სტიკერები მაცივარზე, სიები უბის წიგნაკში და ამაო ცდები ყველაფრის თავში დატევისა პლანერებმა ჩაანაცვლეს. ასეთი მგეგმავის გვერდები არ არის უბრალოდ სუფთა ფურცელი ჩანაწერების გასაკეთებლად, ისინი გეხმარებიან ამოცანებს შორის ორიენტაციაში და პრიორიტეტების დასმაში, სასარგებლო ჩვევებს გასწავლიან და ახალი იდეებით შთაგაგონებენ. მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოო პლანერი და მოასწრო ყველაფერი.
1. აირჩიე ერთი დიდი საქმე დღეში
დიდი საქმე გაძლევს გეზს, ათვლის წერტილს და გაცილებით მეტ მოტივაციას, ვიდრე ათეული პატარა ამოცანები. გახსოვდეს პარეტოს პრინციპი: შეგიძლია მიაღწიო 80% შედეგს მხოლოდ 20% ძალისხმევის დახარჯვით. იპოვე ასეთი ათვლის წერტილი ყოველდღიურად, ფოკუსირება მოახდინე სხვადასხვა სფეროებზე, ჯანმრთელობით, თვითგანვითარებით და კარიერით დაწყებული ურთიერთობებით დამთავრებული.
2. ამოიწერე ამოცანები, მოგვარების ხერხები და ვადები
საქმეების ჩამონათვალი მზად არის. ახლა ყველაზე კარგი დროა სამოქმედო გეგმის შესაქმნელად. როგორ სჯობს ამა თუ იმ ამოცანის მოგვარება? თითოეული ორ-სამ ქვეამოცანად დაყავი, შესაძლო ვადები და გადაჭრის ხერხები მიუთითე. ყველა აზრი პროექტთან დაკავშირებით ქაღალდზე ან ონლაინ-პლანერში ამოიწერე. ასე დიდი საქმის დავიწყების ან გადადების რისკი ნულამდე იქნება დაყვანილი, რადგან ამოცანა აღარ გეჩვენება რაღაც შეუსრულებელ და უზარმაზარ პრობლემად.
3. პირადი და სამსახუროებრივი ერთ ჩამონათვალში გქონდეს
ცხოვრება — ეს არ არის მხოლოდ სამსახური და მხოლოდ ყოფა. ყველა ამოცანა ერთ სიაში გქონდეს მოთავსებული. ეს საშუალებას მოგცემს ერთი პუნქტიდან მეორეზე გადაინაცვლო და ბალანსი შეინარჩუნო. მაგალითად, ზედიზედ მესამე სტატიის ან მორიგი ანგარიშის დაწერის ნაცვლად გააკეთე შესვენება და გადაწმინდე მაგიდა, გადაყარე გამოყენებული ქაღალდის ჭიქები, მიდი ქულერთან სუფთა წყლის დასალევად. თუ სახლში მუშაობ, მაშინ ჭურჭელი გარეცხე, ჭუჭყიანი ნივთები სარეცხ მანქანაში ჩადე ან ყვავილები მორწყე. თავი ცოტა მედიტაციას მიეცი, გაისეირნე ან ახლობლებს დაურეკე. ასეთი «შესვენება» და საქმეების შეცვლა ენერგიას შეგმატებს და დაგეხმარება საქმეს განახლებული ძალებით და დასვენებული გონებით მიუბრუნდე.
4. და ამოშალე გაკეთებული!
დარჩა ყველაზე სასიამოვნო. თუ საქმე გააკეთე, ის სიიდან ამოშალე. თითოეული დასრულებული ამოცანა ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს ცხოვრებას ვმართავთ და ეჭვებისთვის ადგილს არ ვტოვებთ. ასე გეჭიროთ!