1. გამოიყენე შენი ძლიერი მხარეები. «დარწმუნებული ვარ რომ წარმატებისთვის რაღაც განსაკუთრებულია საჭირო, მაგრამ არ შეგეშინდეს გამოიყენო უკვე არსებული იდეა ან კონცეფცია და შეუთავსო შენს ნიჭს და ძლიერ მხარეებს. Body-ballet-ის კლასი იყო ლოს- ანჟელესში ჩემამდეც. მე უბრალოდ ავიღე ეს იდეა საფუძვლად და შევავსე საკუთარი გამოცდილებით, რომელიც მივიღე ფიგურული სრიალისა და მუსიკის მეცადინეობის დოს».
2. შეისწავლე ბაზარი და შეიმუშავე მოქმედების გეგმა. «ყოველ ჩვენთაგანს აქვს ჰობი და გატაცებები, მაგრამ მათი საკუთარ ბიზნესად გადასაქცევად მარტო ენთუზიაზმი არაა საკმარისი ჩაეწერე კურსებზე, მიიღე გამოცდილება, შეისწავლე ბაზარი იმისთვის, რომ განავითარო შენი იდეა ბიზნეს პროექტის დონეზე».
3. დაიწყე მცირედით. «დაიწყე მარტივიდან. მანამდე სანამ გავხსნიდი ნამდვილ ბიზნესს მე დავიქირავე სტუდია ჩემი მეგობრებისგან და ერთხელ კვირაში ვატარებდი იქ საათობრივ გაკვეთილებს, რათა გამეგო მქონდა თუ არა იდეები და პოტენციალი განვითარებისთვის. ეხლა მე ვაძლევ 17 გაკვეთილს კვირაში საკუთარ სტუდიაში! ვფიქრობ,რომ ასეთი მიდგომა ნებისმიერ ბიზნესთან ბიუთი ინდუსტრიაშიც კი მისაღებია: დასაწყისში მთავარია მიიღო მხარდაჭერები კლიენტებისგან ამისათვის კი საერთოდ არაა საჭირო მოხსნა რეკორდი გაყიდვებიდან, საკმარისია მცირე რაოდენობის პროდუქციაც. გაიგე თუ რა მოსწონთ, რა ნაკლებად და რა უნდათ მომავალში. ეს ინფორმაცია შეუფასებელია. დაიწყე მცირედით და დატკბი ბუნებრივი ზრდით».
«მე მრწამს, რომ არაფერია შეუძლებელი, არ არსებობს ოცნება რომელსაც არ შეიძლება ფრთა შეასხა. მთავარია დაისახო მიზანი».
4. ისწავლე დაისახო მიზანი. «მე მწამს, რომ არაფერია შეუძლებელი, ისევე როგორც არ არსებობს ოცნება, რომელსაც არ შეიძლება ფრთა შეასხა. მთავარია არ დააჩქარო შედეგი. შენ აუცილებლად მიაღწევ შედეგამდე როგორიც შენ გინდა, მაგრამ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს, ამიტომ ასეთი მნიშვნელოვანია დაისახო რეალური მიზანი და ნელ-ნელა მიაღწიო წარმატებებს».
5. იყავი მზად წარუმატებლობისთვის. «წარუმატებლობა გარდაუვალია, მაგრამ არ მიუდგე მას როგორც კატასტროფას. წარუმატებლობა - ეს არის საშუალება რაიმეს შესწავლის. მე დამჭირდა რამოდენიმე წელი, რათა შემეძინა უნარ-ჩვევები და არ ჩავციკლულიყავი საკუთარ შეცდომებზე. მევლო წინ ახალ გამოცდილებებზე დაყრდნობით».
6. გიყვარდეს ის, რასაც აკეთბ. «აუცილებელია ნამდვილად გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ და რაც გელოდება გზის ბოლოში. თუ ნამდვილი გატაცებით ხარ შთაგონებული, შენ არ შეგეშინდება მძიმე შრომის შენი მიზნების მისაღწევად. რა თქმა უნდა წარმატებებისკენ მიმავალი გზა არ იქნება ხავერდოვანი, მაგრამ გაცილებით ადვილია გაიარო იგი თუ გიყვარს საქმე რომელსაც აკეთებ».
მიიღე დამატებითი ინფორმაცია საიტზე www.barremodestudios.com