ყოველთვის გინდოდა მოდელი გამხდარიყავი?
დიახ, ყოველთვის. მაშინაც კი როდესაც პატარა ვიყავი ყველა მეუბნებოდა, რომ მე მოდელი უნდა გავმხდარიყავი რადგან ძალიან მაღალი ვიყავი.
როგორ დაიწყო შენი კარიერა?
მეგობრებთან ერთად ვისვენებდი უნგრეთის ერთ-ერთ სანაპიროზე, სადაც მნახა აგენტმა და მკითხა მსურდა თუ არა მოდელობა. ის გახდა ჩემი პირადი აგენტი, თუმცა ერთ წელიწადში გადავწყვიტე სააგენტოს შეცვლა.
რას ურჩევ გოგონებს, რომლებიც მოდელის კარიერაზე ოცნებობენ?
ირჩიეთ სააგენტო, რომელიც თქვენ გაწყობთ. მთავარია კარგ ხელში მოხვდეთ.
შეგცვალა თუ არა მოდელის კარიერამ პიროვნულად?
დიახ, მე ძალიან შევიცვალე. გავხდი უფრო მობილიზებული, უფრო პროფესიონალურად მივუდექი ჩემს სამსახურს და ბევრი რამ ვისწავლე იმ ხალხისგან ვისთანაც ვნუშაობდი წლეიბის განმავლობაში.
როგორ ატარებ თავისუფალ დროს?
ბოლო რამდენიმე წელია ვცხოვრობ ნიუ-იორკში, სადაც ყოველთვის გამოიძებნება საქმე. მე შემიძლია აღმოვჩნდე სუში-ბარში შუაღამისას ან ნებისმიერი ფილმის კინო პრემიერაზე. აქ ყოველთვის რაღაც ხდება.
შენ მუშაობდი მრავალ ცნობილ დიზაინერებთან, გაქვს რაიმე განსაკუთრებული რჩევა სილამაზის შესახებ?
მე ცოტა მაკიაჟს ვიყენებ, მაგრამ ერთი რამ ვისწავლე - მნიშვნელოვანია მიაქციოთ ყურადღება საკუთარ გარეგნობას, განსაკუთრებით კი წარბებს.
ადრე ვიხატავდი მათ, ახლა კი უპირატესობას ბუნებრიობას ვანიჭებ.
ყოველდღიურად რა სილამაზის პროცედურებს იტარებ? ვცდილობ სახის კანს მოვუარო და ამიტომ ვიწმინდავ მას ყოველ დილას და საღამოს, ასევე კვირაში ერთხელ ვიყენებ სკრაბს. როდესაც არ ვმუშაობ ვსარგებლობ მხოლოდ ტუშით და ტუჩის ბალზამით.
შენი საღამოს იმიჯი?
წითელი ტუჩის საცხი და მოცულობითი ვარცხნილობა
როგორ ინარჩუნებ ფორმას?
ვიყო ფორმაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვცდილობ სწორად ვიკვებო და ინტენსიურად ვარჯიშობ. მაგრამ როცა ვბრუნდები სამშობლოში - უნგრეთში, ყოველთვის ვარღვევ დიეტას. აქ ყველაფერი გემრიელია!