1. დაგეგმე ჯილდო და არა საქმე.
ყოველთვის სასიამოვნოა ელოდო პრემიას ან ჯილდოს ვიდრე X საათის დადგომას, რომლისთვისაც აუცილებელია ამა თუ იმ დავალების შესრულება. მაგალითად თუ საკუთარ თავს დაპირდები, რომ დიდი ხნის ნანატრ პრემიერაზე წახვალ მას შემდეგ, როგორც კი შეადგენ ბიზნეს-გეგმას, სამუშაოს შესრულება უფრო მეტად მარტივი იქნება!
2. შეადგინე გეგმა და განსაზღვრე ყოველდღიური პრიორიტეტები
პროკრასტინაციის ყველაზე ცუდი ფორმა – თავი ისე დაიჭირო, თითქოს ესა თუ ის საკითხი არ არსებობს ან მის შესახებ არაფერი იცი (ან არ გახსოვს). ყველა საკითხი უნდა იყოს დოკუმენტებით დასაბუთებული და მნიშვნელობის მიხედვით განთავსებული.
3. თავიდან უფრო რთული საქმე დაგეგმე
ყველაზე რთული საქმე დაგეგმე დილით, როდესაც ყველაზე მეტი ენერგია გაქვს, ხოლო ის, რაც მარტივია შემდეგისთვის გადადე.
4. დაგეგმე დრო უფრო მნიშვნელოვანი საქმის მიხედვით
ყველა საქმეში შეიძლება გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს (ფორსმაჯორული სიტუაცია შეიქმნას), რომელიც მოითხოვს სწრაფ მოქმედებას. თუ შენი დღე წინასწარ არის მთლიანად გაწერილი და შეხვედრებისგან და რუტინული ფუნქციებისგან შედგება, შენ ყველაზე მეტად შემდეგისთვის გადადებ სასწრაფო შეხვედრებსა და მნიშვნელოვან საქმეებს. არ მისცე უფლება შენს განრიგს გაგაკონტროლოს. იმოქმედეთ პროაქტიულად ანუ შენი ნების მიხედვით!
5. დანიშნე ნდობით აღჭურვილი პირი
პროკრასტინატორების (თავისი სურვილის მიხედვით მოქმედი ადამიანები) უმრავლესობა ფარავს საკუთარ მარცხს, რათა თავიდან აიცილოს კრიტიკა. მაგარამ თუ შენ აირჩევ ადამიანს, რომელსაც მოუთხრობ საკუთარ წარმატებების და მნიშვნელოვანი გეგმების შესახებ ეს არა მარტო მოტივაციად იქცევა მისთვის, არამედ მუდმივად ტონუსში ამყოფებს მას.
6. შეამოწმე, თუ როგორ ხარჯავ დროს
თუ შენ მნიშვნელოვანი საქმის კეთებას აგვიანებ დროის უქონლობის გამო შეამოწმე რამდენად ეფექტურად დახარჯე იგი. შენ მალევე დაინახავ, რომ დრო გამოყენებული იქნა არა დანიშნულების მიხედვით, რადგან მნიშვნელოვანი საქმის კეთების ნაცვლად ისეთი საქმე აკეთე, რომელიც შეგეძლო სხვისთვის დაგევალებინა.
7. არ შესწირო ძილი, ჯანმრთელობა და პირადი ცხოვრება
არ ეცადო დიდი დრო დაუთმო საქმეს, როცა იგი ჩვევად გაქვს. შენ მაინც ვერ ჩაეტევი დროში. მხოლოდ ეხლა ამას დაემატება უძილობა, ახლობლებზე წარმოდგენის დაკარგვა და ჯანმრთელობის პრობლემები.
იმისთის რათა ყველაფერი მოასწრო, მეტად მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება და კარგად გამოძინებული ადამიანის პროდუქტიულობა!