როგორ გახდით მოდელი?
ერთხელ სეირნობისას სამოდელო სააგენტოს წარმომადგენლის ყურადღება მივიქციე. მე 16 წლის ვიყავი და გადავწყვიტე, რომ ჯერ სკოლა უნდა დამემთავრებინა და მხოლოდ 2 წლის შემდეგ მოვაწერე ხელი კონტრაქტს.
როგორი იყო შენი პირველი სამუშაო დღე?
პირველად აღფრთოვანებული ვიყავი. მაგრამ, შემდეგ აღმოჩნდა, რომ გადაღებების პირველი დღე უნდა გამეტარებინა წვიმაში სეირნობაში. ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუვდა, ეს არ იყო ის, რაც მე წარმომედგინა, მაგრამ ყველა სამუშაო განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს.
სინამდვილეში იყო მოდელი - შესანიშნავია! მე ვმოგზაურობ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ვეცნობი უცხო ხალხთა და მათ კულტურას და ეს ყველაფერი შეღავათიან ფასად ( საუცხოო ბონუსები , ასე არ არის?
რომელ ქვეყნებთან თანამშრომლობთ და სად შეიძლება თქვენი ნახვა?
მე ბევრს ვმუშაობ იაპონიაში და კორეაში, ასევე აშშ, საფრანგეთში და რა თქმა უნდა ლონდონში!
დღეს ჩვენ გადავიღეთ ოთხი მაკიაჟის გაკვეთილი, რომელია თქვენთვის განსაკუთრებული?
ვოდეო გაკვეთილი "როგორ გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად" მაკიაჟის მეშვეობით საუკეთესოა. მე ძალიან მჭირდებოდა ეს რჩევები! ვიდეო გაკვეთილის სანახავათ გადადით ბმულზე.
რა არის თქვენი ჰობი?
იოგა - ერთ-ერთი მათგანია! შემიძლია ვთქვა ეს ჩემი ცხოვრების განუყოფილი ნაწილია, რომელიც მეხმარება საუცხოოდ გამოვიყურებოდე და დავტკბე ცხოვრებით. გარდა ამისა მე კვალიფიციური მასწავლებელი ვარ. ამავდროულად მე დაკავებული ვარ ტრენერობით- ვეხმარები ახალგაზრდა გოგონებს იყვნენ თავდაჯერებულნი. სხვათა შორის, ჩვენი მაკიაჟის ვიდეო გაკვეთილები - საუცხოო საშუალება, რომელიც ახალი იმიჯის შექმნაში დაგეხმარება.
საიდან დაგებადათ ეს იდეა?
ჩემი სამუშაოდან გამომდინარე ხშირად ვხვდები ქალბატონებს და გოგონებს , რომელთაც საკუთარ თავში თავდაჯერებულობა აკლიათ. წარმოიდგინეთ რა კრიტიკას და უარყოფით შეფასებებს იღებენ ახალბედა მოდელები კოლეგების მხრიდან და არა მარტო! მაგრამ, მიუხედავად ამისა სამყარო გაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს და შეგიძლია მიაღწიო ყველაფერს, რაზეც ოცნებობ. როგორ? ერთი წუთით წარმოიდგინე რომ შენი გარეგნობა არ აკმაყოფილებს მოდელის მოთხოვნებს, და დაიჯერე, რომ შენ შეგიძლია ყველაფერი, წარმოუდგენელიც კი.ცხოვრებაში სადაც ოჯახი, კარიერა, მეგობრები, ჰობი და სპორტია, სასურველი ბალანსი დაცულია. თუ ორიენტაცია მხოლოდ სამსახურზეა, ის ერთფეროვანი და მოსაწყენია. მე ვეხმარები გოგონებს ამ ბალანსის მოძიებაში და ცხოვრებით ტკბობაში.
ბეკი ტომპსონის სილამაზის გაკვეთილები
არ შემიძლია ცხოვრება :
... კანის წმენდის გარეშე. გადაღებებზე და ჩვენებებზე დიდი რაოდენობით მაკიაჟი მაქვს, ამიტომ სკურპულოზურად ვეკიდები სახის წმენდის პროცედურას და ყოველთვის ვაკეთებ ამას დილით და საღამოს. გელი, ტონიკი და დამატენიანებელი საშუალება - ჩემი განუყრელი ასისტენტებია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია თვალის გარშემო კრემი, რომელიც მეხმარება საუცხოოდ გამოვიყურებოდე გადაღებებზე.
აუცილებელი კანის საზაფხულო მოვლისთვის
SPF შემცველი საშუალებები. მე ღია და ჭორფლიანი კანი მაქვს. უპირატესობას ვანიჭებ ზეთზე დამზადებულ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომელიც დადებით ზემოქმედებას ახდენს კანზე, ატენიანებს და კვებავს მას.
TRAVEL BEAUTY TIPS:
უპირატესობას ვანიჭებ ზეთზე დამზადებულ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომელიც დადებით ზემოქმედებას ახდენს კანზე, ატენიანებს და კვებავს მას.
თმის მოვლა:
მე მიყვარს ზეთოვანი სტრუქტურა, მათ შორის თმისთვისაც. ჩემი თხელი თმა ხშირად ელექტროვდება. ამიტომ მე ვსარგებლობ კონდიციონერით, ვიტოვებ მთელი ღამით, სასურველი ეფექტის მისაღებად.
საყვარელი იმიჯი წვეულებისთვის:
წითელი ტუჩის საცხი და შავი კაბა - ყოველთვის მოდური და აქტიალიურია!
რჩევები ჯანმრთელობისთვის
მე ვცდილობ დავიცვა ვეგეტარიანულ დიეტა და დიდ ყურადღებას ვაქცევ საკვებს, მაგალითად, როდესაც შევიტყვე, რომ ავოკადო სასარგებლოა კანისთვის, ჩავრთე ჩემი კვების რაციონში. ამავე დროს ვცდილობ მივიღო აუცილებელი ვიტამინები და სასარგებლო დანამატები უშუალოდ საკვებიდან და დიდი რაოდენობით ბოსტნეულს ვიღებ. იმის გამო რომ ლონდონში, სადაც მე ვცხოვრობ მზე არც თუ ხშირად ანათებს, იძულებული ვარ მივიღო D და C ვიტამინები ტაბლეტებში.