საკუთარი ბიზნესი დაბანდების გარეშე

თუ ოცნებობ საკუთარ ბიზნესზე, მაგრამ არ გაქვს საწყისი კაპიტალი ეს არ არის მოტივაციის დაკარგვის მიზეზი. ჩვენ ავხსნით როგორ გავხსნათ საკუთარი ბიზნესი მინიმალური დაბანდებებით.

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: საწყისი კაპიტალის უქონლობა არ ნიშნავს შეფერხებას საკუთარი საქმის გასახსნელად. უამრავი ხერხი არსებობს იშოვო ფული საწყისი ეტაპისთვის – ეს არამარტო გრანტები და კრედიტებია არამედ "კრაუდფანდინგი"-ი, ანუ პოტენციური კლიენტებისგან ფინანსების დაბანდების მოზიდვა. მიუხედავად ამისა არსებობს რამდენიმე ბიზნესის ტიპი, რომელსაც საწყისი დაბანდება არ სჭირდება ანუ სჭირდება, მაგრამ ის ფულში არ მდგომარეობს. მოდი განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

ხელით კეთება 
თუ რამის გაკეთება შეგიძლია საკუთარი ხელით, შეგიძლია გაყიდო შენი ხელით შექმნილი პროდუქტები. ამასთან ერთად თუ მხატვარი ხარ, შენი დაბანდებები შემოიფარგლება მხოლოდ იმ მასალით რითიც ქმნი შენს ქმნილებას. არსებობს მოხერხებული პლატფორმა, რომელთანაც ბევრი მხატვარი მუშაობს ესაა: Etsy, eBay ან Amazon-ი..

დახმერება სახლის საქმეში 
იმისთვის, რომ დავეხმაროთ ვინმეს, შენ არ გჭირდება ინვესტიცია საკუთარი პროდუქტის შესაძენად. თუ ეხმარები სახლის საქმეში შენ არ გჭირდება ოფისი. ხალხის დახმარება, მაგალითად ძაღლების გასეირნება შესაძლებელია სპეციალური განათლების გარეშეც, მაგრამ თუ ექიმის ან პედაგოგის დიპლომიც გაქვს, შეგიძლია ძიძის სამუშაოზეც იფიქრო.

რემონტი 
თუ შენ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს ფლობ, შეგიძლია ისინი შემოსავლის წყაროდ აქციო. ამისთვის არაა საჭირო სახლის საქმის კეთება პლატფორმის დახმარებით, ისეთით, როგორიცაა მაგალითად You Do, შეგიძლია დახმარება შესთავაზო.

ამასთან ერთად, რათა პროფესიონალი ხელოსანი გახდე შენი პროდუქტის შესაქმნელად არ დაგჭირდება ფულის დაბანდება ან ხარჯვა ოფისის დასაქირავებლად. შეიძლება, ყველაზე დიდ დაბანდებად იქცეს ხელსაწყოების ნაკრების შეძენა.

კონსულტაციის ჩატარება 
ბევრი ადამიანი არ ჩქარობს გახსნას საკუთარი ბიზნესი მანამდე სანამ არ მიიღებს საკმარის გამოცდილებას, მუშაობენ რა მსხვილ კომპანიაში. თუ შენ დიდი ხანია, რაც მუშაობ რომელიმე სფეროში, მაშინ ახალგაზრდა სპეციალისტები ბედნიერები იქნებიან მიიღონ კონსულტაცია ისეთი პროფესიონალებისგან, როგორც შენ ხარ. ეს არ მოითხოვს მატერიალური პროდუქტის შექმნას, რაც ნიშნავს, რომ შენი ინვესტიციები შემოიფარგლება მხოლოდ შენი დროით.

კოსმეტიკის რეალიზაცია 
ბიზნეს-მოდელი ძალიან მარტივია: შენ ყიდულობ კოსმეტიკას დისტრიბუციის ფასში მწარმოებლისგან და სთავაზობ ნაცნობებს. კომპანია ორიფლეიმში ამისთვის შენ არ გესაჭიროება სერიოზული სასტარტო დაბანდებები – მხოლოდ უმნიშვნელო გადასახადი რეგისტრაციისთვის, რომელიც ყავის საფასურს უდრის. ამის გარდა ორიფლეიმს აქვს წარმატების გეგმა – სტრატეგია, რომელიც მუშაობს, რომელიც დაგეხმარება არამარტო მიიღო გადაუდებელი დახმარება, არამედ დაიწყო ნამდვილი ბიზნესი მაღალი შემოსავლით. შენ შეგიძლია ონლაინ იმუშაო და დაუთმო სამუშაოს იმდენი დრო, რამდენიც გინდა. პირობების დეტალურად გაცნობა შესაძლებელია აქ.

მცირე მეწარმეობა 
შენ შეგიძლია საკუთარი საქმით დაკავდე ისე, რომ ბიზნესი არ დაიწყო. ამისთვის შეგიძლია ისარგებლო ერთი საწყისი მოდელით: შეგიძლია გახდე მძღოლი, დარეგისტრირდები რა Uber-ში, ან მიიღო შემოსავალი, გააქირავებ რა საკუთარ სახლს AirBnb-ს სერვისის მეშვეობით.

ამის შემდეგ შენი პირველი სტარტაფი დაიწყება და რეალურ შემოსავალსაც მოგცემს. შენ შეძლებ მის ინვესტიციას განვითარებისთვის ან ახალი საქმის დაწყებას, რომელიც დიდი ხანია შენი ოცნების საგანი იყო, მაგრამ ამისთვის საწყისი კაპიტალი არ გყოფნიდა. 

ტექსტი: ფოტო: Oriflame