«ჩვენი დილა 7:30 იწყება – მთელი ოჯახი იკრიბება სამზარეულოში და ვამზადებთ საუზმეს. ირეკი პასუხისმგებელია საჭმელზე, ბავშვები კი ამ დროს კოქტეილს ამზადებენ ველნესით და ხილით, რათა ენერგიით დაიმუხტონ მთელი დღის მანძილზე – ყოველივე ამის შემდეგ არანაირი ფუნთუშეული და ტკბილეული აღარ გინდება! დილა ჩვენს ოჯახში დღის ყველაზე მშვიდი და მშვიდობიანი ნაწილია, დრო, როდესაც ჩვენ დადებითი ენერგიით და ემოციებით ვიმუხტებით.მთავარი წესი - სამსახური 11 საათზე ადრე არ უნდა იწყებოდეს, პირველ საქმიან ზარამდე და ელექტრონული ფოსტის მიღებამდე მოასწრებ შხაპის მშვიდად მიღებას, ოჯახის კომპანიაში საუზმეს და ბავშვებთან
ერთად გასეირნებას.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გამოვნახოთ ერთი წუთი დილით და საღამოს თავის მოვლისთვის. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ერიკი
ყველაზე დიდ დროს ატარებს აბაზანაში, აქვს მოვლისადმი სისტემური მიდგომა: უსმენს მუსიკას, რეგულარულად იკეთებს სახის ნიღბებს, სარგებლობს კანის მრავალსაფეხურიანი მოვლის სისტემით. ამას ჩემს დამსახურებად ვთვლი (ალბინა) – მე დიდი ხანია ვმუშაობ ჩემს
ქმართან ამ საკითხზე და მიმაჩნია, რომ ბიზნესმენი საუკეთესოდ უნდა გამოიყურებოდეს. მეც მაქვს სუსტი მხარე – მიყვარს რუსული
აბანო, ეს ჩემთვის ნამდვილი თერაპიაა და შემიძლია მთელი დღე აბანოში გავატარო.
«შუადღეს, პირველი საათისთვის ჩვენ მივდივართ ქალაქში – ვსადილობთ სასიამოვნო გარემოში და მივიჩქარით სკოლაში მეორე სმენაში. დარჩენილი დრო საღამომდე მთლიანად ეძღვნება ბიზნესს და საქმეებს. სახლში დაბრუნების შემდეგაც, 21:00 საათზე ვატარებთ ვებინარებს და ვკონტაქტობთ სკაიპით. დიახ, ჩვენ გვიანობამდე ვმუშაობთ, მაგრამ გამოძინებასაც ვასწრებთ. მეწარმეებს შეუძლიათ დასაშვებ ნორმაზე მეტი იმუშაონ, რადგან ჩვენ არ ვართ შეზღუდულები დროსა და სივრცეში. ამავე დროს, პარასკევობით ჩვენ არასდროს არ ვართ დაღლილები, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ.
ჩვენს ოჯახში არ რსებობს კონცეფცია «მე», ჩვენ, მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ერთად ვაკეთებთ – ვუძღვებით ბიზნესს, ვზრდით შვილებს, დავდივართ სპა-ში. მშობელთა კრებებს ჩვენ ორივე ვესწრებით, რაც დღეს იშვიათობას წარმოადგენს. ხშირად მივდივართ სამოგზაუროდ მარტო, ბავშვების გარეშე ან უბრალოდ ვაწყობთ «ჩვენს პარასკევს – ვქირაობთ ნომერს სასტუმროში, სადაც შესაძლებელია მთელი დღის მანძილზე მოდუნდე, უყურო ტელევიზორს და სხვა არაფერი აკეთო, უბრალოდ დაისვენო.
ჩვენს ოჯახში ყოველთვის სტუმრიანობაა, ჩვენ ხშორად ვაწყობთ ვახშმებს ან უბრალოდ გულშემატკივრებთან ერთად მივდივართ რესტორანში - ზოგჯერ საჭიროა გამონახო დრო საკუთარი თავისთვის და არ გაატარო მთელი საღამო სამზარეულოში. ძალიან გვიყვარს, როდესაც ჩვენი დიდი ოჯახი ვიკრიბებით ქალაქგარეთ გასეირნების და ლაშქრობისთვის, ან კინოთეატრში ახალი ნახატი ფილმის სანახავად. ჩვენი ბიზნესის სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე არ ვართ მიჯაჭვულნი კვირის დღეებს, არამედ ნებისმიერ დღეს შეგვიძლია მოვიწყოთ დასვენება».