როგორ დახურო სამი წოდება ერთი წლის განმავლობაში: ინტერვიუ კუკუშოვების ოჯახთან

რა არის უფრო მნიშვნელოვანი: მოტივაცია თუ მკაფიო სამოქმედო გეგმა? საიდან დავიწყოთ ბიზნესი? როგორ დავსახოთ ამბიციური მიზნები და გვჯეროდეს საკუთარი თავის? წაიკითხე ინტერვიუ აღმასრულებელ დირექტორებთან ოლღა და ვიქტორ კუკუშოვებთან და შეიძინე იდეები შენი წარმატების ისტორიისთვის.

თქვენ ასე სწრაფად მოიპოვეთ აღმასრულებელი დირექტორების წოდება. დღეს, გამოცდილების სიმაღლიდან, შეგიძლიათ შეაფასოთ, რა იყო ყველაზე მთავარი?
ყველაზე მთავარი ეს, ალბათ, ადამიანებთან ურთიერთობაა. ჩვენ არ ვაძალებთ, თავზე არ ვახვევთ ჩვენს ბიზნეს-წინადადებას, ხშირად საუბრის პროცესში ადამიანი ინტერესდება, თუ რა საქმიანობით ვართ დაკავებულები. ადამიანების მოზიდვა თქვენთვის ისეთივე ბუნებრივ საქმედ უნდა იქცეს, როგორც დილაობით კბილების გახეხვაა. ყოველდღე მინიმუმ ერთი რეგისტრაცია განახორციელეთ და პარტნიორებიც ამას შეაჩვიეთ.  

თქვენ ახალ რეგისტრაციას იღებთ და შემდეგ რა ხდება? როგორ მუშაობთ ახალბედებთან, გაქვთ თუ არა გამონაცადი და სანდო მეთოდები?
პირადი მაგალითი და გამუდმებული განვითარება არის ის, რაც ხელს უწყობს თქვენს საკუთარ წინსვლას და საქმეში სხვების ჩართვას და გაძღოლას. ჩვენ ვუზრუნველყოფთ სხვადასხვა სწავლების ორგანიზებას გუნდში ახალი უნარ-ჩვევების განვითარების და ახალი ხედვის ჩამოყალიბების მიზნით. დამწყებთა მოზიდვას ვეწევით სოციალურ ქსელებში ნაცნობ-მეგობრებთან ურთიერთობით, «სამისთვის» განკუთვნილი ჩათების მეშვეობით, რითაც ვაჩვენებთ, როგორ უნდა ჩაერთონ დიალოგებში და დაძლიონ ძირითადი წინააღმდეგობები. შემდეგი ნაბიჯი არის ცივ ბაზარზე მოზიდვის შესახებ ახალი ცოდნის შეძენა. ახალბედა იწყებს სხვადასხვა მეთოდების პრაქტიკაში მოსინჯვას და პირველი რეგისტრაციების მიღებას, მეტი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მქონე პარტნიორების ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით.   

რა არის უფრო მნიშვნელოვანი: მკაფიო სამოქმედო გეგმა თუ გუნდის მოტივაცია, შთაგონება?
სისტემა — სავალდებულო ასპექტია, მაგრამ მოტივაციის გარეშე ვერ იმუშავებს. მნიშვნელოვანია გამუდმებით ეძებო ინფოსაბაბი გუნდში შემოქმედებითი მუხტის შესაქმნელად, მიულოცო ახალი ეტაპები და მიღწევები, მიიწვიო გამოცდილების მქონე სპიკერები, განიხილო პარტნიორების წარმატებები. ჯერ, აგრეთვე, არავის გაუუქმებია  საკუთარ თავზე მუშაობა. ჩვენ უამრავ ახალ მასალას ვეცნობით და გამუდმებით ვცდილობთ ბიზნესის განვითარების მეთოდიკის სრულყოფას, გუნდს ვუზიარებთ ცოდნას და მუშაობის ხერხებს.   

და რა იყო პირადად თქვენი მოტივაცია წარმატების მისაღწევად? 
ჩვენ გვიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებთ. ამასთანავე, ჩვენ გვყავს სამი შვილი და ისინი ჩვენთვის ყველაზე ძლიერი სტიმულია წინსვლისთვის. ჩვენ გვინდა მივცეთ მათ ის, რაც ჩვენ არ გაგვაჩნდა: კარგი განათლება (შესაძლოა, საზღვარგარეთ), არჩევანის და გადაადგილების თავისუფლება ენის ცოდნის წყალობით და კიდევ გვსურს გავზარდოთ ტოპ-ლიდერების თაობა ბრილიანტის დირექტორის დონიდან და ზემოთ.    

წარმოიდგინეთ, რომ ახლა თქვენს წინაშე არიან ადამიანები გზის დასაწყისში. მათ თქვენი დონის მიღწევა სურთ, მაგრამ არ იციან, საიდან დაიწყონ. რას ურჩევ მათ?
განსაზღვრეთ დკამ დიდი კადნიერი ამბიციური მიზანი. დაყავით ის ეტაპებად, გაწერეთ მიზნები 5 წელიწადზე, შემდეგ 3 წელზე, მერე ერთ წელზე, კატალოგზე და ყოველ დღეზე! და ყოველდღე მკაცრად შეასრულეთ დასახული ამოცანები. ყველაფერი საკუთარ ხელში აიღეთ, ნუ დაელოდებით, ვიდრე უკეთესი დრო დადგება ის უკვე აქ არის.  
ტექსტი: ფოტო: Oriflame