შენი არომატის მაგია

არომატის Elvie Firefly ერთ- ერთ შემქმნელთან - ევა ვიდუსთან 5 წუთიანი საუბრის დროს, ჩვენ თითქოს ვიმოგზაურეთ სკანდინავიის საიდუმლოებით მოცულ ტყეში, რომელიც უამრავი ზღაპრული ქმნილებით არის დასახლებული.

Каსაიდან მოგივიდათ აზრად ახალი ორიფლეიმის არომატის  Elvie Firefly  გულში გამოგეყენებინათ  შუაღამის ვარდის ნოტი?
Elvie Fireflyეს თბილი და ამოუცნობი საღამოს არომატია, ამიტომ გულში შუაღამის ვარდის ნოტის გამოყენება ლოგიკურია, რადგან, ეს ყვავილი მხოლოდ ღამით იშლება. ამ არომატზე მუშაობის პროცესში, მე ყვავილის ვიზუალი მასულდგმულებდა, რომლის სილამაზეც მზის ჩასვლის შემდეგ ხდება ხილული და მე მინდოდა რომ არომატს მისი ამოუცნობი და საიდუმლოებით მოცული  ხასიათი შეენარჩუნებინა. Elvie Firefly – მკვეთრი, მაგრამ ამავდროულად ძალზედ ქალური არომატია, მე ვიტყოდი, რომ ის ჯადოსნურ ძალას ფლობს. მეორე მხრივ, ჩემი აღმაფრენის წყარო გახდა შვედური ზღაპრები, სადაც ელფები და სხვა ზღაპრული ქმნილებები სახლობენ და სადაც ეს იშვიათი და განუმეორებელი ყვავილი იზრდება.   

კიდევ რომელი ნოტებია გამოყენებული ამ  არომატში?
ეს რის ყვავილოვანი, ხის და ხილის არომატი, რომელშიც ბევრი ინგრედიენტებია გამოყენებული. მე მინდოდა აღმენიშნა  3 ძირითადი ნოტი: შუაღამის ვარდი, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ, კედარის ნოტი, რომელიც ხის და მიწის არომატს ანიჭებს და ზღვის ნოტი.

როგორ გეხმარებოდნენ შვედური ზღაპრების გმირები? 
სუნამო Elvie პირველი ვერსია შეიქმნა 2004 წელს –  სწორედ მაშინ შთაგონებული ვიყავი შვედური ფოლკლორის მდიდარი და ზღაპრული ტყის ელფების და სხვა ჯადოსნური ბინადრების სამყაროთი. ამ შთაგონებამ კი სრულიად შეცვალა ჩემი შეხედულებები და ამან განაპირობა ის, რომ ამ სუნამოში წარმომეჩინა ღამის მაგიური ძალა, რომელიც სავსეა იდუმალებით და საიდუმლოებებით. 

თქვენ ბერძნული ფესვები გაქვთ, იყენებთ თუ არა თქვენს შემოქმედებაში ბერძნული კულტურის და მითოლოგიის მემკვიდრეობას? 
დიახ, მე გავიზარდე ბერძნული მითების და ლეგენდების სამყაროში – ზღაპრები ღმერთებზე და გმირებზე ყოველთვის მხიბლავდა, მაგრამ სუნამო Elvie Firefly მუშაობისას, მე გამოვიყენე ჩრდილოეთ ევროპის კულტურის ელემენტები.  

გჯერათ მაგიის?
რა თქმა უნდა!

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

3 რჩევა ევასგან

1. არომატის დატანისას, შეიპკურე ის კანზე სამჯერ (ოპტიმალურად – ორჯერ).

2. აროამტი დაიტანე მაჯაზე და ყურების უკან. 

3. არომატი შეინახე გრილ, მშრალ ადგილას, მოარიდე მზის სხივებს.

 

 









ტექსტი: