დღე პირველი
6 ათასი ლიდერი მსოფლიოს 59 ქვეყნიდან შეიკრიფნენ საზღვაო პორტ ჩივიტავეკიაში (იტალია) საკრუიზო ლაინერებზე Reflection and Silhouette ასასვლელად. მას შემდეგ, როდესაც ყველა თავთავის ნომერში დაბინავდა, ზედა გემბანზე იწყება საღამოს წვეულება. ცოცხალი მუსიკა, ცეკვები და საუცხოო სამზარეულო — ეს იყო დაუვიწყარი! ჩვენ კომპანიის დამაარსებლები ძმები აფ იოკნიკებიც კი ვნახეთ საცეკვაო მოედანზე.
დღე მეორე
გუშინდელი წვეულების მიუხედავად, ჩვენ ძალიან ადრე ავდექით. ისევ იმავე ზედა გემბანზე Wellness-ის გუნდმა ტანვარჯიშის კურსი ჩაატარა. შემდეგ — საუზმე და შეხვედრები ორიფლეიმის ექსპერტებთან.
პროგრამა გახსნეს კანის მოვლის სპეციალისტებმა. მათ გამოაცხადეს ახალი მობილური აპლიკაციის SkinExpert გამოჩენის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ კლიენტების კონსულტირებაში და მათთვის პროდუქტების უფრო პროფესიულად, ზუსტად და ობიექტურად რეკომენდირებაში. შემდეგ ჩვენ უფრო მეტი გავიგეთ პროტენინების კომპლექსის Protein Blend შესახებ Wellness-ის გუნდისგან, ხოლო დიჯიტალ-გუნდმა მოგვცა რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა სოციალურ ქსელებში ბიზნესის წარმართვის შესახებ.
დღე მესამე
ჩვენ ჩამოვედით პატარა ბერძნულ კუნძულზე მიკონოსზე სადილის დროს და მაშინვე გავეშურეთ ქალაქში სასეირნოთ. პლაჟი, ექსკურსიები ან შოპინგი — ყოველი თავისას ირჩევს. კომპანიამ მოაწყო განსაკუთრებული გასეირნება Wellness -ის სტილში — ჩვენ დავათვალიერეთ ყველა ღირსშესანიშნაობა, მოვასწარით ასობით ფოტოსურათის გადაღება, შევნაყრდით და გემზე დავბრუნდით.
დღე მეოთხე
სალამი, თურქეთო! ჩვენ საზღვაო პორტში კუშადასში ვიმყოფებით ქვეყნის დასავლეთით. აქ ისეთი სილამაზეა! გინდა, რომ ყოველი წუთი გადაიღო. 18 კმ. მანძილზე უძველესი ქალაქის ეფესის ნანგრევებია განლაგებული. სწორედ იქ გავემგზავრეთ. მოვასწარით არა მხოლოდ ტაძრებისა და მონუმენტების ნახვა, არამედ ძველი ბაზარიც მოვინახულეთ. როგორ არ გვინდა აქედან წასვლა!
დღე მეხუთე
დღეს ათენში ვართ. ჩვენ გველოდება კონფერენციის მთავარი მოვლენა — ბიზნეს-რალი და ახალი წოდებების აღლუმი. პირველად ისტორიაში კომპანიები იზეიმებენ 1464 ახალ წოდებას, რომელთა მფლობელებმა მიიღეს ჩეკები საერთო თანხით 6 მილიონი დოლარი.
Oriflame — ოჯახური კომპანიაა საოჯახო ფასეულობებით. საიუბილეო ბიზნეს-რალი გახსნა ორიფლეიმის გენერალურმა დირექტორმა და პრეზიდენტმა მაგნუს ბრენსტრომმა და გულწრფელი მადლობა მოუხადა თავის მეუღლეს. ოჯახური თემა გააგრძელეს ძმებმა აფ იოკნიკებმა, რომლებმაც ორიფლეიმის შექმნის შთამაგონებელი ისტორია გაგვაცნეს.
ძნელია იმ შთაგონების ძალის გადმოცემა, რომელსაც გრძნობ ახალი წოდებების დემონსტრირებისას. ფეიერვერკები, კონფეტი და სიხარულის ცრემლები — ეს არაჩვეულებრივი იყო.
ასევე სცენაზე გამოვიდა სიმღერის კონკურსის "ევროვიზია-2015" გამარჯვებული შვედი პოპ-მომღერალი მონს სელმერლევ. მან არა მხოლოდ საყვარელი სიმღერები და ხიტები შეასრულა, არამედ პირველმა დაატესტირა მამაკაცის კანის კომპლექსური მოვლის საშუალება NovAgeMen (გაყიდვაშია კატალოგიდან №2 2018).
დღე მეექვსე
მთელ დღეს ვატარებთ გემზე. ზღვა მეცადინეობა გვაქვს. ახალი მაკიაჟის მოსინჯვა, ტუჩის საცხის ფერის შერჩევა, მობილური აპლიკაციის SkinExpert ტესტირება და ფოტოსესიაც აქსესუარების ახლი კოლექციით. ეს დროს გატარების იდეალური ხერხია რეგიონალურ გუნდთან შეხვედრებს შორის! საღამოს კატეგორია «აქსესუარები»-ის გუნდმა ნამდვილი მოდური შოუ ჩაატარა და აქსესუარების ახალი კოლექცია აჩვენა. ჩვენ აგრეთვე ვიხილეთ ანა აფიოკნიკი პოდიუმზე.
დღე მეშვიდე
კონფერენციის ბოლო დღე! ამ შვიდი დღის განმავლობაში ჩვენ დავესწარით 110 ღონისძიებას და ავღნიშნეთ 129 დაბადების დღე. გალა-ვახშამის წინ თეატრალური და საოპერო შოუთი ვისიამოვნეთ, შემდეგ წავედით საღამოს დასამშვიდობებელ წვეულებაზე. ფეიერვერკები ცაში, ავიაშოუ ღია ზღვაში და ცეკვები ვარსკვლავების ქვეშ — ეს იყო გრანდიოზული ოქროს კონფერენცია. და თქვენ რა დაგამახსოვრდათ?