გარშემო არეულობაა, ყურადღება გეფანტება, მოდუნებას და დასვენებას ვერ ახერხებ და გამოდმებით ფიქრობ იმაზე, როგორ გამონახო დრო დასუფთავებისთვის. იმისათვის, რომ შენი სახლი სიძლიერის ადგილად იქცეს, დაიცავი მასში წესრიგი. ამაში ერთი მარტივი წესი დაგეხმარება – ყველა ნივთს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს.
ფიკა თქვენ!
ზაფხული – საბაბია მეგობრებთან ერთად ფიკების მოწყობისათვის (შვედურად ყავისთვის შესვენებას ნიშნავს), თანაც ისე ხშირად, როგორც თავად გსურს. განსხვავება ჩვეულებრივი პიკნიკისგან და მწვადებისგან მდგომარეობს იმაში, რომ ფიკა დიდხანს არ გრძელდება, არავინ არ აწყობს მთელ სუფრას, კერძებს არ უკვეთავენ და არ ყიდულობენ, არამედ საკუთარი ხელით ამზადებენ. საკმარისია, რომ ბუტერბროდები გააკეთო, ყავა თერმოსით წაიღო და მეგობრებს ერთი საათით შეხვდე პარკში.
ზრუნვა პლანეტაზე
მინიმალიზმი – ჯერ კიდევ მაღაზიაში რაიმეს შეძენამდე საკუთარ თავს ჰკითხო: «ნამდვილად მჭირდება ეს ნივთი?» რადგან ყოველი პროდუქტი – ეს არის წყალი, მასალა, ელექტროენერგია და მათ შესაქმნელად დახარჯული ადამიანური რესურსები. ყურადღება მიაქციე ბრენდებს, რომლებიც გადამუშავებული მასალებისგან მრავალფუნქციურ ნივთებსა და აქსესუარებს აწარმოებენ (მათ შორის ორიფლეიმი).