იდეალური გეგმა
დასაწყისისთვის ჩამოწერე გასაკეთებელი საქმეების სია. დიახ, მთელი «სია», რომელსაც, ჩვეულებრიც, თავში ინახავ ხოლმე. შემდეგ ხაზი გაუსვი იმ საქმეებს, რომლებიც მხოლოდ შენ განიჭებენ სიამოვნებას. როგორც წესი, დარჩენილი ნაწილი უფრო მეტი იქნება. და აი, — დაფდაფებისა და ბუკების გამაყრუებელი ხმაური — მაგრამ ის არ იქნება შენი ცხოვრების შესახებ. იფიქრე თითოეულ პუნქტზე: საიდან გაჩნდნენ ისინი? ვისი სურვილებია ეს სინამდვილეში — მშობლების, ნათესავების თუ საყვარელი ადამიანების? როდესაც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ, რის დამტკიცებას ცდილობ ან ვისთვის? და რა იქნება იმაში ცუდი, თუ შენს საკუთარ სურვილებს გაჰყვები? (პასუხი: არაფერი). ამის გაცნობიერებაც კი დაგეხმარება იმაში, რომ ცხოვრების ჯანსაღი მხარის მიმართულებით დაიძრა.
ამოშალე ზედმეტი
თანდათანობით ამოშალე სიიდან ის საქმეები, რომლებიც შენი არ არის. ადამიანთან ურთიერთობა ძალებს გართმევს და სიხარულს არ განიჭებს? უარი თქვი მასზე. სამუშაო სიამოვნებას აღარ განიჭებს? იფიქრე, რისი შეცვლა შეიძლება (შესაძლოა, თავად სამუშაოსიც). ერთი სიტყვით, მოიშორე ყველაფერი, რაც ხელს გიშლის ცხოვრებისგან სიხარული და სიამოვნება მიიღო.
დაუთმე დრო საკუთარ თავს
მხოლოდ ბედნიერ და რეალიზებულ ადამიანს შეუძლია გააბედნიეროს თავისი საყვარელი ადამიანები. ამიტომ შენი მთავარი ამოცანა — შენ ხარ. გამუდმებით შეეკითხე საკუთარ თავს «მინდა თუ არა ეს?», შეძელი უარის თქმა და ისწავლე საკუთარი პრიორიტეტების დაყენება სხვებზე უფრო მაღლა. ასე პრაქტიკაზე მიხვდები, რომ ჯანსაღი ეგოიზმი — აუცილებელი უნარ-ჩვევაა.
სამსახური, სახლი, ოჯახი — ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ რამდენ დროს უთმობ საკუთარ თავს? ასწრებ კი იმ ყველაფრის გაკეთებას, რაც სინამდვილეში გსურს? ავლენ თუ არა შენს პოტენციალს 100%-ით? მისდევ თუ არა შენს ოცნებას? ზრუნავ თუ არა საკუთარ თავზე, ასხივებ თუ არა ჭეშმარიტ სილამაზეს? ან, იქნებ ყოველთვის, როდესაც შენთვის რამეს აკეთებ, ცოტათი გრცხვენია, რომ აკლებ დროს ახლობლებს, მეგობრებს ან კოლეგებს?
დაისახე მიზანი — გამონახე დრო შენთვის!