ეკატერინა ტიმოხოვეცი
«ახალი ყოველთვის საინტერესოა. ამაშია ცხოვრების გემო»
რაში გამოიხატება თქვენთვის უკეთესობისკენ სწრაფვა და არსებობს თუ არა სრულყოფილების ზღვარი?
ასეთი სწრაფვა ზრდის შესაძლებლობას იძლევა. ჩნდება ახალი ინტერესები, ფართოვდება თვალთახედვა, იბადება ძალიან მომხიბვლელი პროექტები, თქვენს ცხოვრებაში ჩნდება საინტერესო, ახალი იდეებით გატაცებული ადამიანები. ყველაფერი ეს შთამაგონებელია. გარეკანი შინაარსის გარეშე არაფერს წარმოადგენს. ამასთან ყოველთვის ვამბობ, რომ უნდა იყოთ ჰარმონიაში თქვენს თავთან და გარე სამყაროსთან და შეახსენოთ ხოლმე თქვენს თავს, რომ ვინმეს გასაბედნიერევლად უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იყოთ ბედნიერი.
სრულყოფილება — მრავალმხრივი ცნებაა, რომელიც ყველაზე განსხვავებულ ხარისხობრივ პარამეტრებს გულისხმობს. ყველა ჩვენგანს გარკვეული ზღვარი გააჩნია, რომელიც უნდა გადავლახოთ. მაგრამ, როდესც ეს ხდება, ჰაერში ლივლივის შეგრძნება გვიჩნდება.
ახლა ყველი სფერო სწრაფად ვითარდება და ფოკუსი იმაში მდგომარეობს, რომ მუდმივად გვიწევს ყველა სიახლის შესწავლა. არსებობს უამრავი ხერხი, რომელიც სრულყოფის შესაძლებლობას იძლევა. მე მჯერა, რომ XXI საუკუნეში ყოველმა წარმატებულმა ადამიანმა უნდა ისწავლოს თვითგანვითარების სწრაფვის გამომუშავება. ორიფლეიმის პროექტი «სწრაფვა უკეთესობისკენ» სწორედ ამის შესახებ არის.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მხარდაჭერა?
მხარდაჭერა ძალას გვმატებს. პარადოქსი იმაშია, რომ ამას შეუძლია ბევრი ჩვენგანი მოადუნოს, ამიტომ ამაზე არ უნდა ჩაიციკლოთ. მთავარია გულწრფელი იყოთ თქვენს თავთან და გესმოდეთ, რისთვის უნდა გადადგათ ყოველი კონკრეტული ნაბიჯი.
თვლით თუ არა თქვენს თავს აქტიურ ადამიანად?
უდავოდ. მე მონაწილეობას ვღებულობ სპორტულ შეჯიბრებებში, სოციალურ პროექტებში. ცოტა ხნის წინ მონაწილეობა მივიღე იახტსმენთა რეგატაში. ახალი ყოველთვის საინტერესოა. ამაშია ცხოვრების გემო.
პაველ ბოლმუსივი
«მე არ მსურს ტიპიური სცენარით “სახლი-სამსახური-სახლით” ცხოვრება»
როდის მიხვდით, რომ უკეთესობისაკენ სწრაფვის დრო დადგა?
როდესაც ცხოვრება გახდა ერთფეროვანი. მე არ მსურს ცხოვრება ტიპიური სცენარით «სახლი-სამსახური-სახლი». მსურს, რომ ჩემი ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი და აქტიური. ეს ჩემთვის გარკვეული ქმედებების დაწყების მოტივაცია გახდა. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე კომპანია Oriflame.
ვინ დაგიჭირათ მხარი ამ გზაზე?
მშობლებმა. ეს სტარტის კეთილად დაგვირგვინების ძალიან მნიშვნელობანი შემადგენელი იყო. ყველას როდის უჭერენ მხარს ახალი საქმის წამოწყებაში, და ეს ძალიან დიდი დაბრკოლებაა: დარწმუნებული არ ხარ შენს ძალებში, მცირდება მოტივაცია. მხარდაჭერა დიდ ძალას იძლევა მოქმედებისთვის. გარდა ამისა, ორიფლეიმთან თანამშრომლობის წყალობით მე უფრო მეტი მეგობარი შევიძინე. ვფიქრობ ეს დაკავშირეებულია ჩემში რწმენის გაჩენასთან. და, რა თქმა უნდა, ყველაზე მაგარი მეგობრები — ჩემი გუნდია.
თქვენი აზრით, რითი უნდა დაიწყოთ ცხოვრების გაუმჯობესება?
თქვენი ცხოვრება უნდა გაიუმჯობესოთ სწორი ყოველდღიური არჩევანით, რომელიც მომავალში სწორ შედეგს მოგიტანთ. მათ, ვინც ამ გზას დაადგება, ვურჩევ მონახონ პროფესიონალი დამრიგებელი და, რა თქმა უნდა, ისეთი შეცდომა არ დაუშვან, როგორიც ბევრს ემართება, როდესაც უზარმაზარ ტვირთს იღებენ თავიანთ თავზე პირველივე დღიდან. საქმეში ჩართვა უნდა იყოს თანდათანობითი, თორემ თქვენი ენთუზიაზმი დიდ ხანს ვერ შეგრჩებათ.
ეწევით თუ არა აქტიურ ცხოვრებას?
დიახ, რა თქმა უნდა. უფრო მეტიც, მე სულ უფრო ხშირად ვფიქრობ იმის შესახებ, რომ ასეთი ძლიერი კომპანიის ლიდერი უნდა შეესაბამებოდეს მას და მაშინ გადავწყვიტე სპორტთან დამეგობრება. მე დავიწყე დილის ვარჯიშები, მოვნახე მწვრთნელი და, რა თმა უნდა, Wellness ხაზის გარეშე არაფერი გამოვიდოდა.