მოიწვიე საუკეთესოები

ხუთი წლის წინ ანა სტენბერგმა დანერგა პროქტი Women Executive Search(WES). ეს გახლავთ პერსონალის შესარჩევი კომპანია, რომელიც სხვებისგან განსხვავდება იმით, რომ ყოველთვის გვთავაზობს ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა კანდიდატურებს. შვეციაში სადაც 80% კანდიდატებისა მამაკაცები არიან, ანამ კოლეგებთან ერთად დაასაქმა ხელმძღვანელ პოზიციებზე 200 ქალი. ეს შესანიშნავი შედეგია. ჩვენ შევხვდით ანას, რათა გაგვეგო თუ როგორ მოახერხა მან ეს და მიგვეღო რჩევები, რომლებიც გამოადგებოდა ყველას, ვისაც უნდა განვითარდეს ორიფლეიმთან ერთად.

1. აღწერე დეტალურად რისი მიღება გსურს: «ყველაფერი საუკეთესო იწყება დეტალური ანალიზით. მანამდე ვიდრე დავიწყებთ იმ ადამიანის ძებნას ამა თუ იმ პოზიციაზე, შეეკითხე საკუთარ თავს თუ რა გამოცდილებაა საჭირო მისთვის. ასევე რა იქნება მოტივაცია ამ ადამიანისთვის ამ პოზიციის დასაკავებლად. ამის შემდეგ შეძლებ შეადგინო დეტალური პროფილი ამ თანამდებობის კანდიდატურისთვის. მაგალითად თუ შენ ორიფლეიმის კონსულტანტი ხარ და აპირებ ახალი ადამიანების მოზიდვას საკუთარ სტრუქტურაში შენ პირველ რიგში ქალების ძებნას დაიწყებ, რომლებიც კოსმეტიკით ინტერესდებიან».

2.  იყავი მაძებარი: «მას შემდეგ რაც დეტალურად აღწერ პოზიციას, შეიძლება  დაიწყო საჭირო ადამიანის ძებნა. ეს ნაწილობრივ დეტექტივის სამუშაოს გავს. WES-ის სპეციალისტები ეძებენ შესაფერის კანდიდატებს არა მარტო არსებული კონტაქტების ბაზაში არამედ სხვა კომპანიების თანამშრომლებს შორისაც. პირველ რიგში მიაქცევ რა ყურადღებას ქალებს, რომლებსაც შესაბამისი პოტენციალი და გამოცდილება აქვთ, რაც აუცილებელია კონკრეტული პოზიციისთვის. ჩვენ ვადგენთ პოტენციური კანდიდატების სიას და ვამცირებთ მათ პირადად შეხვედრისას ან ტელეფონზე საუბრის შემდეგ».

3. ეძებე სოციალურ ქსელებში, მაგრამ შეხვდი პირადად: «ვინაიდან სილამაზის და კოსმეტიკის სიყვარული აუცილებელი პირობაა ორიფლეიმის კონსულტანტისთვის, შესაბამისი კანდიდატების ძებნა სოციალურ ქსელებში მეტად ეფექტური იქნება. მხოლოდ პირადი შეხვედრა მათთან ვინც დაგაინტერესათ დაგეხმარებათ გაიგოთ რა იმალება პირველი შთაბეჭდილების შემდეგ».

4. აირჩიე საუკეთესო კანდიდატი და არა შენი საუკეთესო მეგობარი: «ჩვენ ყველა მიდრეკილები ვართ უპირატესობა მივანიჭოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთვის კარგად არიან ცნობილნი. ჩვენ მეგობრულ განწყობილებებს ვაყენებთ პროფესიულ ღირსებებზე წინ და მზად ვართ შევთავაზოთ თანამდებობა მათ, მაგრამ ამის კეთება დიდი შეცდომაა. ზოგჯერ ერთადერთი საშუალებაა მეტად დინამიური გახადო - აიყვანო სამსახურში საერთოდ უცხო ადამიანი, რომელიც არაფრით გგავთ თქვენ. ამისთვის ყოველთვის უნდა გახსოვდეს თუ რა ღირსებებით უნდა იყოს დაჯილდოვებული თქვენთვის საჭირო ადამიანი».

"შესაბამისი კანდიდატების ძებნა სოციალურ ქსელებში მეტად ეფექტური იქნება ".

5. რა, რატომ და როგორ: «გასაუბრების მსვლელობისას უნდა მიიღო მაქსიმალური ინფორმაცია შენს კანდიდატზე. ცოტაა უბრალოდ ჰკითხო რითაა დაკავებული, მთავარია გაიგო როგორ აკეთებს ამას და რატომ აკეთებს ასე. პასუხები ამ კითხვებზე მეტად მნიშვნელოვანია იმისთვის რათა გაიგო რა ამოძრავებს ადამიანს და რა არის მოტივაცია».

6. რას მივიღებ? «როდესაც გასაუბრებას ატარებ არ დაგავიწყდეს მოუყვე კანდიდატს პერსრექტივებზე. როდესაც ადამიანი მზადაა ჩადოს რაიმე ორგანიზაციაში : თავისი დრო და ძალა, ის უნდა ხედავდეს თუ რა მოგება ელოდება მას».

აპირებ შემოუერთდე  ოროფლეიმს?

თუ შენ ორიფლეიმის კონსულტანტი ხარ განყოფილებაში სწავლება შენ გაიგებ ბევრ საინტერესო  ინფორმაციას ბიზნეს ტრენინგის და უფასო კურსების შესახებ.

 



ტექსტი: ფოტო: Oriflame