5 რამ, რაც სამარცხვინო არ არის, გამოუტყდეთ საკუთარ თავს

იზრუნო საკუთარ თავზე და პრიორიტეტად დასახო საკუთარი ბედნიერება — სირცხვილი არ არის, პირიქით სასარგებლო და აუცილებელია.

1. მე ლამაზი ვარ და ჩემი გარეგნობა ჩემი საქმეა.  რაც არ უნდა ილაპარაკონ სხვებმა თქვენს გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, ქცევაზე ან სხვა ბიოგრაფიულ ფაქტზე, იცოდეთ, რომ თქვენი გადასაწყვეტია, დაუჯეროთ მათ თუ არა. მხოლოდ თქვენ გაქვთ უფლება განკარგოთ თქვენი სხეული და გარეგნობა. და თუ სხვები სხვანაირად ფიქრობენ, ეს არ არის იმის საბაბი, რომ მათ უსმინოთ. გიყვარდეთ თქვენი თავი და თქვენი სილამაზე და გახსოვდეთ, რომ თქვენნაირი ადამიანი მეორე არ არის.

2. მე არ მრცხვენია ჩემი ასაკის.  ასაკი ეს მხოლოდ ციფრია პასპორტში. ის არანაირ გავლენას არ ახდენს ბედნიერებაზე და წარმატებაზე. მოვიყვანოთ მაგალითი. მილიარდერის, გამომგონებლისა და მეწარმის ილონა მასკას დედა მეი აგრძელებს მოდელის კარიერას 70 წლის ასაკშიც და მკაფიო ფერის ტანსაცმელს და საცხს ატარებს.  50 წლის მანძილზე, ის ხშირად მონაწილეობს გადაღებებში. პეტერბურგელი ტატიანა ნეკლუდოვა — რუსეთში ყველაზე ცნობილი ასაკოვანი მოდელი და 60 წელს გადაცილებული ერთადერთი ქალია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც გადაიღეს რეკლამაში საცვლების ბრენდისთვის. ამჟამად ტატიანა 62 წლის არის, მას ყავს ორი შვილი და შვილიშვილები და მუდმივად მონაწილეობს გადაღებებში,

3. მე ისეთი არ ვარ, როგორც ყველა და ეს ნორმალურია. ოცნებობთ გახდეთ მეწარმე და შექმნათ ბიზნესი ადამიანებისთვის, თუნდაც მეშვიდე თაობის ყველა თქვენი წინაპარი „ბიძაზე მუშაობდა“?  60+ ასაკში ატარებთ მაღალ ქუსლებიან ფეხსაცმელებს, კაბებს ღრმა დეკოლტეთი და მუშაობთ სამოდელო სააგენტოში მაშინ, როდესაც თქვენი მეგობარი ქალბატონები სახლში სხედან შვილიშვილებთან? ცვლით თქვენს ცხოვრებას, როდესაც ყველა გირჩევთ, რომ ზედმეტად არ გამოიჩინოთ თავი. ყველაფერი ეს და კიდევ უამრავი მაგალითი მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ თქვენ ძლიერი და მამაცი ადამიანი ხართ, რომელიც ყურადღებას არ აქცევს სტერეოტიპეპს და 100%-ით თქვენი ცხოვრებით ცხოვრობთ. უბრალოდ გააგრძელეთ.    

4. მე უფრო მნიშვნელოვანი ვარ, ვიდრე სამსახური, სახლი, ოჯახი. გაიხსენეთ, რას ამბობენ თვითმფრინავში აფრენის წინ: «ჯერ თქვენ გაიკეთეთ ნიღაბი, ხოლო შემდეგ ბავშვს». ასეა ცხოვრებაშიც. თუ თქვენ ბედნიერი ხართ, მაშინ ბედნიერია ყველა თქვენს გვერდით მყოფი. ეს მარტივი წესია. და თქვენ იმის ძალა შეგწევთ, რომ შეინარჩუნოთ ბალანსი თქვენი ცხოვრების შემადგენლებს შორის და არ აღმოჩნდეთ გარემოებათა მსხვერპლი. ადამიანები კი (ახლობლები, ნათესავები და მეგობრები) თვითონ მოახერხებენ ამას. 

5. მე შემიძლია ვაკეთო ის, რაც მინდა.  უყუროთ სერიალებს ყველა უქმე დღეს, დახარჯოთ ხელფასი შოპინგზე, ხოლო ბავშვები მიაბაროთ ძიძას, მეუღლეს ან ბებიას რამდენიმე დღით. ააგოთ კარიერა ან ააშენოთ სახლი. იზარმაცოთ და მთელი დღე წამოწოლილი წიგნი იკითხოთ. ჩაწერეთ ამ პუნქტში ყველა თქვენი სიამოვნება: ეს მარტივია! ხოლო არ იცხოვრო შენი ცხოვრებით და ეცადო, რომ ყველასათვის კარგი იყო ძალიან მძიმეა.


ტექსტი: ფოტო: Orifame