ვინ: სოლიდური ასაკის ქალბატონი
უნივერსიტეტის პედაგოგი ან თანამგზავრი მეტროში, შორეული ნათესავი ან თუნდაც თქვენი ბებია — ეს ძველი ყაიდის ქალბატონი ყოველთვის გაგრძნობინებთ, რაშია თქვენი «პრობლემა». პრობლემა შეიძლება იყოს ათასნაირი, — ზედმეტად მოკლე ქვედაბოლო ან მაკიაჟი, მაკიაჟის არარსებობა ან სპორტული ფეხსაცმელი «ნორმალური ლამაზი ფეხსაცმელების» ნაცვლად, — ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც სტერეოტიპის ცნებას ცდება. მის სამყაროში ქალს არ უნდა ქონდეს მოკლედ შეჭრილი თმა (ეს არ არის ქალური!), არ უნდა ირჩევდეს დიდი ზომის ტანსაცმელს (მალავს სხეულის კონტურებს), არ უნდა ქონდეს გარკვეული «მიღწევების» ნაკრები გარკვეული ასაკისთვის: კარიერა, ოჯახი, შვილები, გარეგნობა ან, ღმერთო მაპატიე, ქვაბების ნაკრები. გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი — სტერეოტიპებია და თანამედროვე სამყაროსთან მათ არა აქვთ არანაირი კავშირი. მნიშვნელოვანია, თუ როგორ აღიქვამთ თქვენს თავს ამჟამად. თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების აზრის მიუხედავად.
ვინ: მეგობარი-მოდის მიმდევარი
ლამაზი, თვალში მოსახვედრი, მაგრამ უშინაარსო — ასეთნაირად შეიძლება დახასიათდეს შემდეგი ტიპაჟი. ის ჩაიცმევს მოკლე კაბას არა იმიტომ, რომ ასე მოწონს, არამედ იმიტომ, რომ ეს მოდურია. ძალიან მკაფიოთ დაიტანს მაკიაჟს არა იმიტომ, რომ უხდება კაშკაშა წითელი საცხი, არამედ იმიტომ, რომ ასე კარნახობს პრიალა ჟურნალები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მარტივად ასახსნელია, მაგრამ მოდის მიმდევარმა მეგობარმა დაკარგა თავისი ინდივიდუალურობა და ათას შორის ერთერთი «ინსტაგრამის ქალიშვილი» გახდა. და ახლა ცდილობს თქვენც აგიყოლიოთ. არაფერს არ გაგონებთ? დიახ, ეს სწორადაც მომავალი სოლიდური ასაკის ქალბატონია. გაუწიეთ წინააღმდეგობა!
რა გავაკეთოთ:
ასეთი ადამიანები შენელებული მოქმედების რაკეტას გვანან. მათთან კამათი არ ღირს, ალტერნატიული აზრი მათთვის არ არსებობს, ხოლო დამტკიცების მცდელობა უფრო აღიზიანებთ. იყავით თავაზიანი, გაიღიმეთ, გაეცით მოკლე პასუხი, ისაუბრეთ ზოგად თემებზე და თავს ნუ დაიტვირთავთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ აზრი თქვენს და თქვენი ცხოვრების სტილის შესახებ — სხვისი აზრია (და თქვენი აზრი უფრო მნიშვნელოვანია).
ვინ: მეზობელი
მთელი სადარბაზოს ჭორების შემგროვებელი ან კოლეგა სხვა განყოფილებიდან დაგისვამენ უტაქტო შეკითხვებს პირადი ცხოვრების შესახებ ან შეაფასებენ თქვენს გარეგნობას ან ქმედებებს მოთხოვნის გარეშე. რატომ არის მათთვის ასე მნიშვნელოვანი თვალი ადევნონ სხვის ცხოვრებას? ხომ ნათელია, რომ ამ შემთხვევაში რისკავენ თვალყური ვერ მიადევნონ საკუთარ ცხოვრებას.
როგორ მოვიქცეთ:
ნურავის ნუ შეუშვებთ თქვენს ტერიტორიაზე, ზედმეტს ნუ მოუყვებით და სხვებს ნუ განსჯით.
ვინ: თქვენი უფროსი
ასეთი ადამიანი ახდენს თანამშრომლის ეფექტურობის შეფასებას გარეგნობის და არა შედეგების მიხედვით. ანუ, ფეხები შეიძლება ქონოდა უფრო მოხდენილი, ხოლო კაბა — უფრო გრძელი. შეიძლება ასეთი ადამიანების დადანაშაულება? არც თუ ისე. პეწი და საზოგადოებრივი აზრი გვკარნახობს შევესაბამებოდეთ «აღიარებულ» სტანდარტებს. მაგრამ, სინამდვილეში სხვისი აზრი თანხვედრაში არ არის ჩვენს საკუთარ აზრთან. მე, რომელიც ვხედავ, ვგრძნობ და ვცხოვრობ სხვანაირად.
რა გავაკეთოთ:
ნუ შეეცდებით ვინმეს მოეწონოთ, იყავით ისეთი, როგორიც ხართ, და კარგად გააკეთეთ თქვენი საქმე.
მაშასადამე, თქვენ გაიცანით ადამიანების ოთხი ტიპი, რომელთა აზრი სერიოზულად არ უნდა აღიქვათ. ბინგო! სწორედ ეს ტიპაჟებია წარმოდგენილი ახალი პროექტის ანტიკასტინგის ვიდეო რგოლში. ყველა როლი ითამაშა არაჩვეულებრივმა ირინა გორბაჩევამ, მსახიობმა, რომლის მახვილგონიერმა სკეტჩებმა დაიპყრო ინსტაგრამში რუსული ინტერნეტი. ახალი სარეკლამო რგოლი — მინიატურული მხატვრული ფილმია, რომელშიც არის მნიშვნელოვანი შეტყობინება ყოველი ქალნატონისთვის: თქვენი სილამაზე დამოკიდებული არ არის თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების შეფასებაზე. ამ ვიდეოში ფილმის შემქმნელები გვიზიარებენ თავიანთ მოსაზებებს იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა გადაღებები, ხოლო მაყურებლებს შესაძლებლობა უჩნდებათ აღმოჩდნენ გადასაღებ მოედანზე. ვუყურებთ!
გახსოვდეთ, რომ არანაირი შეფასებები და სტერეორიპები გავლებას არ უნდა ახდენდენ თქვენზე და თქვენს ცხოვრებაზე. იცხოვრეთ ისე, რომ ყურადღება არ მიაქციოთ გარშემო მყოფი ადამიანების აზრს და გააკეთეთ ის, რაც სწორად მიგაჩნია.
შემოუერთდით მოძრაობას ანტიკასტინგი და გაგვიზიარეთ ახლო ადამიანის ისტორია, რომელიც არის თქვენთვის შთამაგონებელი. უყურეთ ვიდეონომინაციებს და მოყევით ჭეშმარიტი სილამაზის ისტორია, როგორც ეს გააკეთეს ცნობილმა ბლოგერებმა და ტოპ-ლიდერებმა.