გააკეთეთ სამახსოვრო ალბომი
ჯერ კიდევ ათი წლის წინ ვიკრიბებოდით მთელი ოჯახით და ვფურცლავდით ფოტოების ალბომებს, ვიხსენებდით წარსულის თბილ მომენტებს. ახლა, ჩვენს ციფრულ ხანაში, კადრები ტელეფონის მეხსიერებაში რჩება, შემდეგ კი მივიწყებას ეძლევა. დროა გავიხსენოთ ტრადიციები. დაბეჭდეთ საუკეთესო სურათები ფოტო ატელიეში ან ამობეჭდეთ ჩვეულებრივ პრინტერზე, აიღეთ მუყაოს ფურცლებიანი ალბომი და შექმენით წარმავალი წლის დღიური. ჩართეთ პროცესში მთელი ოჯახი: ბავშვებს შეუძლიათ დახატონ, ამოჭრან, ჩააწებონ ფოტოსურათები. გვერდების გასაფორმებლად გამოგადგებათ ნებისმიერი დეკორი: ეტიკეტები, მძივები, ლენტები. ან იქნებ გაქვთ გამხმარი ყვავილები ან შემოდგომის ფოთლები, რომლებიც ერთხელ სეირნობისას შეაგროვეთ და შემდეგ წიგნების გვერდებს შორის მოათავსეთ?
კარგი იქნება, თუ თითოეული თქვენგანი ფოტოსურათების გვერდით საკუთარ მოგონებებს დაწერს: გვიამბეთ, როგორ ჩაიარა ამ დღემ, რამ მოგანიჭათ ბედნიერება. დახურეთ თქვენი ცხოვრების ეს თავი, რათა სუფთა ფურცლიდან შექმნათ შემდეგი. დაე, იყოს იგი ისეთივე ბრწყინვალე!
მოაწყვეთ საახალწლო კინომარათონი
ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალში იშვიათად გრჩებათ დრო იმისათვის, რომ უბრალოდ დაისვენოთ და ფილმს უყუროთ. მაშ, რატომ არ შეიძლება, რომ მოაწყოთ ნამდვილი ფილმის ჩვენება! შეარჩიეთ ყველაზე მყუდრო საშობაო კომედიები, მოიმარაგეთ პლედები და ბალიშები. პროგრამაში ჩართეთ თუნდაც ერთი მულტიპლიკაციური ფილმი — ბავშვები ბედნიერები იქნებიან. მოამზადეთ საახალწლო ნუგბარი: ხილის წოწოქურა (მორსი), ჯანჯაფილის თაფლაკვერები, კაკაო ზეფირით (მაშმელოუ). დაე, მთელმა მსოფლიომ დაიცადოს!
შექმენით სიმყუდროვე სახლში
ინტერიერის განახლება შესაძლებელია სულ ორიოდე საათში, მხიარულად, მთელი ოჯახით და თანაც იაფად. სივრცის მორთვა — შესანიშნავი ხერხია საახალწლო განწყობის შესაქმნელად. თუ თქვენს ოჯახში ჯერ კიდევ არ არის ასეთი ტრადიცია, მაშინ დროა, რომ შექმნათ იგი. შეიარეთ უახლოეს ავეჯის მაღაზიაში და ოჯახის თითოეულმა წევრმა აირჩიოს ის, რაც მოსწონს. ახალი ბალიშები, სანთლები ან სანათების გირლანდა ძალიან ცოტა ღირს, მაგრამ შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ბინა. შეიძინეთ განსაკუთრებული, სადღესასწაულო სუფრა. შეგიძლიათ შემოინახოთ იგი საახალწლო ზეიმისთვის — ან საღამოობით ვახშმისთვის გამოიტანოთ. დაე, ყოველი დღე განსაკუთრებული იყოს!
… განთვირთვაც სასარგებლოა
საახალწლო დღესასწაულებზე ადვილია სახლში დიდხანს დარჩენა. იყავით აქტიურნი! წადით ყინულის მოედანზე, იგუნდავეთ, ისრიალეთ ციგებზე, შეეცადეთ დაეუფლოთ ზამთრის სპორტის სახეობებს. სითბოში დამალვა გსურთ? დაათვალიერეთ ადგილობრივი მუზეუმების საიტები: არდადეგების პერიოდში ზოგიერთ ექსპოზიციაზე დაშვება უფასოა. კიდევ ერთი შესანიშნავი ვარიანტია საბავშვო სპექტაკლი ან ნაძვის ხის ზეიმი.
მოაწყვეთ სხვა ქვეყნის ტრადიციების დღე
შესანიშნავი გზაა მოგზაურობისთვის სახლიდან გაუსვლელად, თუ ამ საახალწლო არდადეგებზე არსად აპირებთ წასვლას. მოაწყეთ სხვა ქვეყნის ტრადიციების დღე — მაგალითად, შვედეთის. ჩაიცვით ამ ქვეყნის ფერებში, მოამზადეთ მათი საფირმო კერძები, მოუსმინეთ ადგილობრივი შემსრულებლების მუსიკას. შეიტყვეთ მეტი ქვეყნის ისტორიის შესახებ, გაიგეთ ან თუნდაც მოსინჯეთ მათი სადღესასწაულო ტრადიციები, უყურეთ ფილმს, სადაც მოქმედება სწორედ აქ ხდება. გამოვა ნამდვილი ჩაძირვა სხვა კულტურაში.
დატკბით სპა-პროცედურებით
სამუშაო დღეებში საყვარელი სილამაზის რიტუალების ჩატარება ხშირად სიჩქარეში გიწევთ — - მით უფრო სასიამოვნოა, როდესაც სადღესასწაულო არდადეგებზე არსად არ გეჩქარებათ. ქაფიანი აბაზანა თბილი არომატით, საყვარელი სახის ნიღაბი — გააკეთეთ ყველაფერი, რისი გადადებაც გიწევდათ ამდენი ხნის განმავლობაში. წყლის პროცედურების შემდეგ, წაისვით ტანის მბრწყინავი ზეთი მბზინავი ნაწილაკებით: თუ ბრწყინვაა, ბრწყინვა იყოს! რაც შეეხება ოჯახის პატარა წევრებს, ისინი დააფასებენ საპონს და აბაზანის ქაფს
საყვარელი პერსონაჟებით.
любимыми героями.