Monoroom

გოგონების ოთახი

მაღაზია Monoroom-ის თანამფლობელი და ბაიერი ჯემა აზამბაევა დარწმუნებულია, რომ კაბა ბევრი არ არსებობს.

Monoroomდასახელება Monoroom-ში შემთხვევით კი არ არის გამოყენებული იაპონური სიტყვა «მონო», რაც თარგმანში ნიშნავს «ნივთს». სამმა პარტნიორმა, ვინც მაღაზია გახსნა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი დაამთავრა, მაგრამ ერთმანეთი გაიცნეს თითქმის ათი წლის წინ ქალთა ჟურნალში. სწორედ იაპონიაში მოგზაურობის დროს  იაპონური ფილოლოგიის განყოფილების კურსდამთავრებულს ჯემა აზამბაევას აზრად მოუვიდა ახალი ფორმატის მაღაზიის იდეა:  სასიამოვნო ინტერიერი, აზიური დიზაინერების (ძირითადად ჩინელი და კორეელი) ბევრი საყვარელი არაძვირადღირებული კაბა. ოთხი წლის წინ დიზაინ-ქარხანა «ფლაკონის» ტერიტორიაზე გაიხსნა პირველი Monoroom-ი.

რაში მდგომარეობს თქვენი მაღაზიის კონკრეტული უპირატესობები?
– იმაში, რომ შენ ყიდულობ ნივთს მას-მარკეტის ფასად, მაგრამ ასეთივე ტანსაცმელში სხვა ადამიანის ნახვა პრაქტიკულად შეუძლებელია.  აუცილებელია  გაიგო და შეირგრძნო ის, თუ რა სჭირედება ბაზარს აქ და ახლა, რეაგირება მოახდინო და ფეხი აუწყო. თავიდან ჩვენ ველოდებოდით,  რომ ძირითადად, ჩვენი კლიენტები იქნებოდნენ სტუდენტები და უფროსკლასელი გოგონები, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი აუდიტორია მეტად უფროსი ასაკის ადამიანებს მოიცავს – 24-დან 35 წლამდე. და ეს შესანიშნავია, რომ გოგონებს რუსეთში  ხასხასა და ორიგინალური ჩაცმულობა უყვართ და ექსპერიმენტების არ ეშინიათ. 

თავადაპირველად Monoroom-ის კონცეპციას წარმოადგენდა კაბები  ცხოვრების ყველა შემთხვევისათვის. რას ანიჭებთ უპირატესობას ახლა?
–1999 რუბ. კატეგორიის კაბები დარჩა და ისინი დღემდე ძალიან პოპულარულია, მაგრამ  უფრო მაღალი ფასის კატეგორიის ბევრი ლამაზი კაბა გაჩნდა. დაემატა  რუსული დიზაინერები, რომელთა კაბები უფრო ძვირი ღირს, მაგრამ არა ნაკლებ პოპულარულია ჩვენს მყიდველებს შორის. უპირატესობას ვანიჭებთ სიკაშკაშეს  –  საბაზო ნივთებს ჩვენს კოლექციაში პრაქტიკულად არ შეხვდებით. თუნდაც ეს იყოს ყოველდღიური კაბა, ის იქნება საუცხოოდ გამოჭრილი და არაჩვეულებრივი ფერის.

"სასიამოვნო ინტერიერი, ატმოსფერო და უამრავი კაბები აზიური დიზაინერებისგან"


როგორ მოქმედებს ეკონომიკური კრიზისი თქვენს ბიზნესზე?
– ჩვენ ვერ შევამჩნიეთ მყიდველთ რაოდენობის შემცირება, პირიქით, ჩვენს სეგმენტში შემოვიდნენ ისინი, ვინც ადრე უფრო ძვირადღირებული მარკის ტანსაცმელს ყიდულობდა. კორექტივები მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ შევამცირეთ შესყიდვები ევროპაში და გავზარდეთ რუსული დიზაინერების რაოდენობა.

