როგორ უნდა შეიქმნას ინტერნეტ-მაღაზია?

ჩვენ ვესაუბრეთ ვეგანის პროდუქტების «VolkoMolko» დამფუძნებელს ალექსანდრა ლევკოვას ინტერნეტ-მაღაზიის შექმნის, ნატურალური პროდუქტების წარმოებისა და საკუთარი საქმისადმი სიყვარულის შესახებ.

რამდენიმე წლის წინ ჩვენ გდავწყვიტეთ ვეგანის პროდუქტების წარმოება. როგორ მოგვივიდა ამის გაკეთების იდეა და რით განსხვავდება ვეგანობა უფრო ცნობილი და ფართოდ გავრცელებული ვეგეტარიანობისგან?

ვეგანობა — უფრო ახალგაზრდა მიმართულებაა, რომელიც წარმოიქმნა ვეგეტარიანობისგან. ვეგეტარიანელები უარს აცხადებენ ამა თუ იმ სახის ხორცზე, თევზე და ფრინველზე. ვეგანებმა უფრო წინ წაიწიეს, მათი მიზანია — გაუფრთხილდნენ ბუნებას და ცხოველებს, ამიტომ უარს აცხადებენ ნებისმიერი ცხოველური ინგრედიენტის, მათ შორის რძის პროდუქტების, კვერცხის და აგრეთვე თაფლის მიღებაზე. ოთხი წლის წინ რუსეთის ბაზარზე არ იყო ვეგანური რძე და ყველი, ანუ პროდუქტები ცხოველური ინგრედიენტების გარეშე, მაგრამ რომლებიც გემოთი ჩვეულებრივი რძის პროდუქტებისგან არ განსხვავდებოდა. და ჩვენ მაშინ ვიფიქრეთ, რომ რადგან არის მათზე მოთხოვნა, ისინი აუცილებელია. დავიწყეთ სოიოს და თხილის რძის წარმოებით. შევიმუშვეთ უცხიმო ყველის რეცეპტურა (მასში აგრეთვე არ არის რძე). სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ VolkoMolko — პირველი კომპანიაა, რომელმაც შეიმუშავა და რუსეთში შეიტანა ვეგანური ყველი.  

რა სირთულეებს გადააწყდით სტარტზე? 

ფართის მოძებნა, პროცესების გაშვება, ფულის, ადამიანებისა და გამოცდილების უკმარისობა. საწყის ეტაპზე ძალიან ბევრის გაკეთება თავად გიწევს. ვფიქრობ, რომ ეს ბიზნესის წარმატებაც კი არის, იმიტომ, რომ საკუთარი საქმის სიყვარულის და ენთუზიაზმის გამო გინდა, რომ ყველაფერი იყოს მაქსიმალურად კარგად. მაშინ, როცა არ გაქვს ბიზნესის შექმნის გამოცდილება, ყოველი პროცესი გადალახვას და სწავლებას წააგავს მაშინაც კი, როდესაც სურვილი გაქვს ყველაფერი სწრაფად და ხარისხიანად გააკეთო. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენი ბიზნესის ჩამოყალიბების გზაზე ბედმა შეგვახვედრა შესანიშნავი და გულისხმიერი ადამიანები, რომლებიც სიტყვით და საქმით ხელს გვიწყობდნენ დაგვეძლია უამრავი ახალი ამოცანა და სირთულე.

ინტერნეტ-მაღაზიის შექმნისას რომელია უკეთესი - უფასო საიტ-შაბლონებით სარგებლობა თუ საკუთარი საიტის შექმნა? რას უნდა მიექცეს მეტი ყურადღება და რიოგორ უნდა შეირჩეს ჰოსტინგი?

ინტერნეტ-მაღაზიის შექმნის გამოცდილება ჩვენ არ გვქონდა. ჩვენ დავიწყეთ მარტივი და, ჩვენის აზრით, ხელმისაწვდომი ვარიანტით — პლატფრმით, სადაც შეიძლებოდა დამოუკიდებლად საიტის შექმნა შაბლონის მიხედვით. ეს ძალიან მოხერხებული და სწრაფი აღმოჩნდა.  ჰოსტინგი შევარჩიეთ რუსეთის ყველაზე მსხვილი კომპანიისგან, რაც ძალიან მარტივი და სწრაფი ვარიანტი აღმოჩნდა. 

მოგვიყევით სოციალური ქსელების შესახებ. თქვენ თვითონ წარმართავთ მათ, თუ მოწვეული გყავთ smm-მენეჯერი? თქვენი აზრით რომელი სოციალური ქსელები ხასიათდება უფრო მეტი გამოხმაურებით?

ყველაზე ძლიერ მოედანს თავიდან წარმოადგენდა სოციალური ქსელი «კონტაქტში». სწორედ იქ შეიძლებოდა ჯგუფის ჩამოყალიბება პროდუქციის აღწერით და კლიენტებისთვის მისი შეძენის შესაძლებლობის შექმნა და სწორედ ეს გავაკეთეთ საკუთარი ძალებით. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გაგვიჩნდა smm-მენეჯერის მოწვევის საშუალება. გუნდში გამოცდილი სპეციალისტის მოსვლით ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი პროდუქციის წინ წაწევის შესაძლებლობები, ფეისბუქში და ინსტაგრამში ჩართვით. 

თქვენ ძალიან ლამაზი ფოტოები გაქვთ ინსტაგრამში. თქვენ თვითონ იღებთ ამ ფოტოებს თუ ფოტოგრაფს აკეთებინებთ მათ?

ყველა ფოტოს გვიკეთებენ პროფესიული ფოტოგრაფები. ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი პროდუქცია და მივიჩნევთ, რომ ფოტოები უნდა გააკეთონ ადამიანებმა, რომლებსაც დიდი გამოცდოლება აქვთ ამ ინდუსტრიაში. სწორედ ამიტომ ამ ფოტოებზე გამოსახული პროდუქცია ლამაზი და გემრიელია. გარდა ამისა, ჩვენ სიამოვნებით ვაზიარებთ ჩვენი მყიდველების ფოტოებს, შეფასებებს და რეცეპტებს.

ყველაზე მეტად რა შთაგაგონებთ მეწარმეობაში?

ვფიქრობ, ეს შეიძლება შეადარო ბავშვის დაბადებას და აღზრდას. ყოველ დღე შენ  კომპანიის, ანუ შენი ქმნილების გვერდით კი არა, არამედ შიგნით იმყოფები. «VolkoMolko»-ს შექმნიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მე შევიტყვე ერთი ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი რამ: კომპანია ვითარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ თავად ვითარდები. ენერგიის დაბრუნების ძალა იმდენად ძლიერია, რომ რაც უფრო მეტს ჩადებ, მით უფრო ძლიერი ხდება და მით უფრო მეტი გიბრუნდება. ორივე პროცესი (გაცემა და დაბრუნება) ძალიან გმუხტავს. კომპანიას აქვს თავისი სლოგანი "სიყვარულით ბუნებისადმი", "სიყვარულით საკუთარი თავისადმი". ჩვენ ამას ვგრძნობთ, ამას ვაზიარებთ. ეს ჩვენ შთაგვაგონებს.   

ტექსტი: ფოტო: VolkoMolko