მატილდა ჯონსონი, ორიფლეიმის ექსპერტი არომატების კატეგორიაში
«სურნელი დაკავშირებული აემოციებთან. ეს თვითგამოხატვის საშუალებაა. საშუალება გააგებინოს გარშემომყოფებს თუ ვინ ხარ და რა გსურს. ამიტომ არომატის ამორჩევისას დაეყრდენით თქვენს სურვილებსა და განწყობილებას.
თუ გინდა თავი იგრძნო რომანტიკულ ქალად, შენ მოგიხდება ყვავილოვანი და ხის მერქნის ნოტები. თუ გინდა ბრწყინავდე გასინჯე კლასიკური ასკილის არომატი, ხოლო თუ გინდა ხაზი გაუსვა შენს მგრძნობელობას, მიმართე პიკანტურ აღმოსავლურ ნოტებს, ტკბილ ყვავილებსა და მუშკის ნოტებს».
ვინსენტ შალერი, პარფიუმერი
«ვინაიდან ქორწილი ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა შენს ცხოვრებაში მე გირჩევდი აგერჩია ელეგანტური არომატი, ისეთი, როგორიც შთაგინერგავს საკუთარი თავის რწმენას და დიდხანს დარჩება შენს კანზე.
Volare Forever არომატის გულში მე მოვათავსე თეთრი ვარდის ნოტი, რადგან ის მტკიცედაა დაკავშირებული რომანტიკასთან. რა შეიძლება იყოს ქორწილზე მეტად რომანტიკული? მე თავიდანვე მინდოდა ასეთი ეფექტის მიღწევა, რადგან სიტყვა Forever (სამუდამოდ) გვიბიძგებს სამუდამო სიყვარულისკენ, რომელსაც ჩვენ ვამყარებთ ცოლქმრული კავშირით ამ ღირსშესანიშნავ დღეს.პ ატარძლის არომატი ხაზს უნდა უსვამდეს მის სილამაზეს და როგორც მშვენიერი სინათლის სხივი აცისკროვნებდეს მას».
კამილა ოსტრანდი, ვარსკვლავთა სტილისტი
«არომატის არჩევა ქორწილის დღისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე კაბის ამორჩევა. არსებობს ორი მიდგომა არომატის ამოსარჩევად. ერთ-ერთი მათგანი მდგომარეობს იმაში, რომ გამოვიყენოთ შენი "საფირმო" არომატი, ის, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს შენს პიროვნებას, იგი მოგვცემს უსაფრთხოების და თვითდაჯერებულების შეგრძნებას.
სხვა მიდგომა – ამოირჩიო არომატი, რომელსაც შენ ატარებ არა მარტო ქორწილის დღეს, არამედ ამ ღირსშესანიშნავი თარიღის წლისთავზეც, რომელიც დაკავშირებული იქნება შენთვის ზუსტად ამ დღესთან და ყოველთვის გაგრძნობინებს მას. ასეთი არომატი შენს მეუღლესთან ერთად შეარჩიე, ეს საგრძნობლად დაგაახლოვებთ».
«რატომ არ შევარჩიოთ არომატი სპეციალურად შენი ქორწილისთვის? არომატი, რომელიც შეერწყმება ამ დღეს შენი ქორწილის საერთო სტილს, წლის იმ დროს , როდესაც შედგება შენთვის ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული.
თბილი ამბრისა და შოკოლადის ნოტების არომატი იქნება ზედმეტად მძიმე ზაფხულის დღისთვის, მაგრამ იდეალურად შეერწყმება "ზამთრის" ქორწილს. ხოლო კლასიკური არომატი ორქიდეის ნოტებით პირიქით ზუსტად მოერგება ცერემონიას ზღვის სანაპიროს სტილშიе».
დანიელა ბონარდი, პატარძალი
«ვინაიდან ქორწილი – მეტად ამაღელვებელია მე ვემშვიდობები ჩემს ჩვეულ არომატებს, ის მამშვიდებდა და ქმნიდა კომფორტის შეგრძნებას. ჩემი რჩევაა ყველა პატარძლისთვის: ამოირჩიეთ ისეთი არომატი, რომელსაც მიეჩვიეთ და რომელიც არ გაგაღიზიანებთ. ქორწილის დღეს ნებისმიერი სურნელი მოგეჩვენებათ უფრო ძლიერად და მკვეთრად ვიდრე ის სინამდვილეშია, ამიტომ თქვენთვის აუცილებელია ისეთი რამ, რაშიც ბოლომდე დარწმუნებული იქნებით. ამასთან ერთად, შემდგომში ის გაგახსენებთ ამ მშვენიერ დღეს».