რაზე აკეთებთ ორიენტაციას სეზონური კოლექციების ფორმირებისას?

– სეზონურ ტრენდებზე, მოდელების ორიგინალურობაზე, ფასისა და ხარისხის თანაფარდობაზე, მყიდველთა მოთხოვნილებაზე წინა სეზონებში და ჩემს პირად გემოვნებაზე.


რითი ხართ დაკავებული მოდით თუ  გაყიდვებით?
– მე არ დავყოფდი ამ ცნებებს. დიახ, ჩვენ არ ვართ დაკავებულნი მოდით როგორც  ხელოვნებით წმინდა სახით, თავად არ ვქმნით ტანსაცმელს, მაგრამ წმინდა კომერციასაც ვერ ვუწოდებთ ამას. ჩვენთან არ არის კონვეიერი, ჩვენ ვუდგებით ჩვენს ბიზნესს მთელი გულით და სიყვარულით. ჩემს ცხოვრებაში სილამაზე და მოდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მე ვთვლი, რომ ქალის დანიშნულებაა სილამაზე და სიყვარული შემოიტანოს ამ სამყაროში, ამიტომაც საკუთარი თავის გალამაზება და  ლამაზი ნივთებისადმი სიყვარული არ არის ცოდვა.

რა იკავებს მთავარ ადგილს თქვენს გარდერობში? – ჩემი გარდერობი 70%-ით შედგება იმ ტანსაცმლისგან, რომელსაც ჩვენ ვყიდით. თითქმის ყველა ჩემი საყვარელი კაბა და ქვედაბოლო არის Monoroom-ის, ქალური და ხასხასა. ერთადერთი გამონაკლისია - აქსესუარები: მე  კონკრეტული მარკის ფეხსაცმელს (განსაკუთრებით კროსოვკები) ვყიდულობ, ხოლო  ჩანთები ამ მომენტისათვის – ჩემი გარდერობის  ერთადერთი სერიოზული ინვესტიციაა. მიმაჩნია, რომ ჩანთები, მიუხედავად  მათი  ნაკლებიოდენობისა (კაბებისგან განსხვავებით), აულიებლად უნდა იყოს ძვირადღირებული. ანუ ჩემი სტილი–ეს არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ხასხასა ნივთები და ძვირადღირებული აქსესუარები. ასეთი თანაფარდობა მე იდეალურად მიმაჩნია, და ფეშნ-ბლოგერების და სთრითსტაილის უმეტესი ვარსკვლავი მეთანხმება ამაში.

მაკიაჟში თქვენ განსაკუთრებულ სტილს ემხრობით თუ ექსპერიმეტებს ანიჭებთ უპირატესობას?
– მაკიაჟში ძალიან თავშეკავებული ვარ, ჩემი მაქსიმუმია –ტონი, ისრები და ტუში. სამაგიეროდ, მიყვარს ექსპერიმენტირება  თმით – მაგალითად, იაპონიიდან დავბრუნდი ვარდისფერი კულულებით, შემდეგ დიდხანს დავდიოდი ამბრეთი, ხოლო ორ-სამ წელიწადში ერთხელ სტაბილურად  ვიჭრი თმას შუბლზე.

დაასახელეთ ამ ზაფხულის მთავარი ტენდენციები და საკვანძო ნივთები. Monoroom– სამოცდაათიანები! ეს სეზონის მთავარი ტრენდია: ფოჩები, ზამში, დენიმი. პატარა ჯინსის კაბის გარეშე ამ ზაფხულს ვერსად გახვალ.

როგორი იერსახე შეეხამება Monoroom-ის ზაფხულის კოლექციას ყველაზე კარგად?

– მაკიაჟშიც ძირითადი ტონია 1970-ები: ბუნებრიობა, ისრები და შუბლზე შეჭრილი თმა, ლოყების ნაზ სიწითლესთან ერთად.

პირველ რიგში რომელ ნივთებს აწყობთ ჩემოდანში შვებულებაში წასვლისას?

–  კაბებს – მათ გარეშე არსად!  


ტექსტი: