როგორ გახდი მოდელი?
სააგენტოს სკაუტმა შემომთავაზა მოდელობა, როდესაც 13 წლის ვიყავი. ეს იყო ადგილობრივი სააგენტო ქალაქ დურბანში, საიდანაც ვარ წარმოშობით. მოდელად მუშაობა დავიწყე 16 წლის ასაკში.
მოგწონს მოდელობა?
მე ვაღმერთებ ამ სამეს. ვმუშაობ უკვე ორი წელია , ვცხოვრობ ლონდონში და ვმოგზაურობ ევროპასა და აზიაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს საცხოვრებელ ადგილად ძველებურად რჩება კეიპტაუნი. ყველაზე მეტად მე მომეწონა გადაღებები ბარბადოსზე, სადაც საუცხოო სანაპიროებია!
შენ ბევრს მოგზაურობ, გაქვს თუ არა რაიმე ბიუთი რჩევა მათთვის ვისაც უწევს ხშირი გადაფრენა?
მე ყოველთვის თან მაქვს სახის სპრეი, ფრენისას კი ვიყენებ ნიღბებს და ვსვავ ბევრ წყალს.
რაიმე განსაკუთრებულ დიეტას იცავ?
არა, უბრალოდ ვცდილობ ვიკვებო უცხიმო საკვებით ამავე დროს ვცდილობ მივიღო აუცილებელი ვიტამინები და სასარგებლო დანამატები უშუალოდ საკვებიდან და დიდი რაოდენობით ბოსტნეულს ვიღებ.
იყენებ კოსმეტიკას სამსახურის გარეთ?
ნაკლებად. შემოვიფარგლები დამატენიანებელი საშუალებებით, ტუშით და ფერუმარილით.
არაჩვეულებრივი კანი გაქვს! როგორ ზრუნავ მასზე?
კვირაში სამჯერ, იმისათვის, რომ კანი გავიწმინდო მკვდარი უჯრედებისგან, ვსარგებლობ სახის სკრაბით და ძილის წინ აუცილებლად ვიდებ დამატენიანებელ ნიღაბს - ეს ჩემი საიდუმლო იარაღია!
კაილა გირჩევთ:
პროდუქტი, რომლის გარეშეც შენ ვერ ძლებ:
მოცულობის მიმნიჭებელი ტუში!
თმის მოვლის საუკეთესო საშუალება:
ვცდილობ ჩემი თმა დავიცვა მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისგან, უპირატესობას ვანიჭებ ბუნებრივი მეთოდით გაშრობას. კვირაში ერთხელ ვსარგებლობ ღამის ნიღბით, რომელსაც ვიბან დილით.
ბიუთი რჩევა ზაფხულისთვის:
ყოველთვის ვიყენებ მზისგან დამცავ საშუალებას SPF 50 ფაქტორით. მე ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანია ჩემი კანისთვის.
ბიუთი რჩევა ზამთრისთვის:
გავურბივარ ცხელი წყლის მოხმარებას და ვიყენებ დამატენიანებელ საშუალებებს. ცივ დღეებში მნიშვნელოვანია კანის დატენიანება, რათა თავიდან ავიცილოთ კანის სიმშრალე.
შენი საყვარელი იმიჯი:
მე მომწონს "სმოქი აიზ" თვალის ჩრდილები, ტუჩის საცხ «ნიუდთან» შერწყმით